ყური

ყური

ყური

ყური

გარემოს აღქმაში დიდი მნიშვნელობა აქვს სმენა. ადამიანის ყური სამი ნაწილისგან შედგება: გარეთა ყური, შუა ყური და შიგნითა ყური.

გარეთა ყური წარმოდგენილია ყურის ნიჟარითა და გარეძთა სასმენი მილით. ყურის ნიჟარა იჭერს ბგერებს და გარეთა სასმენი მილისკენ აგზავნის. გარეთა სასმენი მილისა და შუა ყურის საზღვარზე არის შემაერთებელქსოვილოვანი თხელი მემბრანა – დაფის აპკი, რომელიც ბგერითი ტალღების ზემოქმედებისას ირხევა.

ყური

ნიჟარა

შუა ყური დაფის აპკის უკან მდებარეობს, რომელშიც მდებარეობს სამი სასმენი ძვალი: ჩაქუჩი, გრდემლი და უზანგი. ეს ძვლები ბგერით ტალღებს შიგნითა ყურს გადასცემენ. დაფის აპკი – ჩაჩუქჩს. ჩაქუჩი -გრდემლს. გრდემლი – უზანგს. უზანგი კი -აპკს. სამივე ძვალი ძალიან მცირე ზომისაა. სამივე ერთად 0,15 გრამს იწონის და ცერზა თითზე თავისუფლად მოთავსდებიან. სასმენი ძვლების მეშვეობით რხევის სიგრძე მცირდება, სამაგიეროდ იზრდება მისი ძალა. შუა ყურის ღრუში ჰაერია. იგი ხორხს წვრილი მილით – ევსტაქის ლულით უკავშირდება, ყოველი ყლაპვის დროს ევსტაქის ლულა იღება, რაც იწვევს შუა ყურის ვეტილაციასა და წნევათა გათანაბრებას შუა ყურსა და გარემოს შორის.

შიგნითა ყური საფეთქლის ძვლის სიღრმეში არსებულ ძვლოვან ლაბირინთში მდებარეობს. მას შიგნით აკრავს აპკოვანი ლაბირინთი, რომელიც ზუსტად იმეორებს ძვლოვანი ლაბირინთის ფორმას და ამოვსებულია სითხით. აპკოვანი ლაბირინთი შედგება ლოკოკინას, ნახევრრკალოვანი არხებისა და მრგვალი და ოვალური პარკებისგან.

სმენის რეცეპტორები ლოკოკინაშია მოთავსებული. ოვალური პარკის მემბრანებიდან რხევები აპკოვან ლაბირინთში გადაეცემა. მთრთოლვარე სითხე აღიზიანებს ლოკოკინაში არსებულ რეცეპტორებს და მათ აგზნებას იწვევს. რეცეპტორებიდან აგზნება სმენის ნერვით ნახევარსფეროების ქერქის საფეთქლის წილს გადაეცემა, სადაც სმენის მგრძნობელობითი ზონაა და ბგერის სიხშირისა და სიმაღლის გარჩევა ხდება.

ყური

ყური

ლოკოკინა სპირალურად დახვეული ძვლოვანი არხია, რომელიც სითხითაა ამოვსებული. თითოეული ხვეულის შიგნით მემბრანაა გაჭიმული. მემბრანა სხვადასხვა სიგრძის 24 ათასამდე ძაფისგან შედგება და მათი სიგრძე ფუძიდან მწვერვალისკენ იზრდება. ყველაზე დიდი ზომის 0,5მმ სიგრძისაა. სწორედ მათზეა განლაგებული რეცეპტორები. ძაფები ყველა ერთი ზომის რომ იყოს, მაშინ დაბალ და მაღალ ბგერებს ვერ გაიგონებდა.

სმენის შესუსტება ან დაკარგვა შეიძლება დაკავშირებული იყოს შიგნითა ყურში ბგერების რხევის გადაცემის დარღვევასთან, შიგნითა ყურის რეცეპტორების დაზიანება და აგრეთვე ნახევარსფეროების სმენის ზონაში ნერვული იმპულსების გადაცემის დარღვევასთან. გარეთა სასმენ მილი გამოყოფს წებოვან ნივთიერებას – ყურის გოგირდს. დამცველობითი ფუნქცია აკისრია, რადგან ის აკავებს გარემოდან შემოჭრილ მიკრობებსა და მტვერს.ამ ნივთიერების დაგროვებამ სასმენ მილში სმენის შესუსტება შეიძლება გამოიწვიოს.
სმენის ორგანოს ერთ-ერთი მძიმე დაავადებაა
სასმენი ძვლების უძრაობა-ოტოსკლეროზი. ხშირად სმენის დაკარგვას სასმენ ძვლებში მარილების წარმოქმნაც იწვევს.

შიგნითა ყურში ლოკოკინას გარდა წონასწორობის ორგანო ანუ კარიბჭის აპარატი, ანუ ვესტიბულარული აპარატია. ეს აპარატი შედგება მრგვალი და ოვალური პარკებისა და სამი ნახევარრკალოვანი არხისგან. პარკები სითხითაა ამოვსებული და მათში კირის კრისტალები – ოტოლითებია მოთავსებული. ისინი მუდმივად ეხება გარკვეული სახის რეცეპტორებს. საკმარისია სხეული წონასწორობის მდგომარეობიდან გადაიხაროს, რომ ოტოლითები გადაადგილდება, შეეხება სხვა რეცეპტორებს და წარმოიქმნება აგზნება. აგზნება რეცეპტორებიდან ვესტიბულური ნერვით შუა ტვინამდე აღწევს, იქედან კი საფეთქლის წილებსა დანათხემში არსებულ წონაწორობის ცენტრს გადაეცემა. კარიბჭის აპარატი ტვინს სხეულის სივრცეში მდებარეობის შესახებ აწვდის ინფორმაციას. უზონადობის მდგომარეობაში შინაგანი ორგანოებისა და ვესტიბულარული აპარატის რეცეპტორების მუშაობა ირღვევა, რასაც თან სდებს მხედველობითი ილუზიები. კოსმონავთები სპეციალურად იწრთვნებიან უწონადობის მდგომარეობის შეჩვევისთვის. ისინი აღნიშნავენ, რომ სავარჯიშო შენობის კედლები და ჭერი აქეთ-იქით გარბის.

წყარო: ცუზმერი ანნა გამომცემლობა “თბილისი: განათლება 1982”, ლ.ბურდილაძე “დიოგენე”

მოგვაწოდა რომეო ქებულაძემ

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]