20 ტერმინი ბიოლოგიაში რომლის განმარტებასაც მოგთხოვენ გამოცდაზე I

20 ტერმინი ბიოლოგიაში რომლის განმარტებასაც მოგთხოვენ გამოცდაზე I

20 ტერმინი ბიოლოგიაში რომლის განმარტებასაც მოგთხოვენ გამოცდაზე I

  1. ალელი – გენის არსებობის ფორმა, ანუ ერთი და იმავე გენის ალტერნატიული ფორმები, რომელიც ალტერნატიულ (ურთიერთგამომრიცხავ) ნიშან-თვისებებს განსაზღვრავს
  2. ალოგენეზი – ევოლუციური ცვლილებები, რაც განაპირობებს კონკრეტულ საარსებო პირობებთან ორგანიზმების ვიწრო შეგუებულობას
  3. აუტოსომები – არასასქესო ქრომოსომები, რომლებიც ერთნაირია ერთი სახეობის სხვადასხვა სქესის ინდივიდებში
  4. გამაანალიზებელი შეჯვარება – რეცესიული ალელის მიხედვით ჰომოზიგოტური ინდივიდის შეჯვარება უცნობი გენოტიპის დომინანტურ ინდივიდთან.
  5. გამეტოფიტი – ჰაპლოიდური თაობა, რომელზეც გამეტები წარმოიქმნება.
  6. გენი – დნმ-ის უბანი (ზოგიერთ ვირუსში რნმ-ის) , რომელიც შეიცავს ინფორმაციას განსაზღვრული ცილის პირველადი სტრუქტურის , სატრანსპორტო ან რიბოსომული რნმ-ის შესახებ.
  7. გენეტიკური კოდი – ნუკლეინის მჟავების მოლეკულაში მემკვიდრული ინფორმაციის ჩანაწერის სისტემა. ვიწრო გაგებით, ი-რნმ-ის ტრიპლეტების ლექსიკონი, რომელიც აკოდირებს განსაზღვრულ ამინომჟავას ან ასრულებს ტრანსლაციის დამთავრების სიგნალის ფუნქციას.
  8. გენთა დრეიფი – პოპულაციაში  ალელთა სიხშირის შემთხვევითი ცვლილება
  9. გენთა ნაკადი – პოპულაციათა შორის გენთა მიმოცვლა
  10. გენოტიპი – ინდივიდის ყველა გენის ერთობლიობა. ვიწრო გაგებით, მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის გენები, რომლებიც  გამოსაკვლევ ნიშან-თვისებებს განსაზღვრავენ
  11. დელეცია – ქრომოსომის უბნის დაკარგვა
  12. დივერგენცია – ნიშან-თვისებათა დაცილება
  13. გადარჩევა  – ბუნებრივი  გადარჩევა მოქმედებს შუალედური ფორმების საწინააღმდეგოდ და კიდურა ფორმების სასარგებლოდ
  14. ეკზონი – ეუკარიოტების გენის უბანი, რომელიც შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას განსაზრვრული პროდუქტის, მაგალითად, ცილის  სინთეზის შესახებ.
  15. ეკოსისტემა – ბიოცენოზისა და საცხოვრებელი გარემოს აბიოტური კომპონენტების ერტობლიობა
  16. ეპისტაზი – გენების ურთიერთქმედების ტიპი, რომლის დროსაც ერთი გენის ალელები ახშობენ მეორე გენის ალელების გამომჟღავნებას
  17. ენდოსპერმი – ქსოვილი თესლში, რომელშიც საკვები ნივთიერებები გროვდება.
  18. ზიგოტა – უჯრედი, რომელიც წარმოიქმნება სასქსო უჯრედების (გამეტების) შერწყმის შედეგად.
  19. ინბრიდინგი – ერთი სახეობის მონათესავე ფორმების შეჯვარება.
  20. ინვერსია – ქრომოსომის ერთ-ერთ უბანში  გენების განლაგების თანმიმდევრობა 180º-ით შემობრუნებულია.

თქვენი online რეპეტიტორი