შიგა წყლები - ტბები

შიგა წყლები – ტბები

ევრაზიაში ბევრი ტბაა, რომელიც მდინარეების მსგავსად კონტინენტზე მეტად უთანაბროდ არიან განლაგებული.

  • ჩრდილო-აღმოსავლეთი ევროპის ტბათა უმრავლესობა მყინვარული წარმოშობისაა. მათგან უდიდესია ლადოგის, ონეგის, ბელოეს, ილმენის, ჩუდის, ფსკოვის (რუსეთი) ვეტერნისა და ვენერნის (შვეცია) ტბები. თავისი სილამაზით განთქმულია ჟენევის ტბა ალპებში.
  • კასპისა და არალის ზღვა-ტბები შიგა ჩამონადენის აუზს ეკუთვნის. მათ ოდესღაც კავშირი ჰქონდათ  მსოფლიო ოკეანესთან. ბაიკალის ტბა მსოფლიოში ყველაზე ღრმა კონტინენტური წყალსაცავია. მისი მაქსიმალური სიღრმე 1620 მ-ია. ერთვის 336 დიდი და პატარა მდინარე, გამოედინება მხოლოდ ერთი – ანაგარა, რომელიც ენისეის ერთვის. 
  • კასპიის ზღვა უდიდესი გაუმდინარი წყალსაცავია. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 1200 მ-ზე. მაქსიმალური სიღრმე 1025 მ-ია. უძველესი დროიდან ზღვა განთქმულია ძვირფასი სახის თევზის მოპოვებით. 1924 წლიდან ზღვის ფსკერიდან მოიპოვებენ ნავთობს.
  • შუა აზიაში არის გაუყინავი ისიქ-ქული (,,თბილი ტბა”) და მლაშე ბალხაშის ტბა.
  • კავკასიაში უდიდესია სევანის ტბა(სომხეთი).
  • საქართველოს უდიდესი ტბა ზედაპირის ფართობის მიხედვით ფარავანია (სამცხე-ჯავახეთი).  
  • საქართველოს უდიდესი ტბა სიღრმით რიწის ტბაა (101 მ) (აფხაზეთი).
  • საქართველოს უდიდესი ტბა წყლის მოცულობით ტაბაწყურია.

თქვენი online რეპეტიტორი