არგუმენტირებული ესეების დავალებები

არგუმენტირებული ესეების დავალებები

არგუმენტირებული ესეების დავალებები

წარმოგიდგენთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებულ არგუმენტირებული ესეების დავალებებს. (more…)

დამსეტყვე ცაო (განხილვა)

დამსეტყვე ცაო (განხილვა)

დამსეტყვე ცაო (განხილვა)

დამსეტყვე ცაო – განხილვა

„დამსეტყვე, ცაო“ ადამიანის დანიშნულების თემას ეძღვნება. რადგან კაცი მატერიალურ და სულიერ, მიწიერ და ზეციურ საწყისებს აერთიანებს, იგი მუდამ ირხევა დადებთსა და და უარყოფითს, კეთილსა და ბოროტს, სოფელსა და ზესთასოფელს შორის.  ადამიანს როგორც ეს ორმაგი ბუნება, ისე არჩევანის უფლება შესაქმიდანვე მიეცა, რადგან მიწის მტვრისაგან შექმნა იგი ღმერთმა  და შთაბერა მარადიული, უკვდავი სული. თუმცა კაცთაგან იშვიათი ახერხებს უფლის მცნებების ბოლომდე შესრულებას, წუთისოფლის შეცნობას და სამოთხის ბილიკის მიგნებას. ამის მიზეზი ის უამრავი საცდურია, ეს ქვეყანა რომ უმზადებს ადამიანს, საცდური თვალისა თუ გულისათვის, რითაც იტყუებს კაცს და თვალს უხვევს. არა მხოლოდ ხიბლი, ჭირი და ვაებაც ზემოქმედებს ადამიანზე, ქედს ადრეკინებს, ზნეობრივ კომპრომისს ჩაადენინებს. (more…)

ვაჟა ფშაველა-არწივი (განხილვა)

ვაჟა ფშაველა-არწივი (განხილვა)

ვაჟა ფშაველა-არწივი (განხილვა)

ვაჟა ფშაველა-არწივი.

ერთხელ გზად მიმავალ ვაჟა-ფშაველას უღირს კაცებთან მოუხდა თურმე შეხვედრა, რაც უსიამოვნოდ დამთავრებულა. ცხადია, ფიზიკურად ძლიერ პოეტს გამოადგებოდა, პირველივე მოკრივე რომ იყო ერთ დროს გორის საოსტატო სემინარიის მოსწავლეთა შორის, მაგრამ მოწინააღმდეგის სიმრავლეს მაინც თავისი გაუტანია.
ნათქვამია: ზოგი ჭირი მარგებელიაო და ამ ინციდენტის შედეგად ქართულ პოეზიას ვაჟას „არწივი“ შეემატა.
„არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა“, – გვეტყვის ვაჟა და ეს არწივი საქართველოა ჩვენთვის, თუნდაც ლექსის შექმნის მომენტში ავტორს არც ეფიქროს ამგვარ ალეგორიაზე; (more…)

ვაჟა ფშაველა – ღამე მთაში (განხილვა)

ვაჟა ფშაველა - ღამე მთაში

ვაჟა ფშაველა – ღამე მთაში

ვაჟა ფშაველა – ღამე მთაში

ბუნებაში ყოველი არსება ისევეა აღჭურვილი გონებითა და გრძნობით, როგორც ადამიანი. რა კანონზომიერებაც მთელშია, იგივე კანონზომიერებაა ნაწილშიც და პირუკუ – რა კანონზომიერებაც ნაწილშია, იგივეა მთელშიც. ოღონდ ამის გაგონება უნდა შეგეძლოს. ვაჟას ზეცნობიერს ეყურებოდა იგი. ამიტომ ფიქრობს, განიცდის, ესმის სტკივა და უხარია, ეშინია და ეიმედება ყველაფრის – შვლის ნუკრი იქნება იგი თუ ხმელი წიფელი, ლურჯთვალა ია თუ ცანცარა კურდღელი, მოჩუხჩუხე წყარო თუ პიტალო კლდე, ცადაზიდული მთები თუ ბობოქარი მდინარეები, გოროზი არწივი თუ მფრთხალი წრუწუნა:
„ხევი მთას ჰმონებს, მთა -ხევსა,…
პირზე ოფლგადამდინარედ!“ (more…)

ჩემი ვედრება – განხილვა

ჩემი ვედრება

ჩემი ვედრება

ჩემი ვედრება – განხილვა

ლექსი „ჩემი ვედრება“ დაწერილია 1893 წელს. როგორც ვაჟას პეზიისთვისაა დამახასიათებელი, არც ამ ლექსშია სტროფები გამოკვეთილი, ნაწარმოების სტროფებად დანაწილება ვაჟას ლექსებასა და პოემებში აზრობრივ-ემოციური ფაქტორებით არის პირობადადებული.

ნაწარმოების პირველი სტროფი – ლირიკული დასაწყისი (პირველი საფეხური კომპოზიციის) ერთი რითმით შეკრული ოთხი ტაეპი ლექსის ლოგიკურ და ემოციურ გასაღებს წარმოადგენს. ამდენად, მის კარგად გააზრებაზეა დამოკიდებული ტექსტის სწორად გაგება. ლექსი იწყება უფლისადმი მიმართვით: (more…)

ვაჟა-ფშაველა – კაი ყმა (განხილვა)

ვაჟა-ფშაველა - კაი ყმა

ვაჟა-ფშაველა – კაი ყმა

ვაჟა-ფშაველა – კაი ყმა (განხილვა)

ვაჟას ზუსტად იმეორებს იმას, რასაც ქრისტიანული ზნეობა ქადაგებს: შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი (მათე, XIX, 19 ) მაგრამ ამ იდეალის განხორციელებას ხელს უშლის ორი საწყისის – კაცისა და არაკაცის – არსებობა ადამიანში. ორივე საწყისს ვაჟა მკაფიოდ ახასიათებს ლექსში „კაი ყმა“, როცა სვამს კითხვას – „კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვოჟებო, ნათქვამი არა გვრცხვენოდეს…“ (more…)