საქართველოს უმთავრესი გეომორფოლოგიური ერთეულები

საქართველოს უმთავრესი გეომორფოლოგიური ერთეულები

ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის რელიეფი, გეოლოგიური განვითარებისა და ტექტონიკური აგებულების მიხედვით, ოთხ უმსხვილეს გეომორფოლოგიურ ერთეულად იყოფა: კავკასიონის მთიანეთი, მცირე კავკასიონი, მთათაშორისი ბარი და სამხრეთი მთიანეთი.
კავკასიონის მთიანეთს  ქვეყნის ტერიტორიის მნიშვნელოვანი, დაახლოებით 1/3 ნაწილი, უკავია. მას, პირობითად, სამ მონაკვეთად – დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიონად ყოფენ.

კავკასიონის ცენტრალური ნაწილი (იალბუზსა და მყინვარწვერს შორის) ყველაზე მაღალია. საქართველოში კავკასიონის მთიანეთის დაახლოებით 690 კმ-იანი მონაკვეთი შემოდის. მისი მქასიმალური სიგანე 160-170 კმ-ია. კავკასიონის მთიანეთის შემადგენლობაშა თვით მთავარი წყალგამყოფი ქედი და ჩრდილოეთი და სამხრეთი ფერდობები. ქედის უმაღლესი მონაკვეთი ბეზენგის კედელია, სადაც მდებარეობს საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალი – შხარა (5068 მ). იგი იალბუზის (5642 მ) შემდეგ მეორეა კავკასიაში.

სამხრეთ კავკასიაში გადაჭიმულია მცირე კავკასიონი. იგი სიმაღლითა და რელიეფის სირთულით ჩამორჩება კავკასიონს. მთავარი ოროგრაფიული ერთეულებია: მესხეთის, თრიალეთის, არსიანის და სხვა ქედები. მცირე კავკასიონის უმაღლესი მწვერვალია კენჭაული (ყანლის მთა, 2992 მ).

საქართველოს ტერიტორიის უკიდურეს სამხრეთ ნაწილს სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთი იკავებს. იგი ბრტყელზედაპირიანი ზეგანია, რომლის დიდი ნაწილი სომხეთსა და თურქეთში მდებარეობს. ზეგნის ცენტრალური ნაწილი პლატოა, ხოლო პერიფერიებზე ქედებია წარმოდგენილი. ოროგრაფიული ერთეულებიდან აღსანიშნავია ახალქალაქის პლატო, ერუშეთის მთიანეთი, ჯავახეთისა და სამსარის ქედები. უმაღლესი მწვერვალია დიდი აბული (3301 მ).

კავკასიონსა და მცირე კავკასიონს შორის მთათაშორისი ბარია. მისი ცენტრალური ნაწილი იმერეთის მაღლობს უკავია, რომლის დასავლეთით კოლხეთის, ხოლო აღმოსავლეთით ივერიის ბარი მდებარეობს.

წყარო: წიგნი „გეოგრაფია“. (ავტორები: მაია ბლიაძე, გია ჭანტურია, დავით კერესელიძე)

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]