ტარიელისა და ავთანდილის მისვლა გამოქვაბულში და ასმათის ნახვა - განხილვა

ტარიელისა და ავთანდილის მისვლა გამოქვაბულში და ასმათის ნახვა – განხილვა

გამოქვაბულისაკენ მიმავალნი ასმათმა შორიდანვე შენიშნა და, ნუღარ იკითხავთ, რაიმანც გაიხარა! “მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს”. არც ჭაბუკებიშეხვედრიან დობილს გულდამშვიდებით, აკოცეს და მათაც ტირილი მოერიათ.

“ასმათ თქვა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა,
შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა;
გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა!
დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!”

– ჰე, დაო ასმათ, ცრემლი მიტომ მდის, რომ წუთისოფელი, თუკი რამ ლხინი გვინახავს,ხომ ხედავ, ერთობ ტანჯვით გვაზღვევინებს: “საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენგაგვიცინია”. რა გაეწყობა, ოდითგანვე ასე ყოფილა. შენ მებრალები, თორემ თავს აღარვიცოცხლებდი, სიკვდილი ჩემი ლხინი და ნუგეშია!

“სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი?
მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი!
უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი.
ვა, წახდა ვარდი პობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!”

ავთანდილიც თავისი მზე-თინათინის მოგონებას დაეღონებინა: – ვინ გეტყვის, ჩემო, რაუქრობი ცეცხლითაც ვიწვი და შენგან შორს მყოფი, თვით სიცოცლეს რარიგ ვინანი? ანკი უშენოდ, ნეტავ, სული როგორღა მიდგას!

“ვარდი ამას ვით იაზრებს, მზე მომშორდეს, არ დავჭნეო,
ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო?”

ჭირს გაუმაგრდე და გასალკლდევდე, გულო, მაინც ეს გირჩევნია, ვინ იცის, იქნებ მისინახვა ისევ გეღირსოს, ნუ წარიკვეთ ჯერ სულმთლად იმედს!
რა სული მოიბრუნეს და დაწყნარდნენ, სამივე გამოქვაბულში შევიდა. ასმათმა ვეფხვისტყვავი გაშალა და მოყმენი ზედ დასხდნენ, ტკბილად ბაასობდნენ. მალე მწვადი შეიწვადა, ჟამსა და გარემოს რომ შეჰფეროდა, ისეთი პურობა გაიმართა: “მუნ უპურობა პურობა,არ სიდიადე ჟამისა”. ტარიელს ეხვეწებოდნენ, ჭამეო, მაგრამ “ძალი არ ჰქონდა ჭამისა,დაცოხნის, ლუკმა გატყორცის”, ძლივს ერთ ციცქნას თუ ჩაყლაპავდა.
კეთილი სიტყვა კაცს სიამეს მოჰგვრის, გულისხმიერად თუ გაიგონებს და უქმად არდაკარგავს. ასევე “დიდი ლხინია ჭირთა თქმა”, დარდის გაზიარება, როცა ის გისმენსვისაც შენზედ გული შესტკივა: მთქმელს “ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცასდებოდეს”. მთელ საღამოს ლომ-გმირი ჭაბუკნი ტკბილად ბაასობდნენ, ერთმანეთსგული გადაუშალეს, ფიქრი და წუხილი გაანდეს. რა გათენდა, ისევ სიტყვახშირისაუბარი გააჩაღეს, ადრე ნათქვამი ფიცით კვლავ შეიფიცნენ.
– რაღა ბევრი გავაგრძელო, – უთხრა ტარიელმა, – ჩემი გულისთვის რაც შენ ჩაგიდენია,ღმერთმა გადაგიხადოს! ახლა ფიცი ფიცად კმარა: “არ-დავიწყება, მოყვრობა მოყვრისაწარმავალისა”, წყალწაღებული, განწირული კაცისათვის ძმობის გაწევა მართლაც დიდადმოსაწონია. ოღონდ, რაკი მე მაინც არა მეშველება რა, ტყუილუბრალოდ შენც სიცოცხლესნუ გაიწამებ, იცოდე, ამით უარესად დავიტანჯები.

“აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ ცეცხლითა უცხელესითა:
მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა.
ვერ დამშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა,
წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით-ა.

ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად,
ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილ ვარ ხელი ველად;
რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად,
აწ ნობათი ხელობისა მომხდომია, მით ვარ ხელად”.”

– მაგის პასუხად მე რაღა გითხრა? – მიუგო ავთანდილმა. – ბრძნად განსწავლული კაცისსიტყვაც სწორედ ეგ არის, დამბადებელზე, შემოქმედზე რაც ახლა ბრძანე: თვით მასაცუმძიმს ჩემი წყლულის განკურნებაო. უმძიმს, მაგრამ ხომ შეუძლია, ის ხომ ღმერთია, “მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა?!”
ღმერთი ამას, აბა, რად იზამს, რახან ეგეთნი გაუჩენიხართ, უერთმანეთოდ დაგტოვოთდა გულგაშმაგებულს გამუდმებით გადინოს ცრემლი?! განჭვრიტე და დაინახე, რომმიჯნურს ფათერაკი თან სდევს, კვალში უდგას. მომკალით, თუ თქვენ ერთმანეთისხვედრი არ გახდეთ!

“ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გაძლოს, რაცა ჭირია,
ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია?!
ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია”.

ისმინე ჩემი შეგონება და დამიჯერე, ნუღარ ჯიუტობ. გკადრებ და გეტყვი: ჯიუტი დაგაუგონარი, თვითონაც იცი, რა ცხოველიცაა. კმარა, მომეტებული დამოძღვრით თავსაღარ მოგაბეზრებ, ოღონდ ჭირში შენი მიტოვება არასგზით არ შემიძლია. შენთან რომმოვდიოდი, “ჩემსა მზესა დავეთხოვე”, ასე ვუთხარი: იმ მოყმეს ჩემი გული დაუწვავს,ფერფლად უქცევია, და ბევრი ლაპარაკით რაღად შეგაწუხო, სულერთია, მაინც არდავიშლი და გამიშვი-მეთქი.
დამიმადლა და შემაქო, კეთილად და მამაცურად იქცევიო, იცოდე, თუ რამეს უშველი,ისე მივიჩნევ, სამსახური თითქოს ჩემთვის გაგეწიოსო. აქ რომ მოვსულვარ, მთვრალსგზა კი არ ამრევია, მისი დასტურით გეახელ. ახლა რომ მასთან დავბრუნდე, რა ვუთხრა?მკითხოს, მშიშარასაებრ გასაჭირს რად გამოქცევიხარო, რა პასუხი მივსცე?!
მეტს ნუღარ მეტყვი, ნუღარ მთხოვ მაგას. ისა სჯობია, მე გამიგონო, რასაც გეუბნები.კაცმა რომ ძნელი საქმე მოაგვაროს, გონივრულად უნდა მოიქცეს. ესეცაა, ვარდი უმზეოდდაიჩაგრება, ვერ გაიხარებს. შენ თუ თავად ვერას გახდი და საწადელს ვერ ეწიე, მე აქ არგყევარ?!

“ვერას ვერ შეიქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი.
შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!”

მარტო ამას გევედრები: ერთი წელიწადი როგორმე დამელოდე, მანამდე გამაგრდი, ნუმოჰკვდები, “არ დასდნე ცეცხლთა დაგითა”, მაგ სიტურფესა და ახოვანებას ფუჭად ნუწაახდენ. მეტს არასა გთხოვ: საცა მოგესურვოს, იქ წადი და, როგორც აქამდე იქცეოდი,ვინ გიშლის, ისევე მოიქეცი, შენს ნებაზე იყავ, “გწადდეს – გულითა ბრძენითა,გწადდეს – ცნობითა შმაგითა”. წლის თავზე კი

“აქა ქვაბსავ მომნახვიდე მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა.
ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა,
ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი ყეფსა”.

თუ დათქმულ ვადაში აქ ვერ მოვიდე, იცოდე, უეჭველად ცოცხალი აღარ ვიქნები. ესნიშნად იკმარე, რომ ჩემთვის ცრემლი ღვარო. იმ დღიდან, როგორც გენებოს, გინდ იხარედა გინდ უფრო მეტ ურვა-ვაებას მიეცი თავი. რაც ახლა გითხარ, ნუ დაგაღონებს,უთქმელობაც არ ივარგებდა, რახან მუნჯი არა ვარ: გშორდები და “არ ვიცი, ღმერთი რასმიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი”, კლდეზე გადაჩეხა მომელის, თუ ზღვაში დანთქმა.
– თავს აღარ შეგაწყენ, – უთხრა ტარიელმა, – ვხედავ, ბევრიც გელაპარაკო, მაინც არგამიგონებ. ასეა, თუ კაცი გიყვარს, როცა შენსას არ დაიჯერებს, თავად უნდა დაუჯეროდა სურვილი აუსრულო, ბოლოს ხომ მაინც გამოჩნდება, ვინ იყო მართალი:

“თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს,
ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს”.

როცა თავად დარწმუნდები, მისი ძებნა ამაოა, მაშინ გაიგებ ჩემი ყოფის მთელსიდუხჭირეს. ველად გაჭრაც და გაუჭრელობაც ჩემთვის ერთი სატანჯველია. მაინც კიიმას ვიზამ, რაც შენ მითხარი, სიშმაგემ რაგინდ დამრიოს ხელი. მაგრამ, ვაი, მაშინ რაღავქნა, თუ უშენოდ დღე მომესწრაფოს!
პირობად ეს დათქვეს და საუბარიც დაასრულეს. მერე ცხენებზე შესხდნენ დასანადიროდ გაემართნენ. თითომ რომ თითო ნადირი მოკლა, უკანვე გამობრუნდნენ.დარდი და წუხილი ვერაფრით მოექარვებინათ, გული კვლავ უტიროდათ. იმის ფიქრი,რომ ხვალ ერთმანეთს უნდა მოშორებოდნენ, ურვას ურვაზე უმატებდათ. ან კი რაგასამტყუნი იყვნენ, როცა მათი ამბის გაოგნებაც კი კაცს ცრემლს მოჰგვრიდა. აბა,თვითონ განსაჯეთ:

“გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?!
მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკლველია,
ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე რაგვარ ძნელია!

რა დილა გათენდა, წასასვლელად აემზადნენ.

“ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს;
სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს,
მათ ლომთა, მიწყივ მხეც-ქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.

მოყმენი დობილს ცრემლითა და ვაებით გამოეთხოვნენ და წავიდნენ. ასმათი მწარედმისტიროდა: “ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი! მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისამნათობნი ზენანი”. ვაი, ჩემს მოსწრებას, ამდენ დარდსა და წუხილს რანაირადგავუძლოო.
გამოქვაბულიდან წამოსულთ ის დღე ერთად იარეს. ზღვის ნაპირას გავიდნენ და იქდადგნენ. ქურციკი მოკლეს და მწვადი შეიწვეს, სვეს და ჭამეს, რარიგადაც მათსჭირ-ვარამს შეჰფეროდა. ღამეც ერთად გაათიეს. ხის ძირას მიწვნენ და დიდხანსბაასობდნენ, ერთურთს კვლავ უზირებდნენ, გულს რა ცეცხლიც შემონთებოდათ. საცააუნდა დაშორებულიყვნენ და ამაზედ წუხდნენ, ტიროდნენ, გამწირავი წუთისოფლისდაუდგრომლობით დანაღვლებულნი: “ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა,ზოგჯერ ძვირსა”.
– კმარა, ამდენი ტირილით “რუ გახმა ცრემლთა დენისა!” – თქვა ავთანდილმა, მერედანანებით ჰკითხა: – მაგ ცხენის მომცემი რად მოიშორე? ახლა შენი ძმადნაფიცის გზამიმასწავლე, ფრიდონთან მივდივარ. მგონია, იქიდან გაიგება, შენი მზე სად არის დარანაირად ვუშველოთ.
ტარიელმა სიამოვნებით მიასწავლა, უთხრა, რის თქმაც კი შეეძლო: აღმოსავლეთითწადი, ზღვის პირ-პირ იარე და მიხვალო. თუ ნახო, ძმობილის ამბავს გკითხავს და, ჩემიიცი, უამბეო.
ცისკარმა რომ მოატანა, ადგნენ. გამოსამშვიდობებლად ერთმანეთს მოეხვივნენ, “მკერდიმკერდსა შეარკინეს” და დიდხანს იყვნენ ასე შეჭდობილნი. ტირილი მოერიათ, “თვალთათ, ვითა წყაროს თვალით, ცრემლი ველთა მოადინეს!” რაც მათ მაშინ იუბნეს,იმის მოსმენით ვინ არ დადნებოდა.

“გაიყარნეს ტირილითა, პირსა ხოკით, თმათა გლეჯით,
ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ ვლიდეს შამბთა ეჯით.
ვიდრე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით.
იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მათის ღრეჯით.”

წყარო: aura.ge/103-sabavshvo/1691-shota-rustaveli–vefxistkaosani-shinaarsi.html

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]