ტესტები მათემატიკაში I

ტესტები მათემატიკაში I

Question #1: მატარებელი ყოველ დილით 7 სთ-სა და 27 წთ-ზე გადის სადგურიდან და ბოლო სადგურამდე მისვლას ანდომებს 1სთ-სა და 55 წთ-ს. რომელ საათზეა მატარებელი ბოლო სადგურზე?

Question #2: პირველ დღეს მოლარემ სპექტაკლის 6 ბილეთი გაყიდა, ხოლო ყოველ მომდევნო დღეს ყიდდა ბილეთების იმაზე 2-ჯერ მეტ რაოდენობას , რამდენსაც წინა დღეს. რამდენი ბილეთი გაყიდა მოლარემ 5 დღის განმავლობაში.

Question #3: პაკეტში, რომელშიც მოთავსებულია 4 ვაშლი და 10 ქლიავი იწონის 600გ-ს , ხოლო პაკეტში, რომელშიც არის 2 ვაშლი და 10 ქლიავი, იწონის 400გ-ს . რას იწონის ერთი ვაშლი და ერთი ქლიავი?

Question #4: ხარატმა დაამუშავა 6 დეტალი, პირველ დეტალს იგი 23 წთ-ი ამუშავებდა, ხოლო ყოველ მომდევნო დეტალს ანდომებდა 2 წთ-ით ნაკლებ დროს, ვიდრე წინა დეტალს. რამდენი წუთი დასჭირდა ხარატს ყველა დეტალის დასამუშავებლად?

Question #5: ერთი ონკანი ავზს ავსებს 4 საათში , მეორე კი 3 საათში. ავზის რა რაოდენობა შეივსება 1 საათში, თუ ორივე ონკანს ერთდროულად გავხსნით?

Question #6: ტელეფონის  ფასმა ჯერ მოიკლო 20%-ით შემდეგ კი მოიმატა 20%-ით. თავდაპირველი ფასის რამდენი პროცენტი ღირს ამჟამად ტელეფონი?

Question #7: რამდენი სამნიშნა ლუწი რიცხვი არსებობს?

Question #8: ხ, ყ და ზ ნატურალური რიცხვებია, რომელთაგან თითოეული 15-ზე ნაკლებია. ამავე დროს ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რას უდრის  ხ-ყ/ზ გამოსახულების უდიდესი მნიშვნელობა?

Question #9: 3 მეტრიანი 40 ცალი მორი უნდა დაიხერხოს ნახევარმეტრიანებად. რამდენი გადახერხვაა ამისათვის საჭირო?

Question #10: B=3*4*5*6*7*8*11*13-18. რისი ტოლია B რიცხვის 11-ზე გაყოფისას მიღებული ჯამი? 

Question #11: ორ ქალაქს შორის მანძილი რუკაზე 12 სმ-ია. იპოვეთ ქალაქებს შორის მანძილი, თუ რუკის მასშტაბია 1:600 000.

Question #12: 1983 წელს სულ 53 შაბათი იყო. რა დღე იყო ამ წლის 1 ინვარი?1983 წელს სულ 53 შაბათი იყო. რა დღე იყო ამ წლის 1 ინვარი? 

Question #13: ორნიშნა რიცხვის ციფრთა ჯამი უმცირესი ორნიშნა რიცხვის ტოლია, ხოლო ათეულების ციფრი 4-ჯერ ნაკლებია ერთეულების ციფრზე. იპოვეთ ეს რიცხვი.

Question #14: კვადრატის დიაგონალი 2-ია. იპოვეთ მისი ფართობი :

Question #15: 5 ბრიგადა 5 დღეში აშენებს 6 სახლს. რამდენ სახლს ააშენებს 10 ბრიგადა 10 დღეში?

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]