20 ტერმინი რომელიც ბიოლოგიის გამოცდაზე შეგხვდებათ II

20 ტერმინი რომელიც ბიოლოგიის გამოცდაზე შეგხვდებათ II

20 ტერმინი რომელიც ბიოლოგიის გამოცდაზე შეგხვდებათ II

  1. კარიოტიპი – ქრომოსომული კომპლექტის ნიშან-თვისებების ერტობლიობა, რომელიც დამახასიათებელია მოცემული სახეობის სომატური უჯრედებისათვის.
  2. კატაგენეზი – ევოლუციური ცვლილებები, რაც ორგანიზმების ორგანიზაციის დონის გამარტივებას იწვევს.
  3. კოდომინანტობა – ჰეტეროზიგოტაში ნიშან-თვისებების განსაზღვრაში გენის ორივე ალელის მონაწილეობა. ამ შემთხვევაში  გენის ორივე ალელი ტოლფასოვანია.
  4. კონიუგაცია – ჰომოლოგიური ქრომოსომების ერთმანეთთან დაკავშირება.
  5. კონსუმენტი – მომხმარებლები
  6. კრიპტული შეფერილობა – მფარველობითი შეფერილობა
  7. კროსინგოვერი – კონიუგაციის დროს ჰომოლოგიურ ქრომოსომებს  შორის ჰომოლოგიური უბნების გაცვლა, რაც გენბის რეკომბინაციას იწვევს.
  8. ლოკუსი – ქრომოსომის უბანი, რომელშიც გენია მოთავსებული.
  9. მონოსომია – დიპლოიდური ორგანიზმის ერთ-ერთი ჰომოლოგიური ქრომოსომის არარსებობა.
  10. მუტაგენი – მუტაციის გამომწვევი ფაქტორი
  11. ოოგენეზი – კვერცხუჯრედის წარმოქმნის პროცესი
  12. ონტოგენეზი – ინდივიდის ინდივიდუალური განვითარების პერიოდი ზიგოტიდან სიცოცხლის ბოლომდე.
  13. პანმიქსია – პოპულაციაში ინდივიდებს შორის თავისუფალი შეჯვარება.
  14. პლეიოტროპია – გენების მრავლობითი მოქმედება : გენის უნარი გავლენა მოახდინოს რამოდენიმე ნიშანზე.
  15. პროდუცენტი – ორგანიზმები, რომლებიც ფოტოსინთეზის ან ქემოსინთეზის გზით წარმოიქმნიან ორგანულ ნივთიერებებს
  16. პრომოტორი- დნმ-ის უბანი, რომელსაც რნმ-პოლიმერაზა უკავშირდება
  17. პროტეაზა – ფერმენტი, რომელიც ცილებს შლის.
  18. რეპარაცია – დაზიანებული ადგილის აღდგენა.
  19. რესტრიქტაზა – ფერმენტი, რომელიც ცნობენ და ჭრიან დნმ-ის დაზიანებულ უბნებს.

თქვენი online რეპეტიტორი