უსქესო გამრავლების ხერხი

უსქესო გამრავლების ხერხი

  1. ერთი უჯრედის ორად გაყოფა: ერთი უჯრედი იყიფა ორ შვილეულ უჯრედად, რომელიც დედისეული უჯრედის იდენტურია. პროკარიოტებში გაყოფამდე ხდება დნმ-ის გაორმაგება, ხოლო ეუკარიოტებში ბირთვის გაორმაგებაც
  2. ერთი უჯრედის მრავალჯერადი გაყოფა – შიზოგონია: ერთი უჯრედი ზედიზედ რამოდენიმეჯერ იყოფა მიტოზურად და მრავალი შვილეული იდენტური უჯრედი წარმოიქმნება.
  3. სპორების წარმოქმნა: სპორა არის მკვრივი გარსით დაფარული მიკროსკოპული ზომის სპეციალური უჯრედი, რომელსაც მცირე მოცულობის ციტოპლაზმა და ბირთვი გააჩნია. მას შეუძლია მრავალჯერ გაიყოს და დასაწყისი მისცეს ახალ ორგანიზმს. ზოგიერთ სპორას შოლტი აქვს წყალში გადასაადგილებლად და მათ ზოოსპორებს უზოდებენ.
  4. დაკვირტვა: დედის სხეულზე ჩნდება გამონაზარდი (კვირტი), რომელიც შემდეგ სცილდება მას და დამოუკიდებელ  ახალ ორგანიზმად გადაიქცევა, იგი მშობლიური ინდივიდის იდენტურია.
  5. სხეულის ფრაგმენტაცია: ამ დროს ინდივიდი ერთ ან მეტ ნაწილად იყოფა, თითოეული ნაწილი იზრდება და ახალი ინდივიდი წარმოიქმნება.  სხეულის ფრაგმენტაციას რეგენერაცია უდევს საფუძვლად.
  6. ვეგეტატიური გამრავლება: მცენარეები მრავლდებიან ვეგეტატიური ორგანოებით, ამისათვის მცენარე ინვითარებს, ისეთ ორგანოებს, რომელბშიც საკვები ნივთიერებები მარაგდება: გორგლი, ბოლქვი, ძირხვენა, ფესურა, ფესვგორგალი და ა.შ.