საჭმლის მონელება

საჭმლის მონელება

საჭმლის მონელება

თირკმელი, კანი, ფილტვები, ნაწლავები ექსკრეტორული ორგანოებია.ნაწლავების მეშვეობით გამოიყობა მძიმე მეტალები. 

საჭნლის მექანიკურ და მის ქიმიურად დაშლას საჭმლის მონელება ეწოდება.
საჭმლის მონელება იწყება
პირის ღრუში, საკვები გადადის საყლაპავში, შემდეგ კუჭში ბოლოს კი ნაწლავებში(თორმეტგოჯა, წვრილი, მსხვილი და სწორი).

პირის ღრუ

საჭმლის მონელება პირის ღრუში იწყება, სადაც საკვების მექანიკური დამუშავება ხდება. პირის ღრუში იხსნება სამი წყვილი სანერწყვე ჯირკვალი: ყბაყურა(2ა) ყბისქვეშა(2ბ) და ენისქვეშა(2გ). ნერწყვი შეიცავს 80-90% წყალი, ნივთიერება რომელიც სიბლანტეს აძლევს, ლიზოციმი, და ნახშირწყლების დამშლელ ფერმენტებს (პტიალინი და მალტაზა). პტეალინი და მალტაზა, ნახშირწყლების დამშლელი ფერმენტებია, რომლებიც მათ გლუკოზამდე შლის, მაგრამ პირის ღრუში სახამებლის ბოლომდე დაშლა არ ხდება და დისაქარიდამდე(მალტოზამდე) იშლება. ლიზოციმს დამცველობითი ფუნქცია აქვს. ის აუვნებლებს მიკრობებს და აშუშებს პირის ლორწოვანას. ნერწყვს სუსტი ტუტე რეაქვია აქვს. მისი გამოყობა მხოლოდ ნერვული ლეგულაციით ხდება (თავის ტვინში მოთავსებული მოგრძო ტვინი). უპირობო რეფლექსია მაშინ როდესაც საკვები პირის ღრუში მოხვდება ხოლო პირობითია, როდესაც საკვების სუნს შევიგრძნობთ.

საკვების მექანიკური დამუშავება ხდება კბილების საშუალებით. სულ 32. 4-4 მჭრელი, თითო-თითო წყვილი ეშვი, 2-2 წყვილი მცირე და 3-3 წყვილი ძირითადი კბილი. კბილი გარედან დაფარულია მინანქრით, რომელიც ძვალზეა მაგარია. შიგნით მოთავსებულია დენტინი და პულპა, რომლებიც სისხლძარღვებითა და ნერვული დაბოლოებებითაა. ენა კუნთოვანი ორგანოა, რომლის მოძრაობითაც საკვები გუნდავდება და ხელს უწყობს მის შეწებებას.

საჭმლის მონელება კუჭში

საჭმლის მონელება

საჭმლის მონელება


პირის ღრუდან საკვები ჯერ ხახაში, შემდეგ საყლაპავში გადადის, ეს ყლაპვაა. სამჭმლის მომნელებელი არხი სამშრიანია: გარეთა შემაერთებელქსოვილოვანი, შუა გლუვ-კუნთოვანი და შიგა ეპითელური. საყლაპავიდან საკვები კუჭში გადადის.
კუჭი არის ორგნარო რომელშიც საკვები 4-6 საათი ყოვნდება. მოზრდილი ადამიანი კუჭის ტევადობა 1,5 ლიტრია. კუჭსაც 3 შრიანი აგებულება აქვს. კუჭის შიგა ზდაპირი დანაოჭებულია დაუამრავ ჯირკვალს შეიცავს, რაც შემხები ზედაპირის ფართობს ზრდის. მისი ჯირკვლები გამომიმუშავებენ კუჭის წვენს. კუჭში მჟავე არეა.


კუჭის წვენს მჟავე რეაქცია აქვს რადგანაც მის შემადგენლობაში შედის
მარილმჟავა. იგი ააქტიურებს კუჭის ფერმენტებს და აუვნებლებს საკვებში მოხვედრილ ბაქტერიებს. მისი მეშვეობით Ca(კალციუმისა) და Fe(რიკინის) იონები გადადის ორგანიზმისთვის ადვილად შეთვისებად ფორმებში.
კუჭის წვენის ფერმენტები არის
პეპსინი და ლიპაზა. კუჭში აქტიურად მიმდინარეობს ცილის დაშლა თუმცა მასში ისინი ბოლომდე არ იშლება. პეპსინს მხოლოდ შუალედურ პროდუქტამდე მიჰყავს ცილა, ხოლო ცხომებიდან მხოლოდ რძის ცხიმი იშლება კუჭში. ნახშირწყლების დაშლა კუჭში არ ხდება რადგანაც მისი დამშლელი ფერმენტები მხოლოდ ტუტე არეში არიან აქტიურები კუჭში კი ინაქტივირდებიან, თუმცა საჭმლის გუნდაში სადღაც სიღრმეში მოხვედრილი ნერწყვის ფერმენტები შაქრების დაშლას აგრძელებს. კუჭის წვენი შიცავს დიდი რაოდენობით ლორწოს, რომელსაც ლორწოვანი გარსი გამოიმუშავებს. ლორწოს დამცველობითი ფუნქცია აქვს, რადგანაც იგი კუჭის კედლებს იცავს თვით კუჭის წვენის მოქმედებისგან, რადგანაც უჯრედები ცილისგანაა შექმნილი კუჭში კი ცილის დამშლელი ფერმენტებია. ლორწოს რაოდენობის შემცირებისას ფერმენტები კუჭის კედლებს მოინელებენ, რის შედეგადაც კუჭის კედლის ანთება, გასტრიტი შეიძლება ჩამოყალიბდეს.ეს შეიძლება კუჭის წყლულში გადაიზარდოს და საბოლოოდ კუჭის კედელი გაიხვრიტოს, რასაც კუჭის პერფორაცია ქვია, ამის შემდეგ კუჭის შიგთავსი მუცლის ღრუში გადმოდის და ანთებით პროცესს – პერიტონიტს იწვევს. კუჭის წვენის გამოყოფა ნერვული და ჰუმორული რეგულაციით ყალიბდება. ნერვული რეგულაცია უპირობოდ(პირის ღრუსა და კუჭის კედლების გაღიზიანება) და პიროითად(საჭმლის დანახვა, სუნი, ფერი) ხდება, როგორც ნერწვის დროს. რეფლექსური გამოყოფა დაახლოებით 2 საათი გრძელდება, მაგრამ კუჭში საკვები 4-6 საათია. ამ ხნის განმავლობაში კუჭის წვენის უწყვეტ გამოყოფას ჰუმორული რეგულაცია განაპირობებს. კუჭის სპეციალურ ქსოვილში გამოიყოფა ჰორმონი – გასტრინი. იგი სისხლით მიიტანება კუჭის ჯირკვლებში და საპასუხოდ კუჭის წვენი გამოიყოფა

საჭმლის მონება ნაწლავებში

ნახევრად თხევადი საჭმლის ფაფა გადადის ნაწლავებში, სადაც გრძელდება საკვები ნივთიერებების დაშლისა და შეწოვის პროცესი სისხძარღვებსა და ლიფაში.

წვრილი ნაწლავი 3,5მ სიგრძისაა, მისი დასაწყისია თორმეტგოჯა ნაწლავი (ასე იმიტომ ქვია რომ მისი სიგრძე საშუალოდ 12 ერთად დაწყობილი თითის სიგრძის ტოლია).
თორმეტგოჯა ნაჭლავში იხსნება 2 სადინარი :
კუჭქვეშა ჯირკვლის და ღვიძლის (ნაღვლის) სადინარი. კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტები მხოლოდ ტუტე არეშია აქტიური და ისინი ცილებს-ამინომჟავებამდე, (პროტეაზებით) ნახშირწყლებს-გლუკოზამდე (ამილაზებით) და ცხიმებს-გლიცერინად და ცხიმოვან მჯავებამდე (ლიპაზებით) შლის. ნაღველი ააქტიურებს ცხიმების დამშლელ ფერმენტს ლიპაზას და 1000-ობით ცხიმის მოლეკულა ემულგირდება. თორმეტგოჯაში მიმდინარეობს მხოლოდ დაშლის პროცესი.

ნაწლავის ტალღისებური შეკუმშვით საკვები წვრილ ნაწლავში გადაადგილდება.
წვრილი ნაწლავის შიგნითა ლორწოვან გარსში უამრავი ჯირკვალია, რომლებიც გამოიმუშავებენ ნაწლავის წვენს და მისი ფერმენტების ზემოქმედებით ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები მარტივ, წყალში ხსნად ნივთიერებებად იშლება.ნაწლავის ლორწოვან გარსში მრავლადაა ლიმფური კვანძი რომლებიც ორგანიზმის საერთო იმუნური სისტემის ნაწილია. წვრილიო ნაწლავის შიგა ზედაპირი გამოფენილია მიკროხაოებით, რომლებიც ზრდიან შემწოვი ზედაპირის ფართობს და შეიწოვენ დაშლილ ნივთიერებებს. 1სმ3-ში 2500 ხაოა. ხაოები ერთშრიანი ეპითელიუმისგამ შედგება და დამცველობით ფუნქციასაც ასრულებენ. გლიკოზადა ამინომჟავები ხაოს სისხლძარღვებში შეიწოვება, ხოლო გლიცერინი და ცხიმოვანი მჟავები ლიმფურ კაპილარებში. წვრილ ნაწლავში ხდება დაშლისა და შეწოვის პროცესი.

საჭმლის მოუნელებელი ნარჩენები მსხვილ ნაწლავში 12 საათის განმავლობაში გადაადგილდება. ამ დროს სისხლში შეიწოვება წყლის უმეტესი ნაწილის შეწოვა. მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსს ხაოები არ აქვს. მისი ჯირკვლები გამოიმუშავებენ წვენს, რომლეშიც ცოტა ფერმენტი და ბევრი ლორწოა. ლორწო აიოლებს საკვების გადაადგილებას მსხვილი ნაწლავის განყოფილებებში. მსხვილ ნაწლავში უამრავი ნაწლავის ბაქტერია ბინადრობს, რომლებიც გადაუმუშავებელი ცილების ლპობას (წარმოიქმება შხამიანი ნივთ. ამიაკი) და ნახშირწყლების დუღილს უზრუნველყოფს. მსხვილ ნაწყლავში წარმოქმნილი განავლის მასა გადადის სწორ ნაწლავში და ანალური ხვრელით გამოიდევნება. მსხვილ ნაწლავში ხდება მხოლოდ შეწოვა.

წვრილი და მსხვილი ნაწლავის საზღვარზე მდებარეობს ბრმა ნაწლავი ჭიისებური გამონაზარდით, აპენდიქსით. ცხოველების აპენდიქსში მდებარეობს ცელულოზის დამშლელი ფერმენტები, თუმცა ადამიანი ორგანიზმში ცელულოზის მონელების პროცესში აპენდიქსი არ მონაწილეობს. ჭიანაწლავში მრავლადააა ლიმფური კვანძები. მათში მუდმივად ბუდობს ნაწლავის ჩხირი, რომლებიც მსხვილ ნაწლავში მოხვედრილ დაავადების გამომწვევებს გამრავლებას ზღუდავენ და ასევე ისინი ორგანიზმისათვის საჭირო ზოგიერთი სვიტამინს გამოიმუშავებს.
პირის ღრუ-სუსტი ტუტე. კუჭი-მჟავე. ნაწლავებში-ტუტე. ნეიტრალური არე არსად არაა.

საჭმლის მომნელებელი ორგანოები

ღვიძლი

ღვიძლი ადამიანის ყველაზე დიდი ჯირკვალია და 1,5კგ იწონის. შედგება მრავალ-რიცხოვანი ჯირკვლოვანი უჯრედებისგან და მისი სეკრეტია ნაღველი. ფუნქციები:

  • წარმოქმნის ნაღვესა და შარდოვანას.
  • ბარიერული – დეტოქსიკაცია, ნაწლავებიდან შეწოვილ სისხლს ფილტრავს
  • სისხლწარმოქმნა ჩანასახოვან პერიოდში (ძვლის წითელი ტვინი წარმოქმნამდე)
  • გლიკოგენის დაგროვება
  • ერითროციტების დაშლა
  • სისხლის პლაზმის ცილების სინთეზი

ღვიძლში ღვიძლის კარის ვენით მიიტანება ნაწლავებიდან შეწოვილი სისხლი. გლუკოზის ნაწილი გლიკოგენად გარდაიქმნება. სისხლით მიტანილ ამინომჟავებს ღვიძლში მარაგის სახით დაგროვება არ შეუძლიათ, ამიტომ დეზამინირებას განიცდიან (მოწყდება ამინ ჯგუფი და შარდოვანად გარდაიქმნება). დარჩენილი ამინომჟავები გლიკოგენის სახით შეინახება. ღვიძლშ ამინომჟავები ტრანსამინირებასაც განიცდიან(ერთი სახის ცილა სხვა ცილად გარდაიქმნება) ამ დროს წარმოქმნილ ამიაკს ინდოლს ფენოლს და სხვ. ღვიძლი აუვნებლებს.

ნაღველი

ნაღველი მწარე გემოს, მომწვანო-მოყვითალო, სუსტი ტუტერეაციის მქონე სითხეა. მის ფერი განპირობებულია დაშლილი ჰემოგლობინით.
მის შემადგენლობაში შედის: ნაღვლის მჟავები, ნაღვლის პიგმენტები, ქოლესტერინი, წყალი, მინერალური მარილები და მუცინი. ნაღველი გროვდება
ნაღვლის ბუშტში, რომელიც მხოლოდ რეზერვუარია. მისი ფუნქციებია :

  • ქმნის თორმეტგოჯასადა ნაწლავის შემდგომ განყოფილებებში ტუტე არეს
  • ახდენს ცხიმების ემულგირებას (აქაფებას)
  • ააქტიურებს ყველა საჭმლის მომნელებელ ფერმენტს, განსაკუთრებით ლიპაზას
  • აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას
  • აჩქარებს ცხიმების დაშლის პროდუქდების შეწოვას

კუჭქვეშა ჯირკვალი

კუჭქვეშა ჯირკვალი შერეული სეკრეცისს ჯირკვალია. იგი ჩაქუჩის ფორმისაა და 10-12სმ სიგრძისაა. გამოიმუშავებს ფერმენტს პანკრეასს, რომელიც ფერმენტების მთელი ნაკრებია.
ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი – კუშში დაწყებულ ცილებს ამინომჟავებამდე შლის.
კუჭქვეშა ჯირკვლის ლიპაზა – ცხიმებს გლიცერინად და ცხიმოვან მჟავებად შლის
კუჭქვეშა ჯირკვლის ამილაზა – ნახშირწყლებს დისაქარიდებამდე(მალტოზამდე) შლის შემდეგ კი, მალტაზა მალტოზას გლუკოზამდე დაშლის.
ნუკლეაზები – დმნ-სა და რნმ-ს ნუკლეოტიდებამდე შლის.

წყარო: ცუზმერი ანნა გამომცემლობა “თბილისი: განათლება 1982”, ლ.ბურდილაძე “დიოგენე”

მოგვაწოდა რომეო ქებულაძემ

თქვენი online რეპეტიტორი