ჯირკვლები

ორგანიზმის შეთანხმებულ მუშაობას ნერვული და ენდოკრინული სისტემა განაპირობებს. ისინი თავიანთ მოქმედებას მესენჯერებით, ანუ ინფორმაციის გადამტანი ქიმიური ნივთიერებებით ახორციელებენ.

ენდოკრინულს სისტემაში მესენჯერებს ჰორმონები ეწ. ჰორმონები არის ცილოვანი და ცხიმოვანი ბუნების. ჰორმონები აღწევენ სამიზნე ორგანომდე, რომლის მოქმედების შეცვლა მოცემულ ჰორმონს ევალება. ჰორმონის აღქმა სამიზნე ორგანოში ჩაშენებული ცილა-რეცეპტორები უზრუნველყოფენ, იგი ინფორმაციას უჯრედს გადასცემს და შედეგად იცვლება მეტაბოლიზმი (მიმდინარე ქიმიური რეაქციების მიმდევრობა).არსებობს სამი სახის ჯირკვალი: გარეგანი, შინაგანი და შერეული.
გარეგანი სეკრეციის ჯირკვლები ისეთი ჯირკვლებია, რომლებსაც გააჩნიათ სადინარი და გამომუშავებულ ნივთიერებებს გამოყოფენს სხეული ღრუში ან სხეულის ზედაპირზე. (საცრენლე, საოფლე, სარძევე და ა.შ ჯირკვლები)
შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები ისეთი ჯირკვლებია, რომლებსაც არ გააჩნიათ სადინარი და ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ჰორმონებს, გამოყოფენ უშუალოდ სისხლში. (ფარისებრი, თირკმელზედა, ფარისებრახლო და ა.შ ჯირკვლები)
შერეული სეკრეციის ჯირკველი ისეთი ჯირკვლებია, რომლებსაც გააჩნიათ სადიანი და ასევე ჰორმონებს გამოყოფენ უშუალოდ სისხლში (ჯუჭქვეშა და სასქესო ჯირკვლები.

ფარისებრი ჯირკვალი

ჯირკვლები

ჯირკვლები

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების თიროქსინისა და დიიოდ-თიროქსინის აუცილებელი კომპონენტია იოდი. მათი სამიზნე ჩვენი ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედია და იგი აჩქარებს ორგანიზმის 2 სასიცოცხლოდ აუცილებელ მეტაბოლურ პროცესებს: ნახშირწყლების დაჟანგვასა და ცილების სინთეზს. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია (შესუსტებული გამოყოფა) იწვევს ჰიპოთირეოდიზმს ანუ მიქსედემას. ამ დროს სხეულის ტემპერატურა დაბლა ეცემა, გულის შეკუმშვათა რიცხვიც შემცირებული, ნერვული სისტემა მოდუნებულია, გამოხატულია ძილიანობა და ჭარბი წონა. ფარისებრი ჯირკვალი ზომაში გადიდებულია. ჰიპოთირეოდიზმის ერთ-ერთი ნიშანი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებაა. ამას ჩიყვს უწოდებენ, მისი წარმოქმნა იოდის ნაკლებობას უკავშირდება, რის გამოც თიროქსინი ვერ სინთეზდება. ამას ფარისებრი ჯირკვალი ზომაში გადიდებით პასუხობს, რათა თიროქსინის გამოყოფა გაძლიერდეს მაგრამს ეს არაეფექტურია, რადგან სისხლში იოდი არ არის . ენდემური ჩიყვი მაღალმთიანმ რაიონებში ჭარბობს, რადგან საკვები არ შეიცავს იოდს (ზღვის პროდუქტები).

ბავშვობის ასაკში ჰიპოთირეოდიზმი იწვევს დაავადება კრეტინიზმს. ხდება ზრდის შეფერხება და გონებრივი ჩამორჩენა. გონებრივი განვითარება 2 წლის ბავშვისა აქვთ. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია(გაძლიერებული გამოყოფა) იწვევს დაავადება ჰიპერთირეოდიზმს ანუ ბაზედოვის დააცვადებას. ტემპერატურა მაღალია და გულის შეკუმშვათა რიცხვი მაღალია, ნერვული აგძნებადობა, ჭარბოფლიანობა, უძილობა, ასევე არაბუნებრივად წინ გამოწეული თვალები, ფარისებრი ჯირკვლის გადიდება. ჰიპერთირეოდიზმის დროს ჩიყვის წარმოქმნა იმით აიხსნება, რომ ჯირკვლის უჯრედების სწრაფი ზრდა ხდება და სისხლში დიდი რაოდენობით თიროქსინი გამოიყოფა. მკურნალობა ხდება რადიოაქტიური იოდით ან ჯირკვლის ნაწილობრივი ამოკვეთით.

ფარისებრახლო ჯირკვალი

ჯირკვლები

ჯირკვლები

ფარისებრი ჯირკვლის უკანა ზედაპირზე 4 პატარა ზომის ფარისებრახლო ჯირკვალია მოთავსებული. პარათჰორმონი ფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონია, რომლიც სისხლში კალციუმის მუდმივობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, რაც ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის მუშაობისთვისაა მნიშვნ. პარათჰორმონი სისხლში კალციუმის ნაკლებობისას გამოიყოფა და 3 სამიზნე ორგანოს – ძვალს, ნაწლავებს, და თირკმელებს ატყობინებს. რეცეპტორები აღიქვამენ სისგნალებს და საპასუხოდ ნაწლავებსა და თირკმელში გააქტიურდება Ca შეწოვის პროცესი. ძვალში კი სპეციალური უჯრედები კალციუმის ფოსფატის დაშლასა და კალციუმის სისხლში გამოთავისუფლებას იწყებს. ფარისებრახლო ჯირკვლის ჰიპოფუნქციის დროს სისხლში კალციუმის ნაკლებობაა. ნერვებისა და კუნთების აგზნებადობა იმადებს და კუნთების უმნიშვნელო გაღიზიანებაზე კრუნჩხა ვითარდება. ჯირკვლის სიმსივნის დროს ძვლების დემინერალიზაცია, ანუ გამოფიტვა მიმდინარეობს და ძვალი ისეთი სუსტი ხდება, რომ უხერხული მოძრაობითაც შეიძლება გატყდეს.

კუჭქვეშა ჯირკვალი

ჯირკვლები

ჯირკვლები

კუჭქვეშა ჯირკვალი შერეული სეკრეციის ჯირვალია. მისი გარესეკრეტორული ფუნქცია საჭმლის მონელებაში გამოიხატება, შიდასეკრეტორული ფუნქცია კი ასეთია: ის გამოიმუშავებს 2 ჰორმონს, რომლებიც ანტაგონისტურია (ანუ ერთმანეთის საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ), ინსულინსა და გლუკაგონს, რომლეთა მთავარი ფუნქცია სისხლში გლუკოზის კონტროლია.
ინსულინი გამომუშავდება მაშინ, როდესაც სისხლში გლუკოზის მაღალი კონცენტრაციაა. იგი ააქტიურებს გლუკოზის გლიკოგენად გარდაქმნას, ასევე გლუკოზის წვის პროცესს. აადვილებს კუნთებსა და ღვიძლში გლუკოზის შეწოვის პროცესს. აძლიერებს ცილებისა და ცხიმების სინთეზსს, ყოველივე ამისა სისხლში გლუკოზის რაოდენობა მცირდება. გლუკაგონი მოქმედება საწინააღმდეგოა.

როდესაც კუჭქვეშა ჯირკვალი ინსულინს ვერ ასინთეზებს, ვითარდება დაავადება დიაბეტი. ორგანიზმში იქმნება პარადოქსული მდგომარეობა: სისხლში უამრავი გლუკოზაა, მაგრამ ქსოვილებისთვის მიუწვდომელია და ისინი შიმშილს განიცდიან. დიაბედით დაავადებული: 1. გამხდარია, რადგან ცხიმები არ სინთეზდება.
2. დაუძლურებულია, რადგან ცილები არ სინთეზდება.
3.აწუხებს წყურვილი გრძნობა რადგან სისხლში იმატებს ოსმოსური წნევა.
არსებობს შაქრიანი დიაბედის მეორე ფორმა, რომლის დროსაც ინსულინი ნორმალურად გამოიყოფა, თუმცა ცილა-რეცეპტორები ინსულინის მიმართ უგრძნობია და დაყრუებულია.

თირკმელზედა ჯირკვალი

ჯირკვლები

ჯირკვლები

თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის ჰორმონი ადრენალინია, რომელსაც შიშისა და მრისხანების ჰორმონს უწოდებენ. ადრენალინი ფუნქცია ორგანიზმის თავდაცვითუნარიანობის გაზრდაა. მრავალი სამიზნე ორგანო და მრავაკნაირი ფუნქცია აქვს:

  • გული: გულის შეკუმშვათა რიცხივს გაძლიერება, რის გამოც კუნთებს დიდი რაოდენობით სისხლი მიეწოდება.
  • ღვიძლი: გლიკოგენს გარდაქმნის გლუკოზად, სისხლი გლუკოზითაა მომარაგებული და კუნთებს ენერგიით ამარაგებს.
  • ფილტვი: აფართოებს ბრონქიოლების სანათურს და სისხლი ჟანგბადით მარაგდება და კუნთებისკენ მიდის.
  • ცხიმოვანი ქსოვილი: ხელს უწყობს ცხომების დამშლელი ფერმენტების აქტივობას და უჯრედს ენერგიით ამარაგებს.
  • კანი: ავიწროვებს სისხლძარღვებს. კანი ფითრდება. თავდაცვითი მნიშვნელობა ისაა, რომ ჭრილობისას სიხლი ნაკლები რაოდენობით დაიკარგება.
  • ნაწლავები: თრგუნავს კუჭისა და ნაწლავების პერისტალტიკას. თითქოს სტრესულ სიტუაციაში ორგანიზმს შაჭმლის მონელებისთვის არ სცალია.

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ჰორმონებს კორტიკოსტეროიდებს უწოდებენ. მთავარი ფუნქციაა წყლისა და მინერალური მარილების, ასევე ორგანულ ნაერთთა ცვლა. ისინი მეტაბოლიზმის კონტროლს ახორციელებე.

ალდოსტერონების ზეგავლენით Na+ აქტიურად გადაიტანება ნეფრონის მილაკებიდან ქსოვილურ სითხეში. პარალელურად ძლიერდება K+ის გადასვლა ქსოვილური სითხიდან ნეფრონის მილაკებში.

გლუკოკორტიკოსტეროიდები მონაწილეობენ ორგანული ნაერთების (ცილა ცხიმი ნახშირწ.) მეტაბოლიზმში.

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქშივე გამომუშავდება ზოგიერთი სასქესო ჰორმონი.

სასქესო ჯირკვლები

სასქესო ჯირკვლები შერეული სეკრეციის ჯირკვლებია. ინისი გამოიმუშავებენ ქალისა და მამაკაცის სასქესო ჯორმონებს.

ანდროგენები მამაკაცის სასქესო ჰორმონებია, რომლებიც სათესლე ჯირკვლები გამოყოფს. მათი სამიზნე ორგანოები და ფუნქციებია:

  • ჩონჩხი: მიმდინარეობს ჩონჩხის გაძლიერებული ზრდა. სხეული მამაკაცისთვის დამახასიათებელ ფორმებს ღებულობს – მენჯი ვიწროა, მხრები განიერი.
  • ფარისებრი ხრტილი: ფარისებრი ხრტილი იზრდება და ბიჭებს ხმა უბოხდებათ.
  • კუნთები: ინტენსიურად იზრდება კუნთების მასა.
  • კანი: სახესა და ტანზე მატულობს თმიანობა
  • თავის ტვინი: ბიჭები ადვილად აგწნებადები და აგრესიულები ხდებიან. ჩნდება ლტროლვა საპირისპირო სქესისადმი და ზომაი მატულობს სათესლე ჯირკვლები სადაც მომწიფებას იწყებს სპერმატოზოიდები.

ესტროგენები ქალის სასქესო ჰორმონებია, რომლებიც საკვერცე, ანუ ოვარიუმი გამოყოფს. მისი სამიზნე ორგანოები და ფუნქციებია:

  • ჩონჩხი, კერძოდ მენჯი: სხეული ქალისთვის დამახასიათებელ ფორმებს ღებულობს. იწყება ცხიმის დაგროცა წელის მიდამოში და ზომაში მატულობს მენჯის ძვლები.
  • სარძევე ჯირკვალი: იზრდება სარძევე ჯირკვლები ზომაში, შესაბამისად მკერდიც.
  • საკვერცხე: საკვერცხეებში მიმდინარეობს კვერცხუჯრედების ჩამოყალიბება.
  • თავის ტვინი: იწყება ლტოლვა საპირისპირო სქესისადმი.

საკვერცხის მეორე ჰორმონია პროგესტერონი. მისი მეშვეობით მიმდინარეობს საშვილოსნოს სისხლძარღვოვანი გარსის ზრდა, რითაც ჩანასახს (განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს) ხელსაყრელი პირობები ექმნება.

ეპიფიზი

ეპიფიზი პატარა, გირჩის ფორმის, თავის ტვინის ზედა დანამატს უწოდებენ. იგი დიდი ნახევარსფეროების ქერქის ზუსტად ცენტრში მდებარეობს. ცხოველებში ეპიფიზი ზამთრის ძილსა და სეზონურ გამრავლებას განაპირობებს. ეპიფიზი გამოიმუშავებს ჰორმონს მელატონინს, რომელიც ადამიანში ძილ-ღვიძილის რიტმს არეგულირებს. სხვა ჰორმონების ზემოქმდებით იგი თრგუნავს სქესობრივ მომწოფებას და ხელს უშლის სიმსივნეების განვითარებას. ეპიფიზი ჰორმონ მელატონინს სიბნელეში დიდი რაოდენობით გამომუშავებს, ხოლო სინათლეში მისი სინთეზი კლებულობს. ამიტომ გვეძინება ღამ-ღამობით. თუ ადამიანი მცირე დროს ატარებს მზეზე და გვიან ღამემდე იმყოფება განათებულ ოთახში, მას ერღვევა მელატონინის ნორმალური გამომუშავება, აწუხებს უძილობა, შიშის შეგრძნება და მაღალი არტერიული წნევა.

ჰიპოფიზი

ჯირკვლები

ჯირკვლები

ჰიპოფიზი(ტვინის ქვედა დანამატი) სტრუქტურულად ერთმანეთისგან განსხვავებული წინა და უკანა ნაწილისგან შედგება. ჰიპოფიზის მოქმედება სხვადასხვა ორგანოზე შემდეგია:

  • ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი.
  • თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების მაკონტროლებელი ჰორმონები.
  • პროლაქტინი, რომელიც სარძევე ჯირკვლებს რძის გამოსამუშავებლად ამზადებს.
  • ლიპოტროპინი, რომლიც ასტიმულირებს ცხიმების წვას და მონაწილეობს ენდორფინების გამომუშავებაში.
  • გამოყოფს ოქსიტოცინს და ვაზოპრესინს (თუმცა ჰიპოთალამუსშია დამზადებული)
  • გამოყოფს სომატოტროპინს, რომლის გავლენით უჯრედები მრავლდება და იზრდება.

სომატოტროპინი ზრდის ჰორმონია. მისი შესუსტებული გამოყოფა ანუ ჰიპოფუნქცია ბავშვობის ასაკში იწვევს დაავადება ნანიზმს, ანუ ჯუჯობას.
სომატოტროპნის გაძლიერებული გამოყოფა, ანუ
ჰიპერფუნქცია, ბავშვობის ასაკში იწვევს დაავადება გიგანტიზმს. ამ დროს სიმაღლემ შეიძლება 2,5 მეტრს გადააჭარბოს.
სომატოტროპინის ჰიპერფუნქცია ზრდასრულ ასაკში იწვევს
აკრომეგალიის დაავადება. ამ დროს ხდება სხეულის ნაწილების (მაგ.ცხვირი, ტერფი) არაპროპორციული ზრდა.

ოქსიტოცინის ზეგავლენით იწყება საშვილოსნოს კუნთების ძლიერი შეკუმშვა და ნაყოფი დედის ორგანიზმიდან გარეთ განიდის. იგი ორმოცკვირიანი განვითარების შემდეგ გამოიყოფა. ასევე ოქსიტოცინი უზრუნველყოფს სარძევე ჯირკვლების შეკუმშვას და რძის გამოსვლას დვრილებიდან.
ვაზოპრესინი აკავებს შარდის გამოყოფას.

ჰიპოთალამუსი

ჰიპოთალამუსი არის ცენტრალური ჯირკვალი, რომლის დაქვემდებარებაში ჰიპოფიზი. ჰიპოთალამუსის ჰორმონებს შეუძლია დაბლოკოს ან გაააქტიუროს ჰიპოფიზის მუშაობა. ეს ჰორმონები ჰიპოფიზში ჰიპოთალამუსის ნეირონების აქსონებიდან ხვდება. ამას გარდა ოქსიტოცინი და ვაზოპრესინი, რომელსაც ჰიპოფიზის უკანა ნაწილი გამოჰყოფს ჰიპოთალამუსშია დამზადებული. იგი მთავარი დამაკავშირებელი რგოლია ნერვულსა და ენდოკრინულ სისტემას შორის.
ჰიპოთალამუსი ჩვენი ორგანიზმის ემოციური ცენტრია. ის აკონტროლებს განწყობას, ქცევას, შემოქმედითობას, არეგულირებს შიმშილისა და წყურვილის შეგრძნებებს მადას. დანაყრების შეგრძნებას ჰიპოთალამუსი განაპირობებს, მაგრამ კუშიდან რეფლექსები 10 წუთის შემდეგ მიეწოდება ჰიპოთალამუსს.

მკერდუკანა ჯირკვალი

ჯირკვლები

ჯირკვლები

მკერდუკანა ჯირკალი, ანუ თიმუსი, მოთავსებულია გულმკერდის ღრუში, მკერდის ძვლის უკან. იგი ინტენსიურად ვითარდება ჩანასახოვან პერიოდში და 3-4 წლის ასაკში. მაქსიმალურ ზომას ის 12 წლის ასაკში აღწევს. შემდეგ კი იგი უკუგანვითარებას იწყებს. თიმუსი მონაწილეობს ორგანიზმის ზრდის პროცესში. მკერდუკანა ჯირკვალში ხდება ახლად წარმოქმნილი ლეიკოციტების ერთ-ერთი სახის, T ლიმფოციტებად იგივე ქილერ ლიმფოციტებად ჩამოყალიბება, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ იმუნიტეტის პროცესში. მკერდუკანა ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებისას ადამიანში თან სდევს გონებრივი ჩამორჩენა, ხოლო ფუნქციის მომატებისას აღინიშნება სუნთქვის დარღვევები და უეცარი სიკვდილი.

 

წყარო: ცუზმერი ანნა გამომცემლობა “თბილისი: განათლება 1982”, ლ.ბურდილაძე “დიოგენე”,  ნ.ზაალიშვილი გამომცემლობა “ტრიასი”

მოგვაწოდა რომეო ქებულაძემ

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]