ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა - განხილვა

ფრიდონისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა – განხილვა

– ერთ დღეს მე და ფრიდონი სანადიროდ გავემართეთ. კონცხზე ავედით და ზღვასგადავხედეთ. აქ ერთი საკვირველი ამბავი გადამხდაო, ანაზდად გაიხსენა ფრიდონმა დამიამბო:
– მაშინაც, აი, ამ ცხენზე ვიჯექი, ზღვაში რომ იხვსა ჰგავს, ხმელზე კი შავარდენს, დასანადიროდ მივდიოდი. სწორედ აქ შევჩერდი, გაფრენილ ქორს თვალს ვადევნებდი.მერე ზღვას გავხედე და დავინახე, რაღაც მოცურავდა: შორიდან ოდნავღა ჩანდა,უჩვეულო სიჩქარით მოსრიალებდა, არც მხეცს ჰგავდა და არც ფრინველს.
გავკვირდი, ნეტავ, რა არის-მეთქი. თურმე ნავი იყო, ნაპირისაკენ მოეშურებოდა.მეტადრე “თვალი ამად დავაცეცი, მთვარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშვიდე მასმცა ვეცი!”კუპრივით შავი ორი მონა ამოძვრა და

“ქალი გარდმოსვეს, სისხონი ვნახენ მისისა თმისანი,
მას რომე ელვა ჰკრთებოდა, ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი!
მან განანათლა სამყარო, გაცუდდეს შუქნი მზისანი!

სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა, და-ცა-მლეწა,
იგი ვარდი შემიყვარდა, რომე თოვლსა არ ეხეწა;
დავაპირე შეტევება, ვთქვი: ‘წავიდე მათკე მე, წა'”

ეგებ ჩავუსწრო, ჩემს მერანს რა სულიერი გარდაეხვეწება-მეთქი. ცხენი გავქუსლე,შამბნარი სულ დეზების ცემითა და ლაწა-ლუწით ჩავიჯირითე. მაინც ვერ ჩავუსწარი, “ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა, გამშორვებოდეს, წამსლვოდეს, ამისთვის დავეწვი ალსა”.
– ფრიდონის ნათქვამმა გულს ცეცხლი უარესად შემომინთო. სირცხვილს რაღასდაგიდევდი, ცხენიდან გადმოვიჭერი და ღაწვთაგან დანადენ ჩემსავე სისხლშიმოვითხვარე. მერე ვუთხარი: მომკალი, მირჩევნია, იგი უჩემოდ რად ვის უნდაენახა-მეთქი.
ფრიდონი ამას ჩემგან არ მოელოდა. გაოცებული იყო, მაგრამ ძალზე შევებრალედა “თვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოვა”, შვილსავითმომიალერსა, შემეხვეწა და ცოტათი დამაწყნარა.
ბევრი ინანა, ეს რა წამოვროშეო. მაგას ნუ ნაღვლობ-მეთქი, ვუთხარი, “იგი მთვარე ჩემიიყო, მით მედების ცეცხლი მდაგად”. რაც თავს გადამხდომია, უკლებლივ გიამბობ, რახანმეგობრად გამომჩენიხარ-მეთქი. მართლაც, ავდექი და ვუამბე.
– ჯერ იყო და იმაზე შეწუხდა: ვაიმე, როგორ შევრცხვიო! რას ვიფიქრებდი, რომ შენ,ინდოთა მაღალი ხელმწიფე, ვისაც დიდზე დიდი პატივი გმართებს, ჩემსა იყავმოსულიო?! მერე, ჩემი ამბის მოყოლა რომ დავამთავრე, მომიმტკივნა და მანუგეშა.

“კვლაცა მითხრა: ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს,
მას ლახვარსა მოაშორებს, თუცა პირველ გულსა უხებს,
იგი მოგვცემს წყალობასა მისსა, ზეცით მოგვიქუხებს,
ჭირსა ლხინად შეგვიცვალებს, არაოდეს შეგვაწუხებს”.

– ნამტირალევი დავბრუნდით და სასახლეში განვმარტოვდით. შენ გარდა შემწე ვინამყავს-მეთქი, შევჩივლე, და დიდად მოხარული ვარ, შენ რომ გაგიცან, ვისი მსგავსიცქვეყნად ღმერთს სხვა არავინ მოუვლინებია. თუ შემთხვევა მომეცა, ნახავ, რომ ავიმოყვარე არც მე გყოლივარ-მეთქი, ახლა კი ამასა გთხოვ, ენა და გონება მომაშველე, რამემირჩიე:

“რა მოვაგვარო, რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად?
თუ ვერას ვარგებ, ვიქმნები ვერ-დამყოფელი წამისად”.

– ისეთი ბედნიერება მწვევია, მეტს ვერც ვინატრებდიო, მითხრა მან. შენ რომ მესტუმრე,ეს ჩემთვის დიდი წყალობაა და სამადლობელი რა გაქვს? შენი მონა-მორჩილი ვარ,როგორც გენებოს, ისე მიმსახურეო! მერე კი დასძინა: ამ ქალაქს ვერა ხომალდი გვერდსვერ აუვლის, საცა უნდა მიდიოდეს, და ამიტომ, თუკი რამ უცხო და საკვირველიამბავია, ყველას აქ გაიგონებ, ჩვენც მოვილოდინოთ და “აქა მოგვესმის ამბავი, შენ რომედაუწვავ ალთა”.
ვინ იცის, ესოდენი ჭირ-ვარამი იქნებ ღმერთმა კეთილად გიზღოსო. გამოცდილიმეზღვაურნი გავგზავნოთო, რომ “მოგვინახონ იგი მთვარე”, მათ დაბრუნებამდეროგორმე გაუძელი, ისეთი ჭირი ხომ არა არის რა, ლხინი ვერ მოერიოსო: “ყოლა ჭირი არეგების, თუმცა ლხინმან არ დასძლია”.
– მყისვე მეზღვაურნი იხმო და უბრძანა: ნავებში ჩასხედით და “ზღვა-ზღვა მოიცურვეთ,მოგვინახეთ, საყვარელსა მისსა მისთვის მოასურვეთ”, რაგინდ გასაჭირი შეგხვდეთ, არდაერიდოთ, თავს ნუ დაიზოგავთო. საცა კი ნავსაყუდარი იყო, იქაც ამბის მცნობელნიგაგზავნა: ყველგან ძებნეთ, ეგების რამეს ყური მოჰკრათ და კვალი დაიკვლიოთო.
– ფრიდონი ცდას არ აკლებდა, რომ მეფურ პატივში ვყოლოდი. იმასაც ვერ შერიგებოდა,აქამდე რად არ ვიცოდი, ინდოთა დიდი ხელმწიფე მწვევიხარო. ქებას მასხამდა დამიბოდიშებდა, რა ვქნა, შენი მოსაწონი არა გამაჩნია რაო. ასე გადიოდა დრო. მოლოდინილხინად მეჩვენებოდა, თითქოს აღარც ვიტანჯებოდი, მრცხვენოდა კიდეც, უმისოდ რამემხიარულება-მეთქი.
– რაღა ბევრი გავაგრძელო. საცა კი ვინმე გაგვეგზავნა, ამაოდ დამაშვრალნი დაბრუნდნენ,ვერა გაეგოთ რა, და “მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლა ცრემლნი შეუშრობელნი”.ფრიდონს ვუთხარი: ღმერთია მოწამე, ეს დღე თუ რარიგ მზარავს და გულსმიკლავს-მეთქი. უშენოდ მყოფს დღეც ღამედ მეჩვენება და “დახსნილ ვარ ლხინსაყოველსა”, ამიტომ თქმაც მიჭირს, მაგრამ სხვა გზა არა მაქვს: რაკი მის ამბავს არსაითმოველოდები, მეტს ვეღარ გავჩერდები, ნება მომეცი წავიდე-მეთქი.

“ფრიდონს რა ესმა, ატირდა, სისხლითა მოერწყო ველი,
მითხრა, თუ: ძმაო, დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი!”

მისი ლაშქარი ხომ მუხლმოყრილი მომაწყდა, “მეხვეოდეს, მაკოცებდეს, ატირდეს დაამატირეს”, მეხვეწებოდნენ, ნუ წახვალ და მთელი სიცოცხლე შენი მონა-მორჩილივიქნებითო.
– რა არ იღონეს, რარიგ არ იწუხეს და ივაგლახეს, მაინც ვერას გახდნენ. თქვენი განშორებამეც ძალიან მეძნელება-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ უმისოდ შვება-ლხენა როგორ უნდაავიტანო! ვიცი, თქვენც დიდად გებრალებათ და “ჩემსა ტყვესა ვერ გავსწირავ”, წასვლასნურავინ მიშლით, ამის დაშლა არც იქნება, სულერთია, ვერ დავრჩები-მეთქი.
რა დაინახა, ჩემსას აღარ გადავთქვამდი, აი, მე რომ მყავს, ფრიდონმა ეს ცხენი მიძღვნადა მითხრა: “ჰხედავ, პირი მზისა, თქვენ საროსა ეგეც ხენი”, ვიცი, მეტი არა გინდა რა,ამასთან სხვა ძღვენი რა მოსატანიაო, ახლა შენ იცი და მაგან, ან კი ქება რად უნდა, თავითვითონვე მოგაწონოსო.

“ფრიდონ გამომყვა, წავედით, ორთავე ცრემლნი ვღვარენით,
მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ, ზახილით გავიყარენით.
სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად, არ ენით.
გაზრდილ-გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავნი დავადარენით”.

– იქიდან წამოსულმა კვლავ ბევრი ვძებნე, ზღვა და ხმელი შევაჯერე, გაუსინჯავი არადამრჩენია რა, მაგრამ მის მნახავსაც ვერსად ვერავის შევხვდი და სულმთლადგავშმაგდი, მძვინვარე მხეცს დავემსგავსე. ბარემ მხეცებთან წავალ, იქნებ მათმასიახლოვემ ურვა მომიქარვოს, ამაოდ რაღას დავეძებ-მეთქი, გავიფიქრე.
მერე ასმათსა და მსახურთ ვუთხარი: ვიცი, გაგსაჯეთ და შეგაწუხეთ, თქვენგან დიდისამდურავის ღირსი ვარ, ახლა მაინც წადით, დამტოვეთ, “ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთაცხელთა, თვალთა ჩემთათ მონადენთა”, თავს უშველეთ-მეთქი. ჰაი, რასა ბრძანებო,შეიცხადეს, მაგას ნუ გაგვაგონებ: შენ შემდეგ სხვა პატრონი არამც გვყოლია, შენსნაკვალევზე სიარული ღმერთმა ნუ მოგვიშალოს! ოღონდ კი შენ “გიჭვრეტდეთსაჭვრეტელსა შვენიერსა, სატურფალსა” და მეტი რაღა გვინდაო.
– რაგინდ ხალისიანიც იყო, თურმე უკუღმერთი ბედი ერთობ დუნესა და დაუდევარსგაგხდის. მეც, თუმცა არას დაგიდევდი, მსახურთ მაინც ვუსმინე და ისევ თან ვიახლე.

“მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი,
სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი,
გავიჭერ, სრულად დავტკებნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი”.

ტყე-ღრე მოხეტიალე ამ გამოქვაბულთ წავაწყდი, კლდეში დევებს რომ შეეკაფათ.გულუშიშრად შემოვები და სულ ერთიანად ამოვწყვიტე. წუთისოფლის სიმუხთლესმაინც ვერ ავსცდი: დევებმა მსახურნი დამიხოცეს და მან დამაღონა.
– იმ დღიდან, ძმაო, აქ დავიდევ ბინა და აქ ვიტანჯები. ხან ველად გავიჭრებიგაშმაგებული და მხეცებში გავერევი, “თავსა მათებრვე მხსენები”, ხან ვტირი და გონსავკარგავ. ასმათი შემრჩა მანუგეშებლად, მისთვისვე გულდამწვარი და განაწამები. მასვიგონებ და ერთადერთი ეს მოგონება მასულდგმულებს, ვეფხვის ტყავიც მის გამოამომიჩემებია:

“რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახვს,
ამად მიყვარს ტყავი მისი, კაბად ჩემად მომინახავს”.

თუნდ მთელი ქვეყნის ბრძენთ მოიწადინონ, მას რომ შეჰფერის, ისეთ ქებას ვერა და ვერიტყვიან. ახლა, მის დამკარგავს, სიკვდილის მეტი არა მინდა რა, ღმერთსაც მხოლოდამას ვეხვეწები, სიცოცხლე მომისწრაფე-მეთქი. ეს თქვა და გამწარებულმა:

“პირსა იცა, გაიხეთქა, ღაწვი ვარდი აიხეწა,
ლალი ქარვად გარდიქცია, ბროლი სრულად დაილეწა.”

ავთანდილსაც ტირილი მოერია და წამწამთაგან ცრემლი წანწკარით ჩამოსდიოდა.როგორც იყო, ასმათის ხვეწნა-მუდარამ გაჭრა და ტარიელი დაწყნარდა, მერეავთანდილს მიუბრუნდა: შენ ხომ მაინც “გაამე მე ვერას ვერ ამებულმან”, რომ ჩემიბედკრული ამბავი გიამბე, ახლა კი წადი და, მის ნახვას დანატრებულმა, სატრფოსმიაშურეო.
– უშენოდ რა გამაძლებინებს, – მიუგო ავთანდილმა, – წავალ და, ვიცი, თვალთაგანცრემლიც დამედინება, მაგრამ მალე ხომ ისევ გნახავ. სათქმელი სხვაცა მაქვს, მართალსგკადრებ და ნუ მიწყენ: შენ ვისთვისაც იტანჯები, მაგით იმას არა დაელხინება რა.
გამიგონე, მე უფრო ვატყობ, თუ რა სჯობია შენთვის, “სხვამან სხვისი უკეთ იცისსასარგებლო საუბარი”. ასეა, როცა ექიმი დასნეულდება, თავად რაგინდ კარგიმკურნალიც იყოს, მაინც სხვას უხმობს და ის ეტყვის, `რაცა სჭირდეს სენი ცეცხლთამომდებარი”, და ის მოეშველება.

“რაცა გითხრა, მომისმინე, ბრძენი გეტყვი, არა ხელი:
ასი გმართებს გაგონება, არ გეყოფის, არ, ერთხელი,
კარგად ვერას ვერ მოივლენს კაცი აგრე გულ-ფიცხელი”.

ახლა წავალ და იმას მოვინახულებ, ვის გამოც გაუნელებელი ცეცხლით ვიწვი. მისსიყვარულს შემოვიმტკიცებ და შენს ამბავს ვუამბობ, მეტი ჯერ მე იქ არა მესაქმება რა,უმალვე უკან გამოვბრუნდები. ოღონდ ამასა გთხოვ, არ მიმტყუნო, “ღმერთი იღმრთო,ცაცა იცო, ერთმანერთი არ გავწიროთ, მაფიცო და შემომფიცო”.
თუ იმას შემპირდები, რომ აქედან არსად წახვალ, მეც ჩემს სიტყვას არასგზით არ გავტეხ:ისევ მოვალ და გნახავ, შენთვის სიცოცხლესაც არ დავიშურებ და, თუ ღმერთმა ინება, “ვისთვის ჰკვდები, მისთვის ეგრე არ გატირო”.
– უცხო კაცს ეგრე რამ შეგაყვარა ჩემი თავი, რომ ვეღარ მელევი, როგორც იადონი ვარდს, – უთხრა ტარიელმა, – ღმერთმა ქნას და “ალვა მორჩი, განაზარდი” ისევ მენახო! იცოდე,შენი დავიწყება არ შემიძლია, ჩემი გულიდან ვეღარაფერი ამოგშლის.

“პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს, ტანი იხოს,
გული მინდორს არ გაიჭრეს, არ ირმოს და არცა ითხოს;
თუ გიტყუო, მოგაღორო, ღმერთმან რისხვით გამიკითხოს!
შენმან ჭვრეტა-სიახლემან მომაქარვოს სევდა, მითხოს!”

– ერთხელ კიდევ წრფელი ფიცით შეიფიცნენ ერთურთის სიყვარულით გულანთებულიმეგობრები, ურვისაგან ღაწვთა იაგუნდი რომ ქარვისფრად ქცეოდათ და ბრძენი გონებაგაშმაგებოდათ. ის ღამეც ერთად იყვნენ. რა გათენდა, ცრემლითა და ვაებით გაიყარნენ,დაღვრემილნი და უზომოდ შეწუხებულნი.
ასმათი ავთანდილს შამბნარამდე გამოჰყვა, მუხლმოყრილი მოწიწებით ეხვეწებოდა, “ადრე მოსვლასა ჰვედრებდა, მართ ვითა ია ჭნებოდა”. დაო, უთქვენოდ რაგამაძლებინებსო, უთხრა ავთანდილმა, მალე გინახულებთ, შინ დიდხანს არ დავრჩები,ოღონდ თვითონ არსად წავიდეს და, ფიქრი ნუ გაქვთ, მე არ გაგწირავთო:

“აქათ ორ თვე არ მოვიდე, ვიქმ საქმესა დაუგვანსა,
შეიგენით, მივსცემივარ ჭირსა რასმე თანისთანსა”.

წყარო: http://www.aura.ge/103-sabavshvo/1691-shota-rustaveli–vefxistkaosani-shinaarsi.html

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]