საქართველოს მიერ ხელმოწერილი კონვენციები

საქართველოს მიერ ხელმოწერილი კონვენციები

საქართველოს მიერ ხელმოწერილია დაახლოებით 275-მდე სხვადასხვა კონვენცია და ხელშეკრულება, მათ შორის, გლობალურ პრობლემებთან დაკავშირებული, მაგალითად, 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან). 1968 წლის 1 ივლისის ხელშეკრულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1994 წლის 7 მარტიდან). გაეროს კონვენცია ტერორისტული დაბომბვის წინააღმდეგ (საქარტველოსთან მიმართებაში ძალაშია 2004 წლის 19 მარტიდან). 1973 წლის 3 მარტის კონვენცია გადაშენების პირას მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1996 წლის 12 დეკემბრიდან). 1992 წლის 5 ივნისის კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ, რიო-დე-ჟანეირო (საქართველოსთან მიმართებაში ძალაშია 1994 წლის 31 აგვისტოდან) და სხვა.

თქვენი online რეპეტიტორი