ტესტები მათემატიკაში III

ტესტები მათემატიკაში III

Question #1: მოსწავლემ ჩაიფიქრა რიცხვი, თავდაპირველად  მან ის გაყო 15-ზე, მიღებულ შედეგს გამოაკლო 120 და პასუხად მიიღო 10. რა რიცხვი ჩაიფიქრა მოსწავლემ?

Question #2: 2. ერთ მკერავს შეუძლია სამუშაოს შესრულება 2 საათში, მეორეს კი- 3 საათში. სამუშაოს რა ნაწილს შეასრულებენ ერთობლივი მუშაობით 3/4 საათის განმავლობაში?

Question #3: A და  B პუნქტებიდან ერთდროულად გამოვიდა ორი ქვეითი. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ გამოსვლიდან 40 წთ-ის შემდეგ, ხოლო შეხვედრიდან 32 წთ-ის შემდეგ პირველი მივიდა B პუნქტში. B პუნქტიდანდან გამოსვლიდან რამდენ საათში მივიდოდა მეორე ქვეითი A- ში?

Question #4: სკოლის მოსწავლეთა რაოდენობის 40% ბიჭია , მათგან 25% ფრიადოსანია. მოსწავლეთა მთელი რაოდენობის რამდენი პროცენტია ფრიადოსანი ბიჭები?

Question #5: იპოვეთ 75-ის 2/5-ისა და 108-ის 2/9-ის უმცირესი საერთო ჯერადი.

Question #6: პარალელოგრამის გვერდებია 5 სმ და 6 სმ , ხოლო ერთი დიაგონალი პარალელოგრამის მცირე გვერდის ტოლია. იპოვეთ პარალელოგრამის ფართობი.

Question #7: მსოფლიო ჩემპიონატში 8 გუნდი მონაწილებს. რამდენი ვარიანტი არსებობს მათი ადგილების განაწილების , თუ თითოელი ადგილს მხოლოდ ერთი გუნდი იკავებს.

Question #8: ორმა მეგობარმა იყიდა ბილეთი ერთსა და იმავე მატარებელზე. აღმოჩნდა რომ ორი ბილეთი იყო ერთ ვაგონში. ორიც- მეორე ვაგონში. ჩასხდომის რამდენი ვარიანტის არჩევა შეუძლიათ მეგობრებს?

Question #9: სახლის მაკეტის ზომები შეადგენს მისი რეალური ზომების 1/12 ნაწილს. რისი ტოლია სახლის ფანჯრის სიგრძე , თუ მაკეტზე მას შეესაბამება 45მმ?

Question #10: მართკუთხა პარალელეპიპედის სიგრძე გაზარდეს 20 %-ით. სიგანე 25%-ით, სიმაღლე 30%-ით. რამდენი პროცენტით გაიზრდება მოცულობა?

Question #11: კალათში 7 წითელი და 5 ლურჯი ბურთულაა. რამდენი ბურთულა უნდა ამოვიღოთ, რომ მათ შორის იყოს არა უმეტეს 2 წითელი და არა უმეტეს 3 ლურჯი ბურთულა?

Question #12: თუ სამნიშნა რიცხვს , რომელლიც ნულით ბოლოვდება ნულს მოვუშლით, მაშინ ეს რიცხვი შემცირდება 351-ით. იპოვეთ ეს სამნიშნა რიცხვი. 

Question #13: რომბის ერთი დიაგონალი  6 სმ-ის , ხოლო პერიმეტრი 20 სმ, იპოვეთ რომბის მეორე დიაგონალი. 

Question #14: სამ ჯგუფში მოსწავლეებმა სეასრულეს საკონტროლო წერა. „5“ მიიღო 28 მოსწავლემ , „4“ მიიღო 35-მა . „3“- 29-მ. „2“-8%-მა  რამდენმა მოსწავლემ მიიღო2-იანი.

Question #15: რა დროა ახლა, თუ ღამის დამთავრებამდე დარჩა 4/5 იმ დროისა რაც უკვე გასულია?

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]