საყრდენ-მამოძრავებელი

საყრდენ-მამოძრავებელი

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა

ჩონჩხი და კუნთები ადამიანის საყრდენიცაა და მამოძრავებელიც. იგი ასრულებს როგორც დამცავ ფუნქციას (თავის ტვინი დაცულია თავის ქალაში, ზურგის ტვინი დაცულია ხერხემლის არხში…), ასევე სისხმლბად ფუნქიას (ძვლის წითელი ტვინი).

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა

საყრდენ-მამოძრავებელი

არჩევენ ჩონჩხის 3 ძირითად სახეს:ჰიდროსტატიკურს, გარეგანს და შინაგანს.
ჰიდროსტატიკური ჩონჩხი ახასიათებს რბილი სხეულის მქონე ორგანიზმებს, მაგალითად, ჭიაყელას.
გარეგანი ჩონჩხი ფეხსახსრიანებსა და მოლუსკებს.
შინაგანი ჩონჩხი ახასიათებს ქორდიანებს.
ძვლები და მათი აგებულება
ადამიანის ჩონჩხის ძვლები წარმოქმნილია
ძვლოვანი ქსოვილისგან, რომელიც შემაერთებელი ქსოვილის ერთ-ერთი სახეა. ძვლოვანი ქსოვილი მომარაგებულია ნერვებითა და სისხლძარღვებით. მის უჯრედებს მორჩები აქვს. უჯრედშორისი ნივთიერება ძვლოვანი ქსოვილის 2/3- შეადგენს. იგი მკივრივია და მტკიცე.
ძვლები შეიძლება იყოს გრძელი მოკლე და ბრტყელი.
* * *
გრძელ ძვლებს ლულისებრ ძვლებსაც უწოდებენ. ისინი შიგნიდან ღრუიანია, ასეთი აგებულება სიმტკიცესა და სისუუქეს უზრუნველყოფს. ლულისებრი ძვლების თავები წარმოქმნილია ღრუბლისებრი ნივთიერებისგან (ძვლოვანი ფირფიტა). ძვლოვანი ქსოვილის ხარიხები გადაჯვარედინებულია იმ მიმართულებით, საითაც უფრო მეტია ძვლების დაჭიმვა. ხარიხებს შორის სივრცე ამოვსებულია ძვლის წითელი ტვინით, რომელიც სისხლმბადი ორგანოა. ლულისებრი ძვლების ღრუებში მოთავსებულია ცხიმით მდიდარი შემაერთებელი ქსოვილი, რომლსაც ძვლის ყვითელი ტვინი ეწოდება. (ბარძაყის, ლავიწის, იდაყვის ძვლები)
მოკლე ძვლები და ბრტყელი ძვლები ძირითადად წარმოქმნილია ღრუბლისებრი ნივთიერებისგან. ის ძირითადად სისხლმბად ფუნქციას ასრულებს. მოკლე ძვლებია: მაჯის ძვლები
, ტერფის ძვლები,კვირისტავი. ბრტყელი ძვლებია: ტვინის ქალას ძვლები, სახის (ცხვირის, ყვრიმალის…), ბეჭი, მენჯი და მკერდის ძვალი.
ზოგიერთ ძვალს შერეულ ძვალსაც უწოდებენ, რადგან ისინი მოკლეცაა და ბრტყელიც, მაგალითად, ხერხემლის მალები.


ჩონჩხის ჩამოყალიბება 22-25 წლის ასაკში მთავრდება.
ძვლის ზედაპირს ძვლისსაზრდელა ფარავს, რომლიც
შემაერთებელქსოვილოვანი თხელი, მაგრამ კვრივი შრეა. ძვლისსაზრდელას შიგაუჯრედების დაყოფის ხარჯზე ძვალი იზრდება სისქში. ამ დროს ძვლის ზედაპირზე უჯრედების ახალი ფენა წარმოქმნება, ხოლო ამ უჯრედების ირგვლივ – უჯრედშორისი ნითიერება.
ძვლების თავები დაფარულია
ხრტილოვანი ფენით. ამ უჯრედების დაყოფის ხარჯზე იგი იზრდება სიგრძეში. ხრტილით დაფარულ ძვლების თავებს ძვლისსაზრდელა არ აქვს.
ძვლები ზრდას აწესრიგებს ჰიპოფიზის მიერ გამოყოფილი
სომატოტროპინი. ბავშვობის ასაკში მისი ჭარბი გამოყოფა იწვევს დაავადება გიგანტიზმს და სიმაღლებ შეიძლება 2 მეტრსაც გადააჭარბოს. ბავშობაში ჰორმონის შესუსტებული გამოყოფა იწვევს დაავადება ნანიზმს (ჯუჯობას). ზრდის ჰორმონის ჭარბი გამოყოფა ზრდასრულობის ასაჯში იწვევს დაავადებას -აკრომეგალიას. (სხეულის ნაწილების არაპროპორციული ზრდა).
ძვლები ზრდასრულობის ასაში არც იზრდება და არც მცირდება, მაგრამ ძველი ძვოვანი ნივთიერებების შეცვლა ახლით მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმდინარეობს. რაც უფრო ძლიერია ძვალზე დატვირტვა, უფრო მეტად მიმდინარეობს განახლება, რაც ძვლებს უფრო მეტად ამაგრებს.

ძვლები შედგება ორგანული და არაორგანული ნივთიერებისაგან.
ორგანული ნივთიერებები უზრუნველყოფენ მოქნილობასა და დრეკადობას.
არაორგანული ნივთიერებები უზრუნველყოფენ სიმტიკეცესა და სიმაგრეს.

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემა

საყრდენ-მამოძრავებელი

მოზრდილი ადამიანის ჩონჩხი 220 ძვლისაგან შედგება. ძვლების შეერთების 3 ტიპი არსებობს.
ძვლების
მოძრავ შეერთებას ეწოდება სახსარი და მასში მონაწილეობს ერთი ძვლის ფოსო, ანუ ღრმული და მეირე ძვლის გაფართოებული ნაწილი – თავი. ფოსო და ძვლის თავი დაფარულია ბრწყინავი, გლუვი ხრტილოვანი ფენით, რაც აადვილებს ძვლის ფოსოში თავის სრიალს. სახსრის შემადგენელი ძვლები ერთმანეთს იოგებით ემაგრება, სახსარი ზემოდან დაფარულია სასახსრე ჩანთით. მასში მოთავსებულია სასახსრე სითხე, რაც ამცირებს ხახუნს. ხრტილი, იოგი, სასახსრე ჩანთა შემაერთებელი ქსოვილისგანაა წარმოქმნილი. ძვლების მოძრავ შეერთებას მიეკუთვნება კიდურების სახსრები.
ხრტილოვანი ფენით ძვლების ნახევრად მოძრავ შეერთებას
ნახევარსახსარი ეწოდება. ნახევარსახსარს ვხვდებიდ მალების ერთმანეთთან შეერთების ადგილას და მალებისა და ნეკლენბის შეერთებასთან.
ძვლების
უძრავ შეერთებას ვხვდებით თავის ქალაში, ნაკერებით. ასევე უძრავადაა შეერთებული მენჯი და გავა ერთმანეთთან.

წყარო: ცუზმერი ანნა გამომცემლობა “თბილისი: განათლება 1982”, ლ.ბურდილაძე “დიოგენე”

მოგვაწოდა რომეო ქებულაძემ

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]