საქართველოს რეგიონები

საქართველოს რეგიონები

საქართველოს რეგიონები

საქართველოს რეგიონები

თბილისი:

საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მისი ჩრდილოეთი საზღვარი საგურამოს ქედის სამხრეთ მთისწინეთზე, ხოლო დასავლეთი სამხრეთი თრიალეთის ქედის განშტოებაზე გადის, აღმოსავლეთით ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ემიჯნება. (more…)

საქართველოს მეურნეობა

საქართველოს მეურნეობა

საქართველოს მეურნეობა

საქართველოს მეურნეობა

საქართველოს მეურნეობა

საქართველოს მრეწველობა:

დღეისათვის საქართველოს უმნიშვნელოვანესი დარგია მომსახურება და სოფლის მეურნეობა. სწორედ აქ იქმნება მშპ-ის უდიდესი ნაწილი და ამ სფეროებშია დასაქმებული შრომითი რესურსების უმეტესობა. მშპ-ის მიხედვით საქართველო სახმელეთო მეზობლებს შორის წინ უსწრებს სომხეთს. ევროპაში იგი 36-ე ადგილზეა, მსოფლიოში კი 113-ეზე. (more…)

საქართველოს მოსახლეობა

საქართველოს მოსახლეობა

საქართველოს მოსახლეობა

საქართველოს მოსახლეობა

ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად იზრდება, რაც, უპირველესად, სიკვდილიანობის (მოკვდავობის) მკვეთრი შემცირებით აიხსნება.  (more…)

საქართველოს დაცული ტერიტორიები

საქართველოს დაცული ტერიტორიები

საქართველოს დაცული ტერიტორიები

საქართველოს დაცული ტერიტორიები

საქართველოს, ბიომრავალფეროვნების მიხედვით, ევროპაში – პირველი, ხოლო მსოფლიოში 71-ე ადგილი უკავია. ენდემების მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში 8%-ია და მსოფლიოში 56-ე ადგილი უჭირავს, ხოლო ინდექსი 3072-ია. (more…)

სტიქიური მოვლენები საქართველოში

სტიქიური მოვლენები

სტიქიური მოვლენები

სტიქიური მოვლენები საქართველოში

საქართველოში ხშირია ბუნებრივი სტიქიური მოვლენები და მათი თანამდევი უარყოფითი შედეგები. სტიქიური პროცესებით მეტ-ნაკლები სიძლიერით დაზიანებულია ან მათი ზემოქმედების საშიშროების რისკის ზონაშია ჩვენი ქვეყნის ყველა ბუნებრივ-გეოგრაფიული ზონა – შავიზღვისპირეთიდან დაწყებული მაღალმთიანეთით დამთავრებული. აქ ვლინდბა მეწყერები, კლდეზვავები, ღვარცოფები, ეროზიის სხვადასხვა სახეები და სხვა. (more…)

საქართველოს ნიადაგები

საქართველოს ნიადაგები

საქართველოს ნიადაგები

საქართველოს ნიადაგები

საქართველოში წარმოდგენილია როგორც ჭაობისა და ნახევარუდაბნოს, ასევე მთისა და ბარის ნიადაგები. ამავე დროს, მკაფიოდაა გამოხატული ნიადაგების ვერტიკალური ზონალობა. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე ტერიტორიებზე წარმოდგენილი ნიადაგები თვისობრივად მეტად განსხვავებულია, მათში კი რეგიონული განსხვავება ნაკლებად შესამჩნევია.

დასავლეთ საქართველოს ვაკე-დაბლობებსა და გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთის ზონაში წარმოდგენილია ჭაობის, სუბტროპიკული ეწერი, ალუვიური, წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგები.

კოლხეთის დაბლობის დადაბლებულ ნაწილში გვხვდება ჭაობის ნიადაგების სახესხვაობები, რომელთა სამეურნეო ათვისება მხოლოდ მელორაციული ღონისძიებების შემდეგ არის შესაძლებელი. ზღვიურ და ძველ მდინარეულ ტერასებზე სამეგრელოში, იმერეთში, აფხაზეთში და სხვ. გავრცელებულია სუბტროპიკული ეწერი ნიადაგები. ისინი მწირ და დაბალნაყოფიერ ნიადაგებად მიიჩნევა. მდინარეთა ქვემო წელის ხეობებში ჭალებსა და ტერასებზე ალუვიური ნიადაგებია ვითარდება, რომლებიც სამეურნეო თვალსაზრისით, მაღალნაყოფიერია.

წითელმიწები, გორაკბორცვიანი რელიეფის პირობებში, გავრცელებულია ზ.დ. 500 მ სიმაღლემდე აჭარის, გურიის, შედარებით ნაკლებად სამეგრელოსა და იმერეთის გორაკ-ბორცვებზე. წითელმიწები მაღალნაყოფიერი ნიადაგებია და ინტენსიურადაა ათვისებული სუბტროპიკული კულტურებით.

კოლხეთის დაბლობის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში- აფხაზეთის, სამეგრელოსა და იმერეთის ტერიტორიებზე ზ.დ.-დან 500-700 მ სიმაღლეზე წარმოდგენილია ყვითელმიწები, რომლებიც ძირითადად გამოყენებულია ჩაის, ციტრუსებისა და ტუნგოს მოსაყვანად.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, ზომიერად მშრალი და მშრალი ჰავის პირობებში ჩამოყალიბებულია მშრალი ველებისა და ნახევარუდაბნოებისათვის დამახასიათებელი ყავისფერი შავმიწა, წაბლა, რუხი და დამლაშებული ნიადაგები.

ტყე-სტეპის ზონაში, მუხნარ-რცხილნარის ქვეშ, ზ.დ.-დან 1000-1200 მ სიმაღლემდე გავრცელებულია ყავისფერი ნიადაგები. ისინი წარმოდგენილია ახალციხის ქვაბულში, თბილისის შემოგარენში, კახეთში, ქართლში და სხვ. ყავისფერი ნიადაგები ნაყოფიერებით შავმიწებს უახლოვდება. მათზე გაშენებულია ვენახი, ხეხილის ბაღები და მარცვლოვანი კულტურები.

ივრის ზეგნის შემაღლებულ ადგილებზე, შირაქისა და სამგორის ველებზე, ზ.დ.-დან 500-800 მ სიმაღლეზე გავრცელებულია ბარის შავმიწები; გარდაბნისა და მარნეულის ვაკეებზე, სამგორის ველებსა და ივრის ზეგნის სამხრეთ ნაწილში – წაბლა ნიადაგები.

მთის ნიადაგებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ყომრალი ნიადაგები, რომლებიც დასავლეთ საქართველოში – ზ.დ.-დან 600 მ სიმაღლეზე, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზ.დ-დან 700-1000 მ-ზე იწყება და 1800-2000 მ-მდე ვრცელდება.

საქართველოს მთის ზონაში, სადაც ამგებ ქანებში კარბონატების მაღალი შემცველობაა, ნეშომპალა – კარბონატული ნიადაგები ჭარბობს. ისინი ძირითადად დასავლეთ საქართველოში გვხვდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი – ნაკლებად.

საქართველოს მაღალმთიანეთში ზ.დ.-დან  2000-3000 მ-მდე ფარგლებში გავრცელებულია მთა-მდელოს ნიადაგები. განასხვავებენ მათ კორდიან და ტორფიან სახესხვაობებს.

უმთავრესად კავკასიონის მაღალმთიან სარტყელში, ფრაგმენტების სახით კი სამხრეთ საქართველოში მთა-მდელო-სტეპის ნიადაგებს ვხვდებით. რაც შეეხება მთა-მდელოს შავმიწისებრ ნიადაგებს, ისინი სამხრეთ საქართველოს ვულკანურ მთიანეთისთვისაა დამახასიათებელი. ეს ნიადაგები მაღალი ნაყოფიერებით ხასიათდება, რის გამო მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ათვისებულია.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი