ტესტები მათემატიკაში IV

ტესტები მათემატიკაში IV

Question #1: ორი წრეწირი შიგნიდან ეხება ერთმანეთს. განსაზღვრეთ ამ წრეწირების რადიუსები , თუ ისინი ისე შეეფარდებიან ერთმანეთს როგორც 5:2, ხოლო ცენტრებს შორის მანძილია 15სმ.

Question #2: რამდენით გადიდდება წრეწირის სიგრძე თუ დიამეტრს გავადიდებთ 10სმ-ით?

Question #3: იპოვეთ წრის დიამეტრი, თუ მისი ფართობი იმ ორი წრის ფართობის სხვაობის ტოლია რომელთა რადიუსებია 10 სმ და 8სმ.

Question #4: ერთ ელევატორში ორჯერ მეტი ხორბალი იყო, ვიდრე მეორეში. პირველი ელევატორიდან გაიტანეს 750 ტ ხორბალი. მეორე ელევატორში, კი შეიტანეს 350ტ. ამის შემდეგ ორივე ელევატორში ხორბლის რაოდენობა გათანაბრდა. რამდენი ხორბალი იყო თავდაპირველად თითოეულ ელევატორში?

Question #5: თუ მართკუთხედის სიგრძე შეამცირეს 4 სმ-ით, ხოლო მისი სიგანე გაზარდეს 7 სმ-ით, მაშინ მივიღებთ კვადრატს. რომლის ფართობი 100კვ სმ-ით მეტი იქნება მართკუთხედის ფართობზე. განვსაზღვროთ კვადრატის გვერდი.

Question #6: ორ ფარდულში აწყვია თივა: პირველ ფარდულში 3-ჯერ მეტი თივაა, ვიდრე მეორეში. იმის შემდეგ რაც პირველი ფარდულიდან წაიღეს 20ტ. თივა მეორეში კი დაუმატეს 20ტ თივა აღმოჩნდა, რომ მეორე ფარდულში თივის როდენობა უდრიდა იმ თივის როდენობის 5/7-ს რაც დარჩა პირველ ფარდულში. რამდენი ტონა თივა ყოფილა თავდაპირველად პირველ ფარდულში?

Question #7: სტადიონს აქვს მართკუთხედის ფორმა: მისი სიგრძე 30 მეტრით მეტია სიგანეზე. სტადიონის გაფართოების მიზნით სიგრძე და სიგანე გაადიდეს 10 მეტრით ( თითოეული), რითაც სტადიონის ფართობი გადიდდა 16მეტრ/კვადრატით. იპოვეთ გაფართოებული სტადიონის სიგრძე და სიგანე :

Question #8: ტოლფერდა სამკუთხედის ფუძე ისე შეეფარდება ფერდს, როგორც 8:5 ამასთან მისი პერიმრტი 36 სმ-ია . იპოვეთ ფუძისადმი გავლებული სიმაღლე.

Question #9: კვადრატის დიაგონალი 6 სმ-ია. მისი გვერდი მეორე კვადრატის დიაგონალს წარმოადგენს. განსაზღვრეთ მეორე კვადრატის გვერდი.

Question #10: თუ წიგნის გვერდზე სტრიქონების რიცხვს შევამცირებთ 4-ით, ხოლო  სტრიქონების ასოების რიცხვს 5-ით, მაშინ მთელ გვერდზე ასოების რიცხვი 360-ით შემცირდება. თუ გვერდზე გავადიდებთ სტრიქონების წინანდელ რიცხვს 3-ით, ხოლო ასოების რიცხვს სტრიქონში 2-ით, მაშინ გვერდზე 228 ასოთი მეტი დაეტევა, ვიდრე წინათ. იპოვეთ სტრიქონების რიცხვი გვერდზე და ასოების რიცხვი სტრიქონში :

Question #11: რამდენჯერ შემცირდება წრეწირის სიგრძე, თუ დიამეტრს 9-ჯერ შევამცირებთ?

Question #12: ორი მეგობარი აბარებს გამოცდას და თითოეულმა მათგანმა შეიძლება მიიღოს შეფასება 2-დან დაწყებული 5-ის ჩათვლით. რამდენი ვარიანტი არსებობს მათ მიერ მიღებული შესაძლო შეფასების.

Question #13: გვაქვს ორი ფერის ქსოვილი: ლურჯი და მწვანე , ეს ქსოვილები უნდა გადააკრან დივანს, სავარძელსა და სკამს. სულ რამდენი ვარიანტი არსებობს ამ სამუშაოს შესრულების?

Question #14: რას უდრის კუბის წვეროების, წიბოებისა და წახნაგების რაოდენობათა ჯამი.

Question #15: სათამაშო სამშენებლო ნაკრებში არსებობს კუბიკები, რომელთაც 3 წახნაგი წითელი და 3 წახნაგი ლურჯი აქვთ.ასეთი სახის კუბიკების რამდენი ვარიანტი არსებობს?

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]