ტესტები მათემატიკაში II

ტესტები მათემატიკაში II

Question #1: რიცხვითი წრფე დაყოფილია ტოლ ნაწილებად. A(3)  და   B(10)   წერტილები დაშორებულია ერთმანეთისაგან 5 დანაყოფით. რას უდრის სათავიდან 11 დანაყოფით მარჯვნივ მდებარე წერტილის კოორდინატი?

Question #2: იპოვეთ A (3;5) წერტილის სიმეტრიული წერტილი OX ღერძის მიმართ.

Question #3: სამ კლასში სულ 119 მოსწავლეა. პირველ კლასში მოსწავლეთა რიცხვი 4-ით მეტია, ვიდრე მეორე კლასში და 3-ით ნაკლებია ვიდრე მესამე კლასში. რამდენი მოსწავლეა პირველ კლასში?

Question #4: ორნიშნა რიცხვის ციფრების ჯამი უდრის 11-ს, თუ ამ რიცხვს 63-ს დავუმატებთ, მაშინ მიიღება იმავე ციფრებით, მხოლოდ შებრუნებულ რიგზე დაწერილი რიცხვი. იპოვეთ საწყისი  რიცხვი.

Question #5: 8 ცხენისა და 15 ძროხის გამოსაკვებად ყოველდღიურად იძლეოდნენ 162 კგ თივას. რამდენ თივას აძლევდნენ ყოველდღიურად თითოეულ ცხენს და თითოეულ ძროხას, თუ ვიცით, რომ 5 ცხენი ღებულობდა 3კგ-ით მეტ თივას ვიდრე 7 ცხენი.

Question #6: 6.წრფეზე მიმდევრობით გადაზომილია სამი მონაკვეთი :AB , BC და  CD ისე, რომ  AB=3სმ, BC=5სმ და   CD=4სმ. იპოვეთ მანძილი AB  და CD მონაკვეთების შუაწერტილებს შორის.

Question #7: რამდენი დიაგონალი აქვს ამოზნექილ ხუთკუთხედს?

Question #8: ოთხკუთხედის კუთხეები ისე შეეფარდება ერთმანეთს, როგორც 1:2:3:4. იპოვეთ უდიდესი კუთხე.

Question #9: წილადის მნიშვნელი 5-ით მეტია მის მრიცხველზე. თუ ამ წილადის მრიცხველს მივუმატებთ 14-ს, მნიშვნელს კი გამოვაკლებთ 1-ს, მაშინ მივიღებთ მოცემული წილადის შებრუნებულ წილადს. იპოვეთ წილადი

Question #10: ორნიშნა რიცხვის ჯამი უდრის 12-ს. თუ ამ რიცხვის ციფრებს გადავაადგილებთ, მაშინ მივიღებთ რიცხვს , რომელიც 18-ით მეტია საძებნ რიცხვზე. ვიპოვოთ რიცხვი.

Question #11: რას უდრის კუთხე, თუ მისი მოსაზღვრე ორი კუთხის ჯამი 100 გრადუსს შეადგენს?

Question #12: ავტომობილმა 84 კმ 1,2 სთ-ში გაიარა. ველომრბოლელს ამავე გზის გასავლელად 0.8 სთ-ით მეტი სჭირდება. რამდენით ნაკლები სიჩქარით მოძრაობს ველომრბოლელი ავტომობილთან შედარებით?

Question #13: გიორგის აქვს აკვარეუმი, რომლის სიგრძეა 50 სმ-ია, სიგანე 36 სმ და სიმაღლე – 48 სმ. რამდენი ლიტრი წყალი დგას აკვარეუმში, თუ წყლის ზედაპირი მის ზედა კიდეზე 4 სმ-ით დაბლაა?

Question #14: კვადრატის თითოეული გვერდი 30 % -ით გაადიდეს. რამდები პროცენტით გადიდდა კვადრატის ფართობი?

Question #15: წიგნიდან ამოვარდა ფურცლების გარკვეული ნაწილი, ამოვარდნილი  ფურცლების ნაწილის  ბოლო გვერდია 436 რას უდრის ამვარდნილი ფურცლების პირველი გვერდის ნომერი თუ ამოვარდნილი ფურცლების რაოდენობაა 81.