სტატიკა

სტატიკა

სტატიკა

ძალის მომენტი:

ძალის მოქმედება ხასიათდება სიდიდით, მიმართულებითა და მოდების წერტილით.
ამავე დროს, ძალის მოქმედების შედეგი დამოკიდებული არ არის მხოლოდ ძალის სიდიდესა და მიმართულებაზე, იგი დამოკიდებულია მანძილზეც ბრუნვის ღერძიდან ძალის მოქმედების წრფემდე.

უმოკლეს მანძილს ბრუნვის ღერძიდან ძალის მოქმედების წრფემდე ძალის მხარი ეწოდება.

თუ უძრავი ბრუნვის  ღერძის მქონე სხეულზე ერთდროულად მოქმედებსსტატიკადასტატიკაძალები, მაშინ ამ სხეულის წონასწორობისათვის უნდა შესრულდეს პირობა:სტატიკა
სადაცსტატიკაარისსტატიკაძალის მხარი,სტატიკასტატიკაძალის მხარი. ძალისა და მხრის ნამრავლს ძალის მომენტი ეწოდება.  =>    M=Fd

SI სისტემაში ძალის მომენტის ერთეულია ნიუტინმეტრი. ეს არის 1ნ ძალის მომენტი, რომლის მხარი 1მ-ია.
ძალის მომენტი სკალარული სიდიდეა.

აღვნიშნოთსტატიკაძალის მომენტისტატიკა-ით,სტატიკასტატიკა-ით, მაშინ წონასწორობის პირობა ასე ჩაიწერება:სტატიკასადაცსტატიკასხეულის საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით მიბრუნებული ძალის მომენტია,სტატიკაკი – სხეულის საათის ისრის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მიბრუნებული ძალის მომენტი.

ამგვარად, უძრავი ბრუნვის ღერძის მქონე სხეული წონასწორობაშია, თუ საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით და საპირისპიროდ მაბრუნებელი ძალების მომენტები ტოლია.
წონასწორობის ამ პირობას მომენტების წესს უწოდებენ.

სიმძიმის ცენტრი:

სხეულზე მოქმედი სიმძიმის ძალის მოდების წერტილს (O) ამ სხეულის სიმძიმის ცენტრი ეწოდება.
სიმძიმის ცენტრით დამაგრებული სხეული წონასწორობაშია.

ჩვენ ვიცით, რომ ძალის მოქმედებით სხეულმა შეიძლება შეასრულოს გადატანითი ან ბრუნვითი მოძრაობა. დაკვირვებით შეიძლება დაადგინოთ, რომ თუ სხეულზე მოდებული ძალის მოქმედების წრფე სიმძიმის ცენტრზე გადის, მაშინ სხეული ასრულებს გადატანით მოძრაობას.

წონასწორობის სახეები:

პრაქტიკულად მნიშვნელოვანია არა მარტო სხეულთა წონასწორობის პირობის, არამედ წონასწორობის მდგრადობის დადგენაც. უმრავლეს შემთხვევაში აუცილებელია, რომ წონასწორობა იყოს მდგრადი.

სხეულის წონასწორობა მდგრადია, თუ წონასწორობის მდებარეობიდან მცირე გადახრისას სხეული უბრუნდება ამ მდებარეობას.

მდგრადი წონასწორობისას სხეულის სიმძიმის ცენტრი მის შესაძლო მდებარეობებიდან ყველაზე დაბლაა.
ზოგ შემთხვევაში სხეულის წონასწორობა ირღვევა, არამდგრადია.

სხეულის წონასწორობა არამდგრადია, თუ წონასწორობის მდებარეობიდან მცირე გადახრისას სხეული შორდება ამ მდებარეობას. ამ დროს მისი სიმძიმის ცენტრი დაბლა იწევს.

სხეული შეიძლება იმყოფებოდეს განურჩეველ წონასწორობაში. განურჩეველ წონასწორობაშია ბურთულა ჰორიზონტალურ ზედაპირზე. წონასწორობიდან გამოყვანისას მისი სიმძიმის ცენტრი იმავე დონეზე რჩება.
არამდგრადმა წონასწორობამ შეიძლება გამოიწვიოს მთიდან ქვების ცვენა, თოვლის ზვავი და სხვ.

თუ სხეულის სიმძიმის ცენტრზე გამავალი წრფე გადის სხეულის საყრდენ ფართობში, მაშინ სხეული მდგრად წონასწორობაშია.
წონასწორობა მით უფრო მდგრადია, რაც უფრო დაბლაა სიმძიმის ცენტრი და რაც მეტია საყრდენი ფართობი.

ბერკეტის წონასწორობა:

ნებისმიერი მანქანა შედგება მარტივი მექანიზმებისაგან. მარტივი მექანიზმებია: ბერკეტი, ჭოჭონაქი, დახრილი სიბრტყე.

სტატიკა

სტატიკა

მარტივი მექანიზმი წარმოადგენს მოწყობილობას, რომლის საშუალებით შესაძლებელია ძალის გარდაქმნა.

ბერკეტი წარმოადგენს მყარ სხეულს, რომელსაც შეუძლია ბრუნვა უძრავი საყრდენი წერტილის ირგვლივ.

მაგალითად, ბერკეტი წონასწორობაშია, თუ საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით მაბრუნებელი ძალის მომენტი ტოლია საათის ისრის მოძრაობის საპირისპიროდ მაბრუნებელი ძალის მომენტისა.

სტატიკა

სტატიკა

ბერკეტის წონასწორობის პირობა დაადგინა ბერძენმა მეცნიერმა არქიმედემ. ამ აღმოჩენისას არქიმედემ განაცხადა: “მომეცით საყრდენი წერილი და მე დავძრავ დედამიწას!”

ჭოჭონაქი:

უმარტივესი მოწყობილობა, რომელიც შედგება ბორბლისგან ღრმულით, რაზეც გადაჭიმულია ძაფი, ბაწარი, ბაგირი ან ჟაჭვი. გამოიყენება ძალის მიმართულების შესაცვლელად (უძრავი) ან ძალაში მოგებისთვის (მოძრავი).

.

.

გამოყენებული ლიტერატურა:
“ფიზიკა – 8”. ბასიაშვილი ეთერ.

თქვენი online რეპეტიტორი