საქართველოს რელიეფი

საქართველოს რელიეფი

საქართველოს რელიეფი – ზოგადი ნიშნები

საქართველო მთიანი ქვეყანაა. მისი ტერიტორიის საშუალო სიმაღლე ზ.დ-დან 1230 მ-ია.
აღმოსავლეთი საქართველო საშუალო სიმაღლით (1690 მ) უფრო მაღლია, ვიდრე დასავლეთი საქართველო (1314 მ). საქართველოს  უმაღლესი მწვერვალი შხარა – 5068 მ,  უდაბლესი პუნქტი დასავლეთ საქართველოში ზღვის დონეზე 1,5-2,3 მეტრით დაბლაა (ფოთსა და ყულევს შორის). საქართველოში 500 მეტრიანი ჰიფსომეტრიული საფეხურის მიხედვით 5 ზონა გამოიყოფა.
მუნიციპალიტეტებიდან ყველაზე მეტი საშუალო სიმაღლე ყაზბეგის მუნიციპალიტეტს აქვს (ზ.დ 2880 მ), ხოლო ყველაზე ნაკლები საშუალო სიმაღლით ხობის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა  (ზ.დ. 50 მ). ასევე, მაღალია მესტიის (ზ.დ. 2600 მ), ონის (ზ.დ. 2404 მ), ნინოწმინდის (ზ.დ. 2254 მ), დუშეთის (ზ.დ. 2141 მ) მუნიციპალიტეტები.
საქართველოს ძირითად რელიეფწარმომქმნელ ფაქტორებს მიეკუთვნება ენდოგენური (შინაგანი) და ეგზოგენური(გარეგანი) ძალები. შინაგანი ძალები რელიეფის აზევებას იწვევენ, ხოლო გარეგანი ძალები – მწვერვალების მოგლუვებასა და მოსწორებას. საქართველოს რელიეფზე თვალსაჩინოდაა არეკლილი მდინარეების (ეროზია), ზღვის (აბრაზია), მყინვარების და სხვა რელიეფწარმომქმნელი პროცესების ზემოქმედების ნიშნები.
საქართველოს რელიეფისთვის დამახასიათებელია წყალში შედარებით ადვილად ხსნად ქანებთან დაკავშირებული, ე.წ. კარსტული მოვლენები. ამ მხრივ იმერეთი, რაჭა, სამეგრელო და აფხაზეთი გამოირჩევა.

გეოგრაფიაული ნომენკლატურა – საქართველოს რელიეფი

კავკასიონი – დასავლეთი კავკასიონი, ცენტრალური კავკასიონი, აღმოსავლეთი კავკასიონი, რაჭის ქვაბული, ზემო სვანეთის ქვაბული, ქვემო სვანეთის ქვაბული, თიანეთის ქვაბული, ლეჩხუმის ქვაბული, თუშეთის ქვაბული.
კავკასიონის ქედები – მთავარი წყალგამყოფი ქედი –  გაგრის, ბზიფის, ჩხალთის (აფხაზეთის), კოდორის, სვანეთის, ეგრისის (სამეგრელოს), ლეჩხუმის, რაჭის, გერმუხის, ხარულის, ალევის, მთიულეთის, პირიქითის, ხევსურეთის, ხოხის, გუდამაყრის, ქართლის, კახეთის.
მცირე კავკასიონისა და საქართველოს სამხრეთ ვულკანური მთიანეთის ქედები და ქვაბულები – მესხეთის (აჭარა-იმერეთის), თრიალეთის, შავშეთის, არსიანის, სამსარის, ჯავახეთის, ერუშეთის, ლოქის, ახალციხის.
მცირე კავკასიონის და საქართველოს სამხრეთ ვულკანური მთიანეთის ძირითადი მწვერვალები – მეფისწყარო, არჯევანი, შავიკლდე (ყარაყაი), დიდი აბული, გუმბათი.
კავკასიონის ძირითადი მწვერვალები – შხარა, თეთნულდი, უშბა, დომბაიულგენი, დიკლო, მყინვარწვერი (ყაზბეგი), ტებულო, ჯანღა, შოთა რუსთაველის პიკი.
მთათაშორისი ბარი – კოლხეთის დაბლობი, იმერეთის მაღლობი, შიდა ქართლის ვაკე, ქვემო ქართლის ვაკე, ივრის ზეგანი, ალაზნის ვაკე, ელდარის ვაკე, ლიხის (სურამის) ქედი, გომბორის ქედი.
საქართველოს ძირითადი უღელტეხილები – ყადორის, ჯვრის, როკის, ზეკარის, მამისონის, მარუხის, ქლუხორის, რიკოთის, გოდერძის, ცხრაწყაროს, ნაქერალას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი

 

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]