საქართველოს რეგიონები

საქართველოს რეგიონები

საქართველოს რეგიონები

თბილისი:

საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. მისი ჩრდილოეთი საზღვარი საგურამოს ქედის სამხრეთ მთისწინეთზე, ხოლო დასავლეთი სამხრეთი თრიალეთის ქედის განშტოებაზე გადის, აღმოსავლეთით ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ემიჯნება.

თბილისს განაგებს საკრებულო და თბილისის მერი.

მოსახლეობა – 1,1 მილიონი

თბილისი იყოფა 6 მუნიციპალიტეტად: ძველი თბილისი, ვაკე-საბურთალო, ისანი-სამგორი, დიდუბე-ჩუღურეთი, გლდანი-ნაძალადევი, დიდგორი.

მრეწველობის დარგები – მანქანათმშენებლობა (ელმავალთმშენებლობა, საავიაციო, ჩარხმშენებლი, ვაგონმშენებელი), ქიმიური და ფარმაცევტული, კვების (ლუდის, უალკოჰოლო სასმელების, რძის პროდუქტების, ხორცპროდუქტების და სხვ.).

მდინარე რომელიც გაედინება თბილისში – მტკვარი

კახეთი:

კახეთი რელიფურად წარმოდგენილია მთიანი და ვაკე ტერიტორიებით. კახეთის ფარგლებში კავკასიონი დიდი ბორბალოსა და ტინოვროსოს შორისაა. გარე კახეთი მოიცავს ივრის ზეგანს, გომბორისა და იალნოს ქედების მთისწინეთებს.

მხარეში 9 ქალაქი და 276 სოფელია.

მრეწველობის დარგები: კვების (ღვინის, საკონსერვო)

სოფლის მეურნეობის დარგები და კულტურები: მევენახეობა, მარცვლეული, მეცხვარეობა

ვაზის ჯიშები: საფერავი, რქაწითელი, მწვანე, ხიხვი, ჩხავერი.

კურორტები: ახტალა

ისტორიული და ბუნების ძეგლები: ალავერდი, გრემი, შუამთა, იყალთო, დავით გარეჯა, უჯარმა. არწივის ხეობა, ტახტი-ტეფა და ჯუმას ყურე დედოფლისწყაროს რ-ში.

საქართველოს რეგიონები

საქართველოს რეგიონები

სამეგრელო და ზემო სვანეთი:

მხარე შავი ზღვიდან კავკასიონის ქედამდე ვრცელდება და რელიეფურად, შესაბამისად, ვაკისა და მთიან ნაწილებად იყოფა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორია საქართველოს ტერიტორიის 10,6%-ს შეადგენს. მხარეში რვა მუნიციპალიტეტი და ერთი ქალაქი ფოთი შედის.

მრეწველობის დარგები: ენერგეტიკა

სოფლის მეურნეობის დარგები და კულტურები: სიმინდი, ციტრუსი, ჩაი, თხილი, კარტოფილი, მესაქონლეობა.

ვაზის ჯიშები: ჩხავერი, ოჯალეში

კურორტები: ანაკლია, მესტია, ლებარდე, ცაიში, სქური, ლუგელა, მენჯი.

ისტორიული და ბუნების ძეგლები: ზუგდიდის დადიანების სასახლე, უშგული. ქვაცანცალა, მარტვილის კანიონი.

ქვემო ქართლი:

ქვემო ქართლის ტერიტორიაზე ორი უძველესი კრისტალური მასივია – ხრამისა და ლოქის. ვულკანური წარმოშობისაა მოსაზღვრე ჯავახეთისა და სამსარის ქედები, აგრეთვე – წალკის, დმანისისა და გომარეთის პლატოები.

მხარის შემადგენლობაში 6 მუნიციპალიტეტია: გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, თეთრიწყაროს, დმანისისა და წალკის.

მრეწველობის დარგები: ენერგეტიკა, შავი მეტალურგია, საშენ-მასალათა, ქიმიური, ფერადი მეტალურგია.

სოფლის მეურნეობის დარგები და კულტურები: ბოსტნეული, კარტოფილი, ხორბალი, მეცხვარეობა

ვაზის ჯიშები: ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი, ბუდეშური, ჩინური.

კურორტები: მანგლისი, კიკეთი.

ისტორიული და ბუნების ძეგლები: ბოლნისის სიონი, ბეთანია, დმანისის ნაქალაქარი, ბირთვისისციხე, ფიტარეთი, წუღრუღაშენი. დამბაშის ხეობა, ბედენას ბუმბერაზთა ქვაფენილი.

შიდა ქართლი:

მხარე რელიეფურად ვაკისა და მთიან ნაწილებად იყოფა. მთიანი ნაწილი წარმოდგენილია კავკასიონის მთავარი ქედითა და მისი განშტოებებით, აგრეთვე თრიალეთის ქედის ჩრდილო ფერდობებით.

შიდა ქართლის შემადგენლობაში შედის: ხაშურის, ქარელის, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტები, აგრეთვე, ქ. ცხინვალი, ყორნისისა და ჯავის მუნიციპალიტეტები.

მრეწველობის დარგები: კვებისა და საშენი მასალების.

სოფლის მეურნეობის დარგები და კულტურები: მეხილეობა, შაქრის ჭარხალი.

ვაზის ჯიშები: ჩინური, გორული მწვანე, თავკვერი, ბუდეშური, ჩინური.

კურორტები: ჯავა

ისტორიული და ბუნების ძეგლები: უფლისციხე, სამთავისი, რუისი, ურბნისი, ყინწვისი, ქვათახევი, ატენის სიონი.

საქართველოს რეგიონები

საქართველოს რეგიონები

მცხეთა-მთიანეთი:

მხარის რელიეფურად ბარის ნაწილი მიეკუთვნება შიდა ქართლის ვაკეს. მთიან ნაწილში კავკასიონის მთავარი ქედის განშტოებებია: ალევის, გუდამაყრის, ქართლისა და კახეთის ქედები.

მცხეთა-მთიანეთის მხარის შემადგენლობაშია ისტორიული პროვინციები – ხევი, ხევსურეთი, ფშავი და მთიულეთი, აგრეთვე მცხეთის, თიანეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და ახლგორის მუნიციპალიტეტები.

მრეწველობის დარგები: ენერგეტიკა

სოფლის მეურნეობის დარგები და კულტურები: მებოსტნეობა, მეცხვარეობა.

კურორტები: გუდაური, ფასანაური, სიონი

ისტორიული და ბუნების ძეგლები: მცხეთა ქალაქი-მუზეუმი (იცავს იუნესკო), სვეტიცხოველი, ანანური, შატილი, არმაზის ციხე, შიო-მშვიმე, გერგეთის სამება. ბოდორნის სვეტი.

სამცხე-ჯავახეთი:

მხარის რელიეფში სჭარბობს ვულკანური ფორმები, რომელთაც მიეკუთვნება ჯავახეთისა და სამსარის ქედები, ახალქალაქის ვულკანური პლატო, რომელიც მდ. ფარავნის ხეობითაა ჩაჭრილი.

სამცხე-ჯავახეთი 6 მუნიციპალიტეტსა და 3 ისტორიულ-გეოგრაფიულ პროვინციას მოიცავს: სამცხე ანუ მესხეთი, ჯავახეთი და თორი.

მრეწველობის დარგები: კვების.

სოფლის მეურნეობის დარგები და კულტურები: კარტოფილი, ქერი, მეცხვარეობა.

კურორტები: ბორჯომი, ბაკურიანი, აბასთუმანი

ისტორიული და ბუნების ძეგლები:  ვარძია, ზარზმა, საფარა, აწყურის ციხე, ხერთვისი, თმოგვი. ქვისპაპა.

იმერეთი:

მხარის ბუნებრივი პირობები მრავალფეროვანია. მის დასავლეთ ნაწილში კოლხეთის დაბლობის აღმოსავლეთი დაბოლოებაა, რომელიც აღმოსავლეთით თანდათან მაღლდება და იმერეთის მაღლობს, ანუ ზემო იმერეთის პლატოს ქმნის.

მხარეში 542 დასახლებული პუნქტია, რომელთა შორის 10 ქალაქია, 3 დაბა და 529 სოფელი.

მრეწველობის დარგები: შავი მეტალურგია, სამთო-მოპოვებითი, მანქანათმშენებლობა.

სოფლის მეურნეობის დარგები და კულტურები: მევენახეობა, მარცვლეული (სიმინდი), მსხვილფეხა პირუტყვის მოშენება.

ვაზის ჯიშები: ციცქა, ცოლიკაური, ალადასტური, კრახუნა, ძველშავი.

კურორტები: საირმე, ზვარე, ნუნისი, წყალტუბო.

ისტორიული და ბუნების ძეგლები: ბაგრატის ტაძარი, გელათი, ვანის ნაქალაქარი, მოწამეთა. სათაფლიის მღვიმე, ცუცხვათის მღვიმე, კაცხის სვეტი, ოკაცეს კანიონი და ჩანჩქერი, თეთრას, ყუმისთავის ანუ “პრომეთეს, იაზონის, ნაგარევის, საკაჟიოს და ნავენახევი მღვიმეები.

საქართველოს რეგიონები

საქართველოს რეგიონები

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი:

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი ტიპური მთიანი მხარეა. ტერიტორიის მხოლოდ 2.2%-ია 500 მ-ის ქვემოთ განლაგებული, ამიტომ ვაკე-რელიეფს მხარეში უმნიშვნელო ფართობი უჭირავს.

მხარის შემადგენლობაშია რაჭა და ქვემო სვანეთი.

მრეწველობის დარგები: ხე-ტყის მოპოვება.

სოფლის მეურნეობის დარგები და კულტურები: მევენახეობა, მარცვლეული, მსხვილფეხა პირუტყვის მოშენება.

ვაზის ჯიშები: ალექსანდროული, გუჯარეთული, ძველშავი.

კურორტები: უწერა და შოვი.

ისტორიული და ბუნების ძეგლები: კორწმინდა, ბარაკონი. სხვავას საყინულე, თეკენტერის ჭა.

გურია:

საქართველოს რეგიონები

გურია ბუნებრივი პირობების მიხედვით ორ – ბარისა და მთის ნაწილად იყოფა. კოლხეთის დაბლობის სამხრეთი დაბოლოება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ექცევა, რომლის დიდი ნაწილი დაჭაობებულია. დაბლობს გურიის გორაკ-ბორცვები და მთისწინები მიჰყვება.

გურია დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის პირას მდებარეობს. გურია ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს მოიცავს.

მრეწველობის დარგები: კვების

სოფლის მეურნებოს დარგები და კულტურები: ჩაი და ციტრუსი, სიმინდი, თხილი.

ვაზის ჯიშები: კლარჯული, იზაბელა, ადესა, ალადასტური, ჩხავერი.

კურორტი: ურეკი, ბახმარო, გომის მთა.

ისტორიული და ბუნების ძეგლები: თამარის ციხე, ლიხაურის ციხე.

აჭარა:

აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთი განშტოებები – ქობულეთისა და ჩაქვის ქედები  აჭარას ორ – ზღვისპირა და შია მთიან ნაწილებად ჰყოფს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ქ. ბათუმსა და ქედის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტს მოიცავს.

მრეწველობის დარგები: მანქანათმშენებლობა, კვების.

სოფლის მეურნეობის დარგები და კულტურები: ჩაი, ციტრუსი, თხილი, მესაქონლეობა.

კურორტი: ბათუმი, ქობულეთი, მწვანე კონცხი, მახინჯაური, გონიო.

ისტორიული და ბუნების ძეგლები: ქვაკაცა.

აფხაზეთი:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში 1992-93 წლების კონფლიქტამდე ქ. სოხუმი, გაგრის, სოხუმის, გულრიფშის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტები შედიოდა.

1992 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე დამკვიდრებულია სეპარატისტული რეჟიმი, რომელმაც ე.წ. “აფხაზეთის რესპუბლიკის” დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მისი დამოუკიდებლობა სცნო მსოფლიოს ოთხმა ქვეყანამ. დანარჩენი სახელმწიფოები არ აღიარებენ მის დამოუკიდებლობას და იურიდიულად განიხილავენ, როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილს.

კურორტები: სოხუმი, გაგრა, ბიჭვინთა, გუდაუთა, ახალი ათონი, ავადჰარა.

ისტორიული და ბუნების ძეგლები: ბედიის მონასტერი, ახალი ათონის მღვიმე, აბრსკილი მღვიმე, თოვლიანა, გეგას და კლიჩის ჩანჩქერი.

ოკუპაცია დასრულდება დეოკუპაციით!

1. ბლიაძე მაია, ჭანტურია გია, დავით კერესელიძე. “გეოგრაფია – თეორიული კურსი აბიტურიენტებისათვის”. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2013 წ.
2. ყატაშვილი-ერიაშვილი ანა. “გეოგრაფია – ტესტები და ცნობარები”. მერიდიანი. 2013 წ.

თქვენი online რეპეტიტორი