20 ბიოლოგიური ტერმინი რომლის განმარტებასაც მოგთხოვენ გამოცდაზე III

20 ბიოლოგიური ტერმინი რომლის განმარტებასაც მოგთხოვენ გამოცდაზე III

20 ბიოლოგიური ტერმინი რომლის განმარტებასაც მოგთხოვენ გამოცდაზე III

  1. სომატური უჯრედი – მრავალუჯრედიან ორგანიზმებში არასასქესო უჯრედები.
  2. სომატური მუტაცია – სომატურ უჯრედში მომხდარი მუტაცია
  3. სპერმატოგენეზი – სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესი
  4. სპოროფიტი – დიპლოიდური თაობა, რომელზეც სპორები წარმოიქმნება.
  5. ტრანსდუქცია – ფაგის საშუალებით ერთი ბაქტერიის გენების გადატანა მეორე ბაქტერიაში.
  6. ტრანსკრიპცია – მ-რნმ-ის სინთეზი დნმ-ის მატრიცაზე.
  7. ტრანსლაცია – მ-რნმ-ის მატრიცაზე პოლიპეპტიდური ჯაჭვის სინთეზის პროცესი.
  8. ტრისომია – ქრომოსომულ ნაკრებში არის ერთი ზედმეტი ჰომოლოგიური ქრომოსომა.
  9. ტრიპლეტი – ნუკლეინის მჟავებში თანმიმდევრულად განლაგებული სამი ნუკლეოტიდის ერთობლიობა.
  10. ფოტოპერიოდიზმი – ორგანიზმის რეაქცია დღის ხანგრძლივობაზე.
  11. ქრომატიდი – ქრომოსომის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ორჯაჭვიანი დნმ-გან შედგება.
  12. ქრომოსომა – უჯრედული ბირთვის კომპონენტი, რომელიც წარმოადგენს მემკვიდრეობითი ინფორმაციის მატარებელს.
  13. ქრომოსომული აბერაციები – ქრომოსომის სტურქტურაში მომხდარი ცვლილებები.
  14. შეჭიდულობის ჯგუფი – ერთ ქრომოსომაში განლაგებულ გენთა ერთობლიობა.
  15. წერტილოვანი მუტაცია – გენში ერთი წყვილი ნუკლეოტიდის შეცვლა.
  16. ჰერმაფროდიტიზმი – ორსქესიანობა.
  17. ჰიბრიდი – ორგანიზმი, რომელიც მიღებულია გენეტიკურად  ნაირგვარი მშობლიური ფორმების შეჯვარების შედეგად.
  18. ჰომოგამეტური – სქესი, რომელიც შეიცავს ერთნაირ სასქესო ქრომოსომებს  და ერთი ტიპის გამეტებს წარმოქმნის.
  19. ჰომოზიგოტა – დიპლოიდი ორგანიზმი, რომლის ჰომოლოგიური ქრომოსომები შიცავენ  ამა თუ იმ გენის ერთნაირ ალელებს და წარმოქმნის  ერთი ტიპის გამეტებს.
  20. ჰომოლოგიური ქრომოსომები – წყვილი ქრომოსომები, რომლებიც მსგავსნი არიან მორფოლოგიური ნიშან-თვისებების მიხედვით და შეიცავენ გენების ერთნაირ კომპლექტს.

თქვენი online რეპეტიტორი