ცილის ბიოსინთეზი, ტრანსლაცია

ცილის ბიოსინთეზი, ტრანსლაცია

ცილის სინთეზი რიბოსომებში ხდება. 

რიბოსომა რიბოსომული რნმ-ის რამდენიმე მოლეკულისა და რამდენიმე ათეული სხვადასხვა რიბოსომულიცილისაგან შედგება.

ტრანსლაცია ცილების პოლიპეპტიდური ჯაჭვების ბიოსინთეზია, რაც ხორციელდება დნმ-ს და რნმ-ს მოლეკულების ურთიერთმოქმედებით და საინფორმაციო (მატრიცული), სატრანსპორტო რნმ-სა და რიბოსომების მონაწილეობით.

ტ-რნმ-თან ამინომჟავის დაკავშირებას ამინომჟავის აქტივაცია ეწოდება.

ი-რნმ-ის ჯაჭვის დასაწყისში არის ტრიპლეტი ,რომელსაც რიბოსომის დამაკავშირებელი საიტი ეწოდება, მის შემდეგ არის ტრიპლეტი – სტარტ-კოდონი, საიდანაც იწყება ტრანსლაცია, ჯაჭვის ბოლოში არის ტრიპლეტი –   სტოპ-კოდონი,  რომელიც ტრანსლაციის დამთავრების სიგნალია.

cilissinTEZI

პირველი ეტაპი   ინიციაცია   

  • რიბოსომის მცირე სუბერტეული უკავშირდება მ-რნმ-ის დამაკავშირებელ საიტს
  • ტ-რნმ ამინომჟავა მეთიონინით უკავშირდება სასტარტო კოდონს
  • მ-რნმ-ს  უკავშირდება რიბოსომის დიდი სუბერთეული და წარმოიქმნება მ-რნმ და რიბოსომის კომპლექსი.

მეორე ეტაპი    ელონგაცია   

ეს ეტაპი მრავალჯერ განმეორებული ერთნაირი ციკლისგან შედგება. ყოველი ციკლი სამ ფაზად იყოფა.

  1. პირველ ფაზაში რიბოსომის A უბანში შედის ტ-რნმ შესაბამისი ამინომჟავით. ანტიკოდონსა და კოდონს შორის, მათი კომპლემენტარობის გამო, წარმოიქმნება წყალბადური ბმები, ამინომჟავებს შორის კი, პეპტიდურ-კოვალენტური ბმა.
  2. მეორე ფაზაში პეპტიდური ჯაჭვი დაგრძელდება ერთი ამინომჟავური რგოლით (ამ შემთხვევაში დიპეპტიდი წარმოიქმნება) და გადაიტანება A უბანში მყოფ ტ-რნმ-ზე, ხოლო P უბანში მყოფი ტ-რნმ განთავისუფლდება ამინომჟავური ჯაჭვისაგან.
  3. მესამე ფაზაში რიბოსომა მ-რნმ-ზე გადაადგილდება ერთი ტრიპლეტით, თავისუფალი ტ-რნმ P უბნიდან გამოიდევნება, ხოლო A უბნიდან P უბანში გადადის ტ-რნმ თავისი პეპტიდური ჯაჭვით. A უბანში შედის ახალი ტ-რნმ.
  • ეს პროცესი ციკლურად გრზელდება სტოპ-კოდონამდე.

მესამე ეტაპი     ტერმინაცია   

  • ტერმინალური ანუ სტოპ-კოდონის შესაბამისი ტ-რნმ არ არსებობს, სტოპ-კოდონს უკავშირდება ე.წ. განმათავისუფლებელი ფაქტორი – RF
  • RF P უბნიდან ტ-რნმ-ს გამოაძევებს, რის შემდეგაც ტ-რნმ და პოლიპეპტიდურ ჯაჭვს შორის წყდება კავშირი. თავისუფალი ტ-რნმ გადადის ციტოპლაზმაში.
  • რიბოსომის სუბერთეულები, მ-რნმ და RF სცილდებიან ერთმანეთს.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]