ტესტები მათემატიკაში V

ტესტები მათემატიკაში V

Question #1: ლილემ თავის რვეულის 5/8 ნაწილი შეავსო. რის შემდეგაც რვეულში დარჩა 36 ცარიელი ფურცელი. სულ რამდენი ფურცელი ყოფილა რვეულში?

Question #2: მამამ და შვილმა ერთად მუშაობით 168 მ სიგრძის ღობე 12 საათის განმავლობაში შეღებეს. მამას რო მარტო ემუშავა , მაშინ მთელი ღობის შეღებვას ის 21 საათს მოანდომებდა. რამდენ საათში შეღებავს შვილი ღობეს მარტო მუშაობით?

Question #3: პირველ თაროზე 3-ჯერ მეტი წიგნია ვიდრე მეორეზე. ორივეზე ერთად კი 120 წიგნია.რამდენი წიგნია მეორე თაროზე.

Question #4: ხახვი დარგეს 4 რიგად ისე, რომ თითოეულ რიგში 15 ნერგია. შემდეგ თითოეულ რიგში კიდევ დარგეს 12 ნერგი. რამდენი ხახვის ნერგი დაურგავთ სულ.

Question #5: ავტოტურისტებმა სამი დღის განმავლობაში გაიარეს 360 კმ. პირველ დღეს გაიარეს მთელი გზის 2/5, ხოლო მეორე დღეს 3/8 ნაწილი.რამდენი კილომეტრი გაიარეს ტურისტებმა მესამე დღეს?

Question #6: პირამიდის წიბოებისა და წვეროთა ჯამი 25-ის ტოლია. როგორია ეს პირამიდა?

Question #7: ლეკვი 2,3 კგ-ს იწონის , კნუტი 1,8 კგ-ით ნაკლებია. რას იწონიან ისინი ერთად?

Question #8: ავტომობილის ავზის ტევადობაა 40ლ. რამდენი ლიტრი ბენზინია ავზში, თუ იგი 55%-ით არის შევსებული.

Question #9: რას უდრის 210 – ის მარტივ გამყოფთა  ჯამის 20%?

Question #10: 3 ლურსმანი და 2 ხრახნისი იწონის 40გ-ს , ხოლო 5 ლურსმანი და 3 ხრახნისი 65 გ-ს.რას იწონის 1 ლურსმანი?

Question #11: მართკუთხედის თითოეული გვერდი 2-ჯერ გაზარდეს . როგორ გაიზრდება ამ შემთხვევაში პერიმეტრი.

Question #12: გვაქვს 3 სახის კონვერტი და 4 სახის მარკა. მარკიანი კონვერტის არჩევის რამდენი ვარიანტი არსებობს?

Question #13: რამდენი ლიტრი წყალი შეიძლება ჩავასხათ აკვარიუმში, რომლის სიგრძეა 95 სმ, სიგანე 32 სმ , სიმაღლე 50სმ?

Question #14: წრეში 6 მოსწავლეა. რამდენი სხვადასხვა ხერხით შეიძლება წრის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის არჩევა?

Question #15: პირამიდას 1883 წვერო აქვს. რამდენი წვერო აქვს ამ პირამიდას ფუძის?