ცილები და ორგანიზმის ნიშან-თვისებები

ცილები და ორგანიზმის ნიშან-თვისებები

გამრავლება არის ყველა ცოცხალი ორგანიზმის ერთ-ერთი ძირითადი თვისება, წარმოქმნას თავისი თავის მსგავსი ახალი ორგანიზმი.

მემკვიდრეობითობა ეწოდება ორგანიზმის თვისებას, შეინარჩუნოს მშობლებისაგან მირებული ნიშან-თვისებები და გადასცეს იგი შთამომავლობას.

ცვალებადობა ეწოდება ორგანიზმის თვისებას, შეიძინოს ამავე სახეობის სხვა ინდივიდთან შედარებით განსხვავებული ნიშან-თვისებები.

გენი მემკვიდრეობითობის ელემენტარულ ფუნქციურ ერთეულს წარმოადგენს, რომელიც ორგანიზმის ცალკეული ნიშან-თვისების შესახებ შეიცავს ინფორმაციას. ნიშან-თვისებაში იგულისხმება ორგანიზმის (უჯრედის) აგებულების, ფიზიოლოგიური, ბიოქიმიური პროცესების თავისებურებები.

ნიშან-თვისებების ფორმირებისთვის, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სპეციფიკური თვისებებისა და ფუნქციის მქონე ცილების სინთეზი.

ცილის სპეციფიკური უმაღლესი ორგანიზაციული დონე დამოკიდებულია მის პირველად სტრუქტურაში ამინომჟავების შემადგენლობაზე, თანმიმდევრობასა და რაოდენობაზე. მასში მომხდარი ცვლილება ცვლის ცილის თვისებებს, მაშასადამე იცვლება ის ნიშან-თვისებები რომელსაც იგი განაპირობებს.

ცილის თვისებები და უნქციები მის პირველად სტრუქტურაზეა დამოკიდებული. ცილის პირველადი სტრუქტურის ამინომჟავურ შემადგენლობასა და თანმიმდევრობაზე ინფორმაციის  მატარებელი გენია.

გენი ლოკალიზებულია ქრომოსომაში.

ქრომოსომა შედგება ცილებისა და დეზოქსირიბონუკლეინის მჟავისაგან (დნმ)

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]