ჰიდროსფერო

ჰიდროსფერო

1. დედამიწის წყლის გარსს ჰიდროსფერო ეწოდება.
2. დედამიწაზე არსებული წყლის რაოდენობა არ იცვლება და საშუალოდ დაახლოებით 1,34 მლრდ. კმ³-ს შეადგენს.
3. ყველაზე მეტ წყალს მსოფლიო ოკეანე აორთქლებს. ტენის დიდი ნაწილიც, ატმოსფერული ნალექების სახით, კვლავ ოკეანეს უბრუნდება. ამას წყლის მცირე ბრუნვა ეწოდება.
4. ატმოსფერული ნალექების ნაწილი ხმელეთის ზადაპირზე მოდის, ისევ ორთქლდება და ატმოსფეროს უბრუნდება. მეორე ნაწილი კი მდინარეებს, წყალსაცავებსა და მიწისქვეშა წყლებს ასაზრდოებს. საბოლოოდ ხმელეთზე ოკენაიდან ჰაერის დინებებით მოტანილი ტენი კვლავ ოკეანეს უბრუნდება. ამას წყლის დიდი ბრუნვა ეწოდება.
5. მსოფლიო ოკეანეს დედამიწის ზედაპირის თითქმის 3/4 ნაწილი (361 მლნ კმ² ანუ 71%) უჭირავს და ჰიდროსფეროს წყლების 96,5%-ს (1,34 მლრდ კმ³) მოიცავს.
6. ატლანტის ოკეანე სიდიდითა და სიღრმით მეორეა დედამიწაზე. მისი ფართობი 91,6 მლნ კმ²-ია, მაქსიმალური სიღრმე კი 9220 მ.
7. ჩრდ. ყინულოვანი (არქტიკული) ოკეანე ყველაზე პატარა და ცივია. მისი ფართობი 13 მლნ კმ²-ია, მაქსიმალური სიღრმე კი 5450 მ.
8. წყნარი ოკეანე ფართობით ყველაზე დიდია (169 მლნ კმ²) და მსოფლიო ოკეანის თითქმის ნახევარი უკავია. ეს ოკეანე სიღრმითაც გამოირჩევა: დედამიწის ყველაზე ღრმა ადგილი -მარიანის ღრმული (11 034 მ) სწორედ წყნარ ოკეანეშია.
9. სამხრეთის ანუ ანტარქტიდული ოკეანის ფართობი 20,3 მლნ კმ2-ია, მაქსიმალური სიღრმე კი 7325 მ.
10. ინდოეთის ოკეანის ფართობი 73,6 მლნ. კმ²-ია, მაქსიმალური სიღრმე კი 7725 მ.

=> საინტერესოა: მდინარე

11. ატლანტის ოკეანის ფსკერზე მერიდიანულად, დაახლოებით 17000 კმ-ზე, კუნძულ ისლანდიიდან ს.გ 580-მდე შუა ატლანტიკური ქედია გადაჭიმული.
12. ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში ცენტრალური ქვაბულია, რომლის მაქსიმალური სიღრმე 5450 მეტრია (ნანსენის ქვაბული).
13. სამხრეთის ოკეანეში ყველაზე ღრმა ადგილი სამხრეთ სანდვიჩის ღრმულია – 7325 მ.
14. სამხრეთ ოკეანეში ანტარქტიდის ნაპირებთან 13 ზღვაა.
15. მდებარეობის მიხედვით არსებობს შიდა და განაპირა ზღვები. განაპირა ზღვები ხმელეთში მხოლოდ ერთი მხრიდანაა შეჭრილი და თავისუფლად უერთდება ოკეანეს. შიდა ზღვები კი ხმელეთში ღრმადაა შეჭრილი.
16. სრუტე წყლის შედარებით ვიწრო სივრცეა, რომელიც ერთმანეთისგან ყოფს ხმელეთის უბნებს და აერთებს ზღვებსა და ოკეანეებს.
17. შედარებით მცირე ფართობის ხმელეთს, რომელიც ყველა მხრიდან წყლით არის შემოსაზღვრული, კუნძული ეწოდება. ისინი სამ ჯგუფად იყოფა: კონტინენტური, ვულკანური, მარჯნის.
18. მარჯნის პოლიპებისგან წარმოშობილ ნალისებური ფორმის კუნძულებს ატოლებს უწოდებენ.
19. წარმოშობით და აგებულებით მსგავს, ერთმანეთისგან მცირე მანძილით დაშორებულ კუნძულთა ჯგუფს არქიპელაგი ეწოდება.
20. ხმელეთის ნაწილს, რომელიც სამი მხრიდან წყლითაა შემოსაზღვრული, ერთი მხრიდან კი ხმელეთს უერთდება, ნახევარკუნძული ეწოდება.
21. მსოფლიოში ყველაზე გრძელია მოზამბიკის სრუტე (1760 კმ), ყველაზე განიერი კი დრეიკის (1120 კმ) სრუტე.
22. კონტინენტებს სანაპიროების გასწვრივ წყლის ზედაპირიდან 200 მეტრამდე კონტინენტური მეჩეჩი (შელფი) მიუყვება.
23. ოკეანის ფსკერზე არსებულ 6000 მ და მეტი სიღრმის მქონე უბნებს ღრმულებს უწოდებენ.
24. ოკეანის სიღრმეების გასაზომად ხელსაწყო ექოლოტს იყენებენ.
25. ზღვის წყლის მარილიანობას პრომილეობით (რიცხვის მეათასედი ნაწილი) ზომავენ და 0/00-ით გამოსახავენ.
26. ნაპირთან მიახლოებისას ტალღის სიჩქარე მცირდება, სიმაღლე იზრდება და წარმოიქმნება ზვირთი. იგი დიდი სიჩქარით ეჯახება ნაპირს. ამ მოვლენას ზვირთცემას უწოდებენ.
27. ზღვის ტალღების მიერ სანაპიროს დანგრევას აბრაზია ეწოდება.
28. მსოფლიო ოკეანეში წყლის დონეთა პერიოდულ რყევას მიქცევა-მოქცევა ეწოდება. მიმოქცევები დღე-ღამის განმავლობაში ორჯერ ხდება (ორი მოქცევა და ორი მიქცევა).
29. დედამიწაზე ყველაზე მაღალი მოქცევის ტალღები ფანდის ყურეში (ჩრდილოეთი ამერიკა, კანადა) იცის. აქ მისი სიმაღლე 18 მ-ს აღწევს.

=> საინტერესოა: ბიოსფერო და ბუნებრივი რესურსები
30. წყლის მასების გადაადგილებას უზარმაზარი ნაკადების სახით, რომელთაც გარკვეული მუდმივი მიმართულება აქვთ, ოკეანის (ზღვის) დინებები ეწოდება.
31. დინებები, რომლებიც ეკვატორიდან უფრო მაღალი განედებისკენ მიემართება, თბილი და რუკაზე წითელი ისრებითაა აღნიშნული.
32. დინებებს, რომლებსაც ეკვატორისკენ ცივი წყალი მიაქვთ, ცივ დინებებს უწოდებენ. ისინი რუკაზე ლურჯი ისრებითაა აღნიშნული.
33. ოკეანურ დინებებს შორის ყველაზე დიდია დასავლეთის ქარების დინება, რომელიც გარს უვლის ანტარქტიდას.
34. გლაციოლოგია მეცნიერებაა მყინვარების შესახებ, რომელიც შეისწავლის მყინვარების წარმოშობას, არსებობისა და განვითარების პირობებს, მათ შემადგენლობას, აგებულებას და ფიზიკურ თვისებებს, გეოგრაფიულ გავრცელებას და გეოგრაფიული გარსის სხვა კომპონენტებთან დამოკიდებულებას.
35. საზღვარს, რომლის ზევითაც მოსული თოვლი გროვდება და ყინულად იქცევა, თოვლის ხაზი ეწოდება.
36. მყინვარი მოძრაობის უნარის მქონე ყინულის მასაა. ზეწრული მყინვარები ვრცელ ტერიტორიებს მოიცავს. მათ აქვთ დიდი სისქე და ამოქნექილი ფორმა და ცენტრალური ნაწილიდან კიდეებისაკენ მოძრაობენ.
37. მთის მყინვარები მაღალი მთის კალთებზე ან ხეობებში ეშვება. თითოეულ მყინვარს აქვს საზრდოობის არე, სადაც ხდება თოვლის დაგროვება. აქედან მყინვარი ქვემოთ ეშვება, მოძრაობისას თხრის და აღრმავებს კალაპოტს, ნაშალი მასალა კი ქვემოთ ჩააქვს.
38. ადგილს, სადაც თოვლი გროვდება და ყინული წარმოიქმნება, მყინვარის აკუმულაციის ზონა ჰქვია; ხოლო ადგილს, სადაც მყინვარი დნება, აბლაციის ზონა ეწოდება.
39. მთის მყინვარებს შორის სიგრძით მსოფლიოში უდიდესია ბერინგის მყინვარი (ალასკაზე, 170 კმ). აღსანიშნავია აგრეთვე მინვარი ფედჩენკო (პამირზე, 77 კმ). საქართველოში ყველაზე დიდი მყინვარია ლეხზირი (კავკასიონზე, 11,2 კმ, ფართობი 35,8 კმ2).
40. დედამიწაზე ყველაზე გრძელია ლამბერტანის მყინვარი ანტარქტიდაში. მისი სიგრძე 515 კმ-ია.

=> გამოსაცდეთ საკუთარი ცოდნა: ტესტები გეოგრაფიაში

41. მიწისქვეშა წყალი დედამიწის ქერქის ზედა ნაწილის ქანებში, ფორმებსა და სიცარიელეებში არსებული წყალია.
42. დედამიწის ამგებ ქანებს შორის ხშირად გვხვდება მარილი, თაბაშირი, კირქვა, რომლებიც წყალში ადვილად იხსნება. ასეთ ადგილებში ჩნდება მიწისქვეშა სიცარიელეები – კარსტული მღვიმეები.
43. ზედაპირულ ფენებში არსებულ მიწისქვეშა წყალს გრუნტის წყალს უწოდებენ. ზოგჯერ მიწისქვეშა წყალი ორ წყალგაუმტარ ფენათა შორისაა მოქცეული და მას ფენათაშორისი წყალი ჰქვია.
44. წყალს, რომელშიც გახსნილია გარკვეული რაოდენობით მარილები და გაზები, მინერალურს უწოდებენ.
45. თუ წყლის ტემპერატურა 20ºC-ს აღემატება, მათ თერმულ წყლებს უწოდებენ.
46. გეიზერი მიწისქვეშა თერმული წყალია. იგი დედამიწის ზედაპირიდან საკმაოდ ღრმად, ვულკანურ არეებში მდებარეობს და მიწისპირზე, როგორც წესი, შადრევანივით იფრქვევა.
47. დედამიწის უგრძესი მდინარეა ნილოსი – 6671 კმ.
48. ტერიტორიას, საიდანაც მდინარე თავის შენაკადებიანად იკრებს წყლებს(საზრდოობს), წყალშემკრები აუზი ეწოდება.
49. მდინარეთა აუზებს ერთმანეთისგა ამაღლებული ადგილები გამოყოფს, რასაც წყალგამყოფი ეწოდება.
50. მდინარის სათავისა და შესართავის წყლის დონეთა აბსოლუტურ სიმაღლეებს შორის სხვაობას მდინარის ვარდნა ჰქვია.
51. მდინარის წყლის მოცულობას, რომელიც 1 წმ-ში ცოცხალ კვეთში გაედინება, მდინარის ხარჯი ეწოდება.
52. წყლის იმ რაოდენობას, რომელიც გარკვეულ პერიოდში მდინარის მოცემულ კვეთში გაედინება, მდინარის ჩამონადენი ჰქვია.
53. დედამიწის ყველაზე მაღალი ჩანჩქერია ანხელი სამხრეთ ამერიკაში (979 მ).
54. ყველაზე მოკლე მდინარეებია: რეპრუა (საქართველო 20 მ), ძიშხა (საქართველო 7 მ), რო-რივერი (აშშ, 61 მ), არილი (იტალია, 84 მ).
55. ტბები არსებობს გამდინარე და გაუმდინარი. გამდინარე ტბების წყალი მტკნარია, გაუმდინარის კი – მლაშე. დედამიწაზე ყველაზე მლაშე ტბაა მკვდარი ზღვა, რომლის წყლის მარილიანობა 270-310 º/οο-ს შორის მერყეობს.
56. შთენილი ტბები ზღვების ნაშთებია. მაგალითად, კასპიის, არალის, პალიასტომის და სხვა.
57. ვულკანური ტბები კი ჩამქრალი ვულკანების კრატერებში მდენარეობს.
58. წყალსაცავი ხელოვნური ტბაა, რომელიც შექმნილია მდინარეზე კაშხლის აგებით.
59. მსოფლიოში ყველაზე დიდია ბრატსკის წყალსაცავი მდინარე ანგარზე. მისი სიგრძეა 500 კმ, სიღრმე – 100მ, ხოლო წყლის მოცულობა -169,3 კმ3.
60. არსებობს ორი სახის ჭაობი: ქვედაური და ზედაური. ქვედაური ჭაობები, შირითადად მიწისქვეშა წყლებით საზრდოობს, ხოლო ქვედაური ატმოსფერული ნალექებით.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი