20 რამ რაც გეოგრაფიაში უნდა იცოდეთ სანამ გამოცდაზე შეხვალთ

20 რამ რაც გეოგრაფიაში უნდა იცოდეთ სანამ გამოცდაზე შეხვალთ

  1. მდგრადი განვითარება – საქმიანობა, რომელიც განაპირობებს ქვეყნის ან რეგიონის მდგრად პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და ეკოლოგიურ განვითარებას…
  2. გეოინფორმაციული სისტემა – გეოგრაფიული ინფორმაციის (მონაცემების) შენეხვის, დემონსტრირების, ანლიზისა და გარდაქმნის კომპიტერული საშუალებაა.
  3. კარტოგრაფია გეოგრაფიის დარგია, როემლიც შეისწავლის რუკების შექმნის და გამოყენების შესახებ.
  4. მასშტაბი – შემცირების ხარისხია. იგი გვიჩვენებს , თუ რამდენჯერაა შემცირებული რუკაზე გეოგრაფიული ობიექტები.
  5. GPS გლობალური პოზიციონირების სისტემა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი  გეოგრაფიული ობიექტის კოორდინატების ზუსტი განსაზღვრა.
  6. მოსახლეობის სიმჭიდროვე – მცხოვრებთა რაოდენობა ერთ კვადრატულ კილომეტრზე. გამოითვლება მოსახლეობის რაოდენობის გაყოფით ფართობზე.
  7. ოიკუმენე (ეკუმენე) – ხმელეთის ის ნაწილი, რომელიც ძველი ბერძნების წარმოდგენით, დასახლებული იყო ადამიანებით. ბერძნულად ,,ოკიეო” ნიშნავს – ვბინადრობ, დავასახლებ.
  8. მოსახლეობის დინამიკა – მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში.
  9. ბუნებრივი მოძრაობა არის სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის დროის ერთეულში.
  10. მექანიკური მოძრაობა არის  სხვაობა ჩამოსულ და წასულ მოსახლეობას შორის დროის ერთეულში.
  11. შობადობის კოეფიციენტი არის მოცემულ ტერიტორიაზე ერთი წლის განმავლობაში ახალშობილთა რიცხვი მოსახლეობის ყოველ 1000 მცხოვრებზე გაანგარიშებით. გამოისახება პრომილეებით ( º⁄οο)
  12. მოსახლეობის მიგრაცია – მოსახლეობის გადაადგილებაა საცხოვრებელად დროებით ან მუდმივად ერთი ადგილიდან მეორეში.
  13. ემიგრაცია მოქალაქეთა გადასახლებაა თავისი სამშობლოდან სხვა ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა მიზეზებით.
  14. იმიგრაცია უცხოელთა შესვლა ამა თუ იმ სახელმწიფოში მუდმივ საცხოვრებლად.
  15. ერტობლივი ეროვნული პროდუქტი (ეეპ) არის ერთი წლის მანძილზე როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულება.
  16. ერთობლივი შიდა პროდუქტი (ეშპ) არის მხოლოდ ქვეყნის შიგნით წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების საერთო ღირებულება.
  17. აგლომერაცია არის  ერთმანეთთან ახლოს განლაგებული და ეკონომიკურად მჭიდროდ დაკავშირებული დასახლებული პუნქტების ჯგუფი.
  18. პერიურბანიზაცია არის ქალაქის მოსახლეობის კლება, მისი გადასვლა ქალაქის გარეუბნებში ან სოფლად.
  19. ქანქარისებური მიგრაცია არის მოსახლეობის ყოველდღიური გადაადგილების პროცესი  ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში სამუშაოდ ან სასწავლებლად.
  20. მეოცე არის ის რომ არ ინერვიულოთ და ყველაფერი კარგად იქნება გამოცდებზე <3

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]