20 საკითხი რომელიც უნდა იცოდეთ ბიოლოგიაში - უჯრედი

20 საკითხი რომელიც უნდა იცოდეთ ბიოლოგიაში – უჯრედი

20 საკითხი რომელიც უნდა იცოდეთ ბიოლოგიაში – უჯრედი

  1. უჯრედის პლაზმური მემბრანა უზრუნველყოფს უჯრედში ნივთიერებათა შერჩევით ტრანსპორტს.
  2. რიბოსომები წარმოიქმნება ბირთვში.
  3. გლუვი ენდოპლაზმური ბადე – გლუვი ენდოპლაზმური ბადის ზედაპირი გლუვია და იგი მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ცხიმების წარმოქმნაში.
  4. მარცვლოვანი ენდოპლაზმური ბადის ძირითადი ფუნქციაა ცილების სინთეზი.
  5. ქლოროფილი მოთავსებულია გრანების მემბრანაში
  6. მიტოქონდრიებში მიმდინარეობს უჯრედის სუნთქვა და ენერგიის გარდაქმნა.
  7. გოლჯის აპარატში ხდება ცილების დაგროვება.
  8. ლიზოსომები წარმოიქმნება გოლჯის აპარატის მილაკების ბოლოებზე
  9. უჯრედშიდა მონელების ფერმენტებს შეიცავს ლიზოსომები
  10. უჯრედის მემკვიდრული  ინფორმაციის ძირითადი ნაწილი ინახება ბირთვში
  11. უჯრედის ყველაზე პატარა ორგანოიდია რიბოსომა
  12. მემბრანა აქვს ლიზოსომებს
  13. უჯრედის კედელი არ აქვს ცხოველურ უჯრედებს.
  14. მცენარეულ უჯრედს ცხოველურისგან განასხვავებს ვაკუოლის, უჯრედის კედლის და ქლოროპლასტების არსებობა.
  15. პლაზმოლიზი დამახასიათებელია მხოლოდ მცენარეული უჯრედებისთვის.
  16. ეუკარიოტებისთვის დამახასიათებელია გარსით შემოსაზღვრული ბირთვის არსებობა.
  17. ხორკლიანი (გრანულარული) ენდოპლაზმური ბადის მემბრანაზე განლაგებულია რიბოსომები.
  18. პლასტიდები გვხვდება ყველა მწვანე მცენარის უჯრედში.
  19. გლიკოკალიქსი  (უჯრედის გარსის გარეთა შრე) არის მხოლოდ ცხოველურ უჯრედებში.
  20. უჯრედის უმემბრანო ორგანოიდებს მიეკუთვნება : რიბოსომები და უჯრედის ცენტრი.
  21. უჯრედის ცენტრი მონაწილეობს უჯრედის გაყოფაში.

თქვენი online რეპეტიტორი