უსქესო და სქესობრივი გამრავლება

უსქესო და სქესობრივი გამრავლება

გამრავლება ყველა ცოცხალი ორგანიზმისათვის არის დამახასიათებელი. იგი ხელს უწყობს სახეობის მიერ ახალი ტერიტორიის ათვისებას, არეალის გაფართოებას, თაობათა შორის კავშირის დამყარებას.

ცოცხალ ორგანიზმებში ორი ტიპის გამრავლებას ვხვდებით : უსქესოს და სქესობრივს. მიუხედავად უსქესო გამრავლების სხვადასხვა ხერხისა, საერთოა ის, რომ უსქესო გამრავლებაში სასქესო უჯრედები არ მონაწილეობს და მხოლოდ ერთი მშობლიური ინდივიდიდან წარმოიქმნება ახალი ორგანიზმი.

სქესობრივ გამრავლებაში სასქესო უჯრედები – გამეტები მონაწილობს. მრავალუჯრედიანი ორგანიზმების უმრავლესობაში უჯრედების ნაწილი დასპეციალიზებულია გამრავლების ფუნქციის შესასრულებლად, გაჩნდა გამრავლების  –  რეპროდუქციული ორგანოები. მათში ვითარდება ჰაპლოიდური გამეტები, რომელთა შერწყმის შედეგად დიპლოიდური ზიგოტა წარმოიქმნება.

  • ორგანიზმი, რომელთა  ერთი ინდივიდი წარმოქმნის მდედრობით ან მამრობით გამეტებს, მათ ცალსქესიანი ორგანიზმები ეწოდებათ.
  • ორგანიზმები, რომელთა ერთი ინდივიდი ორივე ტიპის გამეტებს წარმოქმნის, მათ ორსქესიან  ანუ ჰერმაფროდიტ ორგანიზმებს უწოდებენ. მათთვის თვითგანაყოფიერებაა დამახასიათებელი.
  • სქესობრივი გამრავლების სახესხვაობას წარმოადგენს პართენოგენეზი, რომლის დროსაც გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან  ვითარდება ახალი ორგანიზმი.

თქვენი online რეპეტიტორი