სუნთქვა

სუნთქვა

სუნთქვა

 თირკმელი, კანი, ფილტვები, ნაწლავები ექსკრეტორული ორგანოებია.ფილტვების მეშვეობით ორგანიზმი თავისუფლდება ნახშირორჟანგისა და წყლის ორთქლისგან.

ნებისმიერი ორგანოს ქსოვილში ყოველი ურედისთვის აუცილებელია ენერგია, რომლის წყაროა ორგანულ ნაერთთა დაშლა და დაჟანგვა. ვინაიდან ჟანგვისთვის აუცილებელია ჟანგბადი იგი ორგანიზმს მუდმივად ესაჭიროება. ნებიემიერი ორგანული ნაერთის დაშლისას მიიღება ნახშირორჟანგი და წყალი.

სუნთვის სისტემა შემდეგნაირია: გულმკერდის ღრუში მოთავსებული ფილტვები და ჰერგამტარი გზები: ცხვირის ღრუცხვირ-ხახახორხიტრაქეაბრონქები.

ჰაერგამტარი გზები იწყება ცხვირის ღრუთი, რომელსაც ძვლოვანი-ხრტილოვანი ძგიდე მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად ყოფს. ყოველ მათგანში მოთავსებულია კლაკნილი ღარები, რომლებიც აფართოებენ სხვირის ღრუს შიგა ზედაპირს. ლორწოვანი გარსი, რომლითაც ამოფენილია ცხვირის ღრუ, უხვადაა მომარაგებული წამწამებით,სისხლძარღვებით და ლორწოს გამომყოფი ჯირკვლებით. ლორწო არათუ აკავებს მიკრობებს, არამედ აუვნებლებს მათ და მასზე მიკრულ ნაწილაკებთან ერთად გამოდმებით იდევნება ცხირის ღრუდან, ცხვირის ღრუში ჰაერი თბება და ტენიანდება. ცხვირის ღრუდან ჰაერი ცხვირ-ხახაში ხვდება შემდეგ კი ხორხში.

ხორხს ძაბრის ფორმა აქვს, რომლის კედლები რამდენიმე ხრილისგან არის წამოქმნილი. საჭმლის ყლაპვისას ხორხსარქველები რეფლექსურად იხურება და საჭმელი საყლაპავ მილში გადადის. ხორხის ხრტილებს შორის მოთავსებულია მბგერი იოგები. მბგერ იოგებს შორის სივრცეს ყია ეწოდება. ლაპარაკის დროს მბგერი იოგები შემჭიდროვდება ამოსუნთქული ჰაერი იოგებს აწვება და არხევს მათ, ასე წარმოიქმნება ბგერა. დუმილის დროს ყიას ტოლფერდა სამკუთხედის ფორმა აქვს. რაც უფრო მოკლეა მბგერ იოგებს შორის მანძილი მით მეტია ხმის სიმაღლე, რადგან იზრდება მბგერი იოგების დაჯახების სიხშირე. ყვირილი,ალკოჰოლი აზიანებს მგერ იოგებს. შემდეგ ჰაერი ტრაქეში გადადის. ტრაქეას მილის ფორმა აქვს და მისი წინა კედელი ხრტილოვანი ნახევარრგოლებისგან შედგება, უკანა კედელი კი რბილი და გლუვია და არ უშლის ხელს საყლაპავ მილს. ტრაქეა იტოტება 2 ბრონქად. ყოველი ბრონქი ფილტვებში ხესავით იტოტება. ისინი ბოლობდებიან ფილტვის ბუშტუკებით, ალვეოლებით, რომლეთაც ერთშრიანი ეპითლური ქსოვლისიგან შემდგარი კედელი აქვთ. ეპითელური უჯრედები ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას გამოჰყოფს, რომლიც თხელი აპკის სახით ფარავს ბუშტუკების შიგა ზედაპირს. იგი უზრუნვეყოფს ჰაერიდან შემოსული მიკრობების გაუვნებლებას, ასევე ფილტვის ბუშტუკებს საშუალებას არ აძლევს ჩაიჩუტონ. გაცვეთილი აპკი ჰაერგამტარი გზებით ნახველის სახით გამოიყოფა, ან ფილტვის ფაგოციტები მოინელებენ.

ფილტვი გარედან დაფარულია შემაერთებელქსოვილოვანი გარსით, ფილტვის პლევრით. გულმკერდის ღრუს შიგა ზედაპირი ამოფენილია კედლის ამყოლი პლევრით. მათ შორის მოთავსებულია ჰერმეტული პლევრის ღრუ, რომელიც ნოტიოა და საერთოდ არ შეიცავს ჰაერს, ამიტომ ფილტვები მჭიდროდ ეკვრის გულმკერდის ღრუს.

სუნთქვა – სუნთქვითი მოძრაობები

ჩასუნთქვა : ნეკნთაშუა კუნთები და დიაფრაგმა იკუმშება. ნეკნები ზემოთ აიწევს, დიაფრაგმა ბრტყელდება, და გულმკერდის ღრუს მოცულობა იზრდება. რასაც თან სდევს ფილტვების გაბერვა და მათში ატმოსფერული ჰაერის ჩასვლა.
ამოსნუთქვა: ნეკნთაშუა კუნთები და დიაფრაგმა დუნდება, ნეკმები ქვემოთ დაიწევს, დიაფრაგმა გუმბათოვანი ხდება, ანუ გუმბათი ზემოთ აიწევს და გულმ კერდის ღრუს მოცულობა მცირდება, რასაც თან მოსდევს ფილტვების მოცულობის შემცირება და ფილტვებიდან ჰაერის გამოსვლა.

სუნთქვის პროცესს არეგულირებს ნერვული და ჰუმორული რეგულაცია. ნერვულ რეგულაცია აკონტროლებს თავის ტვინში მოთავსებული სუნთქვის ცენტრი. სუნთქვის ნერვიდან წამოსული იმპულსები ნეკნთაშუა კუნთებს და დიაფრაგმას გადაეცემა და მათ შეკუმშვას იწვევს. სუნთვით პროცესებს არეგულირებს ავტონომიური(ვეგეტატიური) ნერვული სისტემა. სიმფატიკური ნერვები იწვევს სუნთქვის გახშირებას და გაღრმავებას, პარასიმფატიკური კი საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ჰუმორული რეგულაციას განაპირობებს სისხლში ნახშირორჟანგის რაოდენობა, თუ ამ აირის შემცველობა იმატებს მაშინ ნერვული სუნთქვის ცენტრში აგზნება ძლიერდება და ნერვული იმპულსებუ სასუნთქი კუნთებისკენ იგზავნება რასაც მოსდევს სუნთვის გაძლიერება.

მშვიდი ჩასუნთქვის დროს ადამიანს შეუძლია ჩაისუნთოს და ამოისუნთქოს 500სმ3 ჰაერი, ღრმა ჩასუნთქვისას შეუძლია ჩაისუნთქოს + 1500სმ3 ჰაერი და მაქსიმალურად ამოისუნთქსო ასევე 1500სმ3 ჰაერი. ანუ ფილტვის სასიცოცხლო ტევადობა 3500სმ3-ია (500+1500+1500)

ჩაუნთქული ჰაერი: O2=21% CO2=0,03% N(აზოტი)=79% წყლის ორთქლი და ინერტული აირები = 1%

ამოსუნთქული ჰაერი: O2=16% CO2=4% N(აზოტი)=79% იმატებს წყლის ორთქლის რაოდენობა, ინერტული აირები კი იგივე რჩება.

წყარო: ცუზმერი ანნა გამომცემლობა “თბილისი: განათლება 1982” ლ.ბურდილაძე “დიოგენე”

მოგვაწოდა რომეო ქებულაძემ

თქვენი online რეპეტიტორი