სისხლი

სისხლი

სისხლი

სისხლი შემაერთებელი ქსოვილის ერთ-ერთ სახეა და მისი ფუნქციებია:

  • სასუნთქი – ხორციელდება ჟანგბადის გადატანა და ნახშირორჟანგის წამოღება
  • ტროფიკული – უჯრედის მომარაგება საკვებით და იქედან ცვლის პროდუქტების წამოღება
  • დამცველობითი – სისხლის შედედება, ასევე დაავადების გამომწვევებისგან ორგანიზმის დაცვა.
  • ჰუმორული – სისხლს სადინარის გარეშე ჩაშვებული ჰორმონები მიაქვს სამიზნე ორგანოებამდე
  • ჰომეოსტაზური – უზრუნველყოფს ორგანიძმის შინაგანი გარომოს მუდმივობას
  • გამომყოფი – შხამიანი ნივთიერებები სისხლს მიაქვს თირკმელებამდე და სისხლის განაფილტრი შარდი გამოიდევნება ორგანიზმიდან

პლაზმა

პლაზმა მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხეა, რომელიც სისხლში უჯრედშორის ნივთიერებას წარმოადგენს. პლაზმა შედგება – 90% წყალი და 10%ორგანული და არაორგანული ნივთიერებები(ცილა 7-8%, ცხიმი 0,8%, ნახშირწყლები 0,12% და მარილები(NaCl) 0.9%).

პლაზმის ფუნქციები – ნივთიერებათა ტრანსპორტი სისხლის პლაზმით ხორციელდება, ის აწვდის ქსოვილებს და უჯრედებს ჰორმონებს, რიგანულ და არაორგანულ ნივთიერებებს. სისხლის სატრანსპორტო ფუნქციასაც და ორგანიზმის შეთანხმებულ მუშაობას ჰუმორულ რეგულაციაში პლაზმა უზრუნველყოფს.

სისხლის შედედება

სისხლის შედედება არის დამცველობითი შეგუებულობა, რომელიც ორგანიზმის იცავს სისხლის დაკარგვისგან. პლაზმაში, რომელშიც არის ხსნადი ცილა ფიბრინოგენი,  გარდაიქმნება უხსნად ცილად, ფიბრინად, რომელიც წარმოშობს კოლტ თრომბს, იგი დაეცემა დაზიანებულ სანათურს და ჩაკეტავს სისხძარღვს

ერითროციტები

სისხლი

სისხლი

ერითროციტები სისხლის წითელი უჯრედებია, რომლებიც წარმოიქმნება ძვლის წითელ ტვინში. დაბადების მომენტში გააჩნიათ ბირთვი, თუმცა სისხლის ნაკადში გადასვლისას ბირთვს იქრობენ, ამიტომაც აქვთ   ორმხრივ ჩაზნექილი დისკოს ფორმა. ერითროციტები შედგება ჰემოგლობინისაგან. ჰემოგლობინი შედგება- ცილოვანი გლობინი და რკინის შემცველი ჰემისაგან. სწორედ ჰემოგლობინი აძლევს მათ წითელ ფერს. ჰემოგლობინისა და ჟანგბადის ნაერთს ქვია ოქსიჰემოგლებინი, ხოლო ჰემოგლობინისა და ნახშირორჟანგის ნაერთს ქვია კარბ-ჰემოგლობინი. ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-4 თვეა და 1მმ3 4-5მლნ ერითროციტია, მათი განახლება მუდმივად ხდება. ისინი იშლებიან ელენთაში და ღვიძლში და დაშლის პროდუქტები ნაღველის წარმოქმნაში მონაწილეობს. ელენთა სისხლის დეპოა და 300მლ სისხლს ინახავს.ერითროციტების ძირითადი ფუნქციაა ჟანგბადის გადატანა ფილტვებიდან ქსოვილებვში და იქედან CO2 ის გამოტანა.

ლეიკოციტები

სისხლი

სისხლი

ლეიკოციტები სისხლის თეთრი უჯრედებია, რომლებსაც გააჩნიათ ბირთვი და ეს ბირთვი შეიძლება იყოს სეგმენტირებული ან მთლიანი. მათ გააჩნიათ ამებოიდური მოძრაობის უნარი, შეუძლიათ სისხლის ნაკადიდან გამოსვლა. მათი რაოდენობა 1მმ3 6-8 ათასია. სიცოცლის ხანგრძლივობა, რამდენიმე დღიდან 10-ეულ წლამდე. ლეიკოციტებს აქვთ უნარი ფაგოციტოზის  (უცხო სხულების შთანთქვისა და მონელების პროცესი), ხოლო ასეთ ლეიკოციტებს ფაგოციტებს უწოდებენ. ისინი ბოჭავენ უცხო სხეულებს და ანადგურებენ, თუმცა ამ ბრძოლაში ისინიც იღუპებიან და დაღუპული ლეიკოციტების გროვა არის ჩირქი. განსაკუთრებული სახის ლეიკოციტებია ლიმფოციტები, რომლებიც ანტისხეულებს წარმოშობენ ისინი ლიმფურ კვანძებში წარმოიქმნება. არსებობს
T და B ლიმდოციტები. T ახალგაზრდა ლიმფოციტები ძვლის წითელი ტვინიდან გადადიან თიმუსში(მკერდუკანა ჯირკვალში) და T ლიმფოციტებად ყალიბდებიან და უჯრედულ იმუნიტეტს განსაზღვრავს. B ლიმოციტები ძვლის წითელ ტვინში, ლიმფურ კვანძებში, ელენთაში და აპენდიქსში და იქ მწიფდებიან. ისინი ჰუმორულ იმუნიტეტს განაპირობებენ.

სისხლი

სისხლი

ლიმფა

ლიმფა შინაგანი გარემოს ერთ-ერთი კომპონენტია. მის შემადგენლობაში შემავალი ცილების რაოდენობა 2-ჯერ ნაკლებია პლაზმის შემადგენლობაში შემავალ ცილებთან შედარებით. ჩვეულებრივ შიმშილის ან უცხიმოს საკვების მიღების დროს იგი უფერულია, მაგრამ ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ – რძისფერი ხდება. ლიმფა შეიცავს ფიბრინოგენს და შეუძლია შედედება, მაგრამ მათი მცირე რაოდენობის გამო სწრაფად ვერ დედდება. ლიმფა არ შეიცავს ერითროციტებს. მასში მხოლოდ მცირე რაოდენობითაა ლეიკოციტები.

ლიმფის წარმოქმნა – კაპილარებში მაღალი ჰიდროსტატიკური წნევის გამო პლაზმა იფილტრება და წყალი და მასში არსებული ორგანული და არაორგანული ნივთიერებების ნაწილი გაჟონავს და უჯრედშორის სივრცეში გადავა. სწორედ ეს ფილტრატი ქმნის ლიმფის ძირითად მასას. ქსოვილური სითხიდან ლიმფა ლიმფურ კაპილარში ხვდება. ლიმფური კაპილარები ლიმფურ ძარღვებს უერთდება, ძარღვები კი ლიმფურ სადინარებს უერთდება და ეს სადინარები კისრისა და გულმკერდის ვენებს უერთდება – ეს ლიმფურ ძარღვთა სისტემაა.
ლიმფის მოძრაობისათვის მნიშვნელობა აქვს ზოგიერთი ლიმფური ძარღვის კედლების რიტმულ შეკუმშვას, რომელიც წუთში 8-10 ის ტოლია. ლიმფურ ძარღვებში მოთავსებულია სარქველები, რაც უზრუნველყოფს ლიმფის მოძრაობას ერთი მიმართულებით. ლიმფური ძარღვები ერთიანდება კვანძებად (მაგ. იღლიაში), სადაც უამრავი ლეიკოციტი ბუდობს.
ლიმფის მთავარი ფუნქციაა ქსოვილებიდან ჭარბი სითხის გამოდევნა, საბოლოოდ კი, კაპილარებიდან გამოსული სითხე კვლავ სისხლს უბრუნდება. ასერომ ის უზრუნველყობს ორგანიზმში ჰომეოსტაზის შენარჩუნებას. ლიმფა ბიოლოგიური ფილტრის როლსაც ასრულებს, რადგან იგი აკავებს ორგანიზმში მოხვედრილ ზოგიერთ უცხო სხეულს, მაგალითად, ბაქტერიებს, პარაზიტებს, მტვრის ნაწილაკებს და მათ სისხლში გადასვლის საშუალებას არ აძლებს.

წყარო: ცუზმერი ანნა. გამომცემლობა “თბილისი: განათლება 1982”, ლ.ბურდილაძე “დიოგენე”,  ნ.ზაალიშვილი გამომცემლობა “ტრიასი”

მოგვაწოდა რომეო ქებულაძემ

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]