ტრანსკრიპცია

ტრანსკრიპცია

ტრანსკრიპცია დნმ-ის მოლეკულაზე საინფორმაციო რნმ-ის წარმოქმნის პროცესია, რომლებზეც დნმ-დან გადაიწერება მემკვიდრული ინფორმაცია ანუ ნუკლეოტიდების განლაგების თანმიმდევრობა.

ცილის სინთეზი უჯრედის ერტ-ერთ ორგანოიდში – რიბოსომაში ხდება. გენსა და რიბოსომას შორის შუამავლის როლს ასრულებს ინფორმაციული რნმ. მისი სინთეზი ხდება გენის ერთ-ერთი ჯაჭვის მიხედვით. ი-რნმ-ის სინთეზში მონაწილეობს ფერმენტი – რნმ-პოლიმერაზა. პრომოტორი არის დნმ-ის უბანი, რომელსაც უკავშირდება რნმ-პოლიმერაზა და იწყება ი-რნმ-ის სინთეზი, ხოლო როდესაც რნმ-პოლიმერაზა მივა უბნამდე  – ტერმინატორი, სინთეზი მთავრდება.  ი-რნმ-ის სინთეზი ხდება ბირთვში არსებული თავისუფალი რიბო-ნუკლეოტიდებიდან კომპლემენტარობის პრინციპით გენის ერთ-ერთი ჯაჭვის მიხედვით. თითქოს გენში არსებული ინფორმაცია ცილის სტრუქტურის შესახებ გადაიწერება ი-რნმ-ზე. ამიტომ ი-რნმ-ის სინთეზს ტრანსკრიპციას უწოდებენ.

ი-რნმ-ს მატრიცულ-რნმ-ს უწოდებენ.

თქვენი online რეპეტიტორი