1921 წელი ... 24 თებერვალი ... იუნკერთა ბოლო ბრძოლა ...

1921 წელი … 24 თებერვალი … იუნკერთა ბოლო ბრძოლა …

გამთენიისას რუსების არტილერიამ გახსნა მასირებული ცეცხლი ტაბახმელას ფრონტის 9-ვე სანგრის მიმართულებით … ცენტრში N2 და N3 პოზიციებზე იდგნენ ახალწვეული ნაცვლები (სამხედრო სკოლის კურსანტები), მათ უკან მაშველში იმყოფებიდა იუნკეთა ასეული (90 კაცი), ხოლო N4 სანგარის იკავებდა არმიის I ბატალიონი, რომლის უკან ლეიტენანტ მესხიშვილის ბატარეა იდგა. რუსებმა დაიწყეს ფრონტალური იერიში და გავეშებით მოიწევდნენ წინ, რამდენჯერმე ძალიან ახლოს მოვიდნენ სანგრებთან, მაგრამ უკუაგდეს. პერეფორმირების და მაშველი ჯარებით შევსების შემდეგ იერიშები ხელახლა იწყებოდა. ნისლმა და კვამლმა დაფარა ბრძოლის ველი, ერთმანეთში ირეოდა რუსული “ურა” და ქართული “ვაშა”, ჯანღში ელავდა არტილერიის გასროლები და აფეთქებების ალი ანათებდა გარემოს.
რუსები იბრძოდნენ განსაკუთრებული ფანატიზმით, არ ერიდებოდნენ დანაკარგებს და ტალღა-ტალღა ასკდებოდნენ ქართულ პოზიციებს. შეტევაში ჩაება რუსების ელიტარული ნაწილი, ბაქოდან სპეციალურად ამ ბრძოლისთვის გამოწვეული აღმოსავლეთ კურსანტთა ბრიგადა. კურსანტებმა შუადღისას შეძლეს I ბატალიონის გააფთრებული წინააღმდეგობის დაძლევა და შეიჭრნენ N4 პოზიციაზე, ფრონტი შუაზე გაიხლიჩა. გაბატონებული სიმაღლიდან მათ შემაჩნიეს 400-500 მეტრში მდგარი მესხიშვილის ბატარეა და “ურას” ღრიალით დაიძრნენ მათკენ. სამხედრო სკოლის აღზრდილმა მესხიშვილმა შემოიკრიბა არტილერისტები და ბოლო ზალპის შემდეგ ხმლით ხელში მიეჭრა მოიერიშე კურსანტებს. ბრძოლში გართულებმა ვერ შემაჩნიეს იუნკერთა მანევრი, რომლებმაც წინასწარ დატოვეს საფარი და ბატარეასთან ახლოს ფარულად დაიკავეს ხაზი. არტილერისტების უკან გაისმა მძლავრი “ვაშა” და ერთმანეთს ხელჩართულ ბრძოლაში შეება ქართული და რუსული სამხედრო სკოლის დანაყოფები. ყველაფერი ერთმანეთში აირია … წითელი ელვა დაჩრდილა შინდისფერმა დროშამ … რუსებმა ვერ გაუძლეს ხელჩართულს და გაიქცნენ N4 სანგრისკენ.
გაფანტულ მტერს წამოეშველა ტყვიამფრქვევი, რომელმაც ცეცხლი გაუხსნა მოიერიშე იუნკრებს, დაყოვნება არ შეიძლებოდა, მესამე ოცეულის მეთაური კაპიტანი ჩოჩუა პირველი არბოდა სიმაღლეზე, მაგრამ დაჭრილი დაეცა. ფლანგიდან დაწინაურდა ცნობილი ფეხბურთელი და იუნკერი შალვა ერისთავი, რომელმაც ხიშტით მოკლა სანგრიდან შემოგებებული ოფიცერი, ჩააჩუმა ტყვიამფრქვევი და იქვე დაეცა ტყვიებით დაცხრილული. ამ ხელჩართულ შეტაკებაში დაიღუპნენ იუნკრები ოთარ ლორთქიფანიძე, იოსებ ჯანდიერი და დაიჭრა 15 იუნკერი.
რუსები გადაჯგუფდნენ და დაღამებამდე ცდილობდნენ ფრონტის გარღვევას. რთულ უბნებში მებრძოლ, კონტრშეტევებში მყოფ იუნკრებს დაეჭრათ ყველა ოცმეთაური (შავდია, ჩოჩუა, ხოშტარია) და 35 იუნკერი. დაღამებისას ბრძოლა ჩაწყნარდა … რუსები დაეშვნენ სოფლებისკენ …
სამხედრო სკოლის მეთაური ჩხეიძე: “ბოლშევიკებმა ყველაფერი გადმოისროლეს ბრძოლაში. გამწარებულად და უშიშრად მოიწევდენ წინ და კვდებოდენ, მაგრამ ყველა მათი მქუხარედ მოვარდნილი ტალღა იმსხვრეოდა ტაბახმელის გმირთა მკერდზე ისე, როგორც ზღვის ტალღები პიტალო კლდეზე. დღე იქცა ისტორიულად, გადამწყვეტ ჭიდილში ჩვენ გავიმარჯვეთ. გამარჯვება იყო სრული!
როდესაც სიბნელემ მოიცვა არე, ბოლშევიკები ტაბახმელას მოშორდენ. ტფილისთან ჩვენ მოვიგეთ რვა დღის განმავლობაში გათამაშებული ყველა ბრძოლა, უსწორო პირობებში, ჩვენზე უძლიერესი მტრის წინააღმდეგ, რომელიც მუდამ წელში იმართებოდა ახალ-ახალი მაშველი ჯარებით და ეს გააკეთა ჩვენმა ჯარმა, რომელიც ხრამიდან მტერს ბრძოლაში გამოექცა. მოწინააღმდეგის პირველ დაკვრისთანავე ერთიანად დაიმტვრა, როგორც მორალურად, აგრეთვე ფიზიკურად და ტფილისთან მოსვლამდე გაიფანტა”

დგებოდა 25 თებერვალი … შინდისფერი დროშა ჯერ კიდევ ამაყად ფრიალებდა ტაბახმელას ფრონტზე …

1901663_587400208019184_1828219450_n

იუნკერი შალვა ერისთავი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1920514_587400214685850_456585870_n

სამხედრო სკოლის მეთაურის პოლკოვნიკ ჩხეიძის სექმა. 24 თებერვლის შეტაკება.

 

1898192_587400221352516_917453830_n

სიმაღლე 1045 იტო პოზიცია N4. ხელჩართული ბრძოლა გაიმართა გზის ბოლოს.

1620403_587400198019185_1344329032_n

სიმაღლე 1045. პოზიცია N4.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: პაატა გიგაური (გენ. მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონის თანადამფუძნებელი)

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]