როგორ გამოითვლება საგრანტო, საკონკურსო და სკალირებული ქულა?

როგორ გამოითვლება საგრანტო, საკონკურსო და სკალირებული ქულა?

როგორ გამოითვლება საგრანტო, საკონკურსო და სკალირებული ქულა?

ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს.
(more…)

მეორე მსოფლიო ომი და პროპაგანდისტული პოსტერები

გასული საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი ომი და მონაწილე ქვეყნების პროპაგანდა.
უნიკალური პოსტერები რომლებიც დღემდე შემონახულია.

თქვენი online რეპეტიტორი

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ♥

be5af1095970ძვირფასო მოსწავლეებო და პედაგოგებო გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.

კიდევ ერთ და როგორც ყოველთვის მნიშვნელოვან წელს შეეჭიდებით, მე კი მსურს გისურვოთ: წარმატებული, ღირსეული და საინტერესო წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენგანისთვის.
მოგეხსენებათ დღეს საქრთველო მრავალი გამოწვევების წინაშე დგას და რაოდენ მნიშვნელოვანია განათლების მაღალი დონე ჩვენს ქვეყანაში. „თქვენი online რეპეტიტორი“ გისურვებთ არ დაგზარებოდეთ სწავლა(შრომა) თქვენი სამშობლოსათვის.

იმისათვის, რომ იყოთ მეტად წარმატებული განათლების მიღებასა თუ გაცემაში „თქვენი online რეპეტიტორი“ გააკეთებს ყველაფერს, რათა დაგეხმაროთ სასურველი კეთილი მიზნების მისაღწევად.
ჩვენ წლევანდელ სასწავლო წელს მიზნად დავისახეთ ბლოგის მაქსიმალურად გამარტივება სასწავლო პროცესში გამოყენების დროს. ამიტომაც ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენი დევიზია „ისწავლეთ მარტივად და ხარისხიანად!“

განსაკუთრებით ეს წელი მისალოცია აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც წინ საინტერესო, დაძაბული და მნიშვნელოვანი ცხოვრების მონაკვეთი ელით. აბიტურიენტებო გისურვებთ საინტერესოდ და სარგებლიანად გამოგეყენებინოთ ეს წელი.

„თქვენი online რეპეტიტორი“ 15 სექტემბრიდან იწყებს ახალ სასწავლო სეზონს და გპირდებათ უამრავ საინტერესო პოსტებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენი სწავლისა თუ სწავლების პროცესში.

გისურვებთ წარმატებებს, კრეატივსა და სიყვარულს.
ბედნიერი სასწავლო წელი ყოფილიყოს <3

◘ თქვენი online რეპეტიტორი ◘

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]