რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების ქრონოლოგია

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების ქრონოლოგია

XVI-XVIII საუკუნეებში ირანისა და ოსმალეთის მუდმივმა აგრესიებმა საქართველო აიძულა მოკავშირე ეძებნა დასავლეთ ევროპასა და რუსეთში.

1483 წელი – კახეთის მეფის ალექსანდრე პირველის ელჩების ჩასვლა მოსკოვის დიდი მთავრის ივანე III-ის კარზე.

1561 წელი – რუსეთის ჯარის პირველი შემოსვლა საქართველოში (კახეთის სამეფოში).

1563 წელი – რუსეთის ჯარმა დატოვა საქართველო (კახეთის სამეფო).

1587-1589 წლები – პირველი ოფიციალური ხელშეკრულების (“წიგნი ფიცისა” და “წყალობის სიგელი”) გაფორმება რუსეთსა და საქართველოს (კახეთის სამეფოს) შორის.

1720-1722 წლები – სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნა რუსეთის იმპერიასა (პეტრე I) და ქართლის სამეფოს (ვახტანგVI) შორის.

1722 წელი – რუსეთის იმპერიის მიერ “სამხედრო-პოლიტიკური კავშირის” დარღვევა, პეტრე პირველის მიერ სპარსეთის წინააღმდეგ ლაშქრობის შეწყვეტა.

1723 წელი – ოსმალეთის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობა (“ოსმალობის” დამყარება) და რუსეთის მიერ სტამბოლის ხელშეკრულებით (1724) ქართლის სამეფოს აღიარება ოსმალეთის გავლენის სფეროდ.

1732 წელი – რეშტის (სპარსეთი) ტრაქტატით რუსეთმა – იმპერატორ ანა ივანეს ასულის მთავრობამ – აღმოსავლეთ საქართველო აღიარა სპარსეთის გავლენის სფეროდ (პარალელურად, იგი აიმედებდა ვახტან VI-ს, რომ სპარსეთში მოაწყობდა ერთობლივ ლაშქრობას და დაეხმარებოდა ქართლის ტახტის დაბრუნებაში).

1736 წელი – რუსეთისგან მოტყუებული ვახტან VI გარდაცვალება ასტრახანში.

1760-62 – ქართლის მეფის – თეიმურაზ მეორის – უშედეგო მცდელობა რუსეთთან სამხედრო კავშირის აღდგენისა.

1765 წელი – პაატა ბატონიშვილის (ვახტანგ მეექვსის უკანონი შვილის) შეთქმულება ერეკლე მეორის წინააღმდეგ; შეთქმულების დამარცხება. შეთქმულთა ნაწილის დასჯა ნაწილისა კი – პეტერბურგში გაქცევა.

1768-1774 წლები – რუსეთ-ოსმალეთის ომი. რუსეთმა ცრუ დაპირებით თავის სასარგებლოდ ომში ჩააბა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები (აიმედებდა ახალციხის საფაშოს გაქუმებასა და სამცხე-ჯავახეთის შემოერთებას). 1774 წლის ქუჩუკ-კაინარჯის ზავით ეკატერინე მეორემ დასავლეთ საქართველო ოსმალეთის გავლენის სფეროდ აღიარა.

1770 წელი – რუსეთის საექსპედიციო კორპუსის ხელმძღვანელის – გენერალ ტოტლებენის მუხანათობა (ოსმალეთის ჯართან ბრძოლის წინ ტოტლებენმა უღალატა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს და შეეეცადა ტახტიდან მის ჩამოგდებას).

1770-1779 წლები – რუსეთის საიმპერატორო კარის მიერ შიდაქართული დინასტიური კონფლიქტის (კახ ბაგრატიონებსა და ქართლის ბაგრატიონთა მუხრანულ შტოს შორის) გამოყენება ქართლ-კახეთის დასასუსტებლად და ხელში ჩასაგდებად [რუსეთში მყოფი ალექსანდრე ბაქარის ძის, ვახტანგ მეექვსის შვილიშვილის, ე.წ. ლეგიტიმისტური მოძრაობის მხარდაჭერა.

1783 წლის 24 ივლისი – გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის “ტრაქტატის” დადება.

1785 წელი – ხუნძახის მმართველ ომარ-ხანის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს აოხრება და რუსეთის მხრიდან ტრაქტატის პირველი დარღვევა (რუსეთის სამხედრო შენაერთებმა დახმარება არ გაუწიეს ქართულ ჯარს).

1790 წელი – “ივერიელთა ერთობის ტრაქტატის” – ქართული სამეფო-სამთავროების ენობრივ-ეთნიკური, სარწმუნოებრივ-კულტურული და სამხედრო-პოლიტიკური ერთიანობის დოკუმენტის – გაფორმება.

1795 წლს 8-11 სექტემბერი – რუსეთის იმპერიის კავკასიის ხაზის სარდლობის (გენერალი ი. გუდოვიჩი) ირიბი თანხმობით სპარსეთის მიერ (აღა-მაჰმად-ხანი) ერეკლე მეორის ჯარის განადგურება და ქართლის აოხრება – საქართველოს დასჯა გეორგიევსკის ტრაქტატის გაუქმებაზე ერეკლეს მიერ უარის თქმის გამო.

1799 წელი – ქართლ-კახეთის სამეფო დინასტიის დასუსტების მიზნით რუსეთის იმპერიის მესვეურთა (გენერალი ლაზარევი, რეზიდენტი კოვალენსკი) მიერ ბატონიშვილების დაპირისპირების პროვოცირება და ტახტის მემკვიდრედ გიორგი მეთორმეტის ვაჟის – დავითის – აღიარება.

1800 წლის 18 დეკემბერი – რუსეთის იმპერატორ პავლე პირველის მიერ “გეორგიევსკის ტრაქტატის” დარღვევა და იმპერატორის მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ (გამოქვეყნდა 1801 წლის 18 იანვარს).

1801 წლის იანვარი – დავით გიორგის ძის მიერ რუსეთის ჯარის დახმარებით ქართლ-კახეთის სამეფოს აღდგენის მოსურნე იულონ ერეკლეს ძისა და “ბატონიშვილთა კოალიციის” დარბევა მარტყოფში.

1801 წლის იანვარი – რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის დროებითი სამმართველო კოლეგიის შექმნა (დავით გიორგის ძე, გენერალი ლაზარევი, რეზიდენტი კოვალენსკი).

1801 წლის 6 მარტი – რუსეთის იმპერატორ პავლე პირველის ბრძანება ქართლ-კახეთის გაუქმებული სამეფოს ნაცვლად საგენერალგუბერნატოროს შექმნისა და გენერალ-გუბერნატორად კარლ კნორინგის დანიშვნის შესახებ.

1801 წელი – გეორგიევსკის ტაქტატის დარღვევითა და სამხედრო ძალის გამოყენებით რუსეთის ახალი იმპერატორის – ალექსანდრე პირველის – მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება (12 სექტემბრის მანიფესტები)
1802 წლის ივლისი – კახეთის არისტოკრატიის საპროტესტო შეკრება სოფ. ქელმენჩურში: ქართლ-კახეთის სამეფოს აღდგენისა და მეფედ იულონ ბატონიშვილის დამტკიცების მოთხოვნა (“ქელმენჩურის მანიფესტი”).

1802 წლის აგვისტო-სექტემბერი – იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილებისა და იმერეთის მეფე სოლომონ მეორის მიერ რუსული მმართველობისგან ქართლ-კახეთის გათავისუფლების მცდელობა.

1803 წელი – ქართლ-კახეთის დედოფლის – მარიამის – მიერ გენერალ ი. ლაზარევის მკვლელობა. მარიამ დედოფილის გადასახლება რუსეთში.

1803-1810 წლები – საქართველოს ტერიტორიის ანექსიის მიზნით რუსეთის იმპერიის მიერ ე.წ. “მფარველობითი” ხელშეკრულებების გაფორმება ქართულ სამეფო-სამთავროებთან:

1803-1804 წლებში – ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროსთან;
1804 წელს – იმერეთის სამეფოსთან (ელაზნაურის ტრაქტატი);
1808-1810 წლებში – აფხაზეთის სამთავროსთან;
1810 წელს – გურიის სამთავროსთან.

1804 წლის მაისი-ოქტომბერი – “მთიულეთის აჯანყება”: პირველი ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც დაიწყო ქართლის მთიანეთში. “მთიულეთის აჯანყების” მიზანი იყო ქართლ-კახეთის სამეფოს აღდგენა (ერთ-ერთი შეტაკებისას რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს და რუსეთში გადაასახლეს იულონ ბატონიშვილი).

1810 წლის მაისი-სექტემბერი – რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს გაუქმება. სოლომონ მეორის ბრძოლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ – იმერეთის აჯანყება (აჯანყების დამარცხების შემდეგ სოლომონ მეორემ ოსმალეთს შეაფარა თავი. ემიგრაციაში იგი ცდილობდა საფრანგეთის, ოსმალეთისა და სპარსეთის დახმარებით აღედგინა იმერეთის სამეფო).

1811-1814 წლები – რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება, და რუსეთის სინოდის საეგზარქოსოს შექმნა.

1812 წლის იანვარი-ნოემბერი – კახეთის აჯანყება: ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება რუსეთის იმპერიასთან ალექსანდრე ბატონიშვილის ხელმძღვანელობით ქართული ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის მიზნით (აჯანყების პირველ ეტაპზე – თებერვალი-მარტის დასაწყისში აჯანყებულებმა მეფედ გამოაცხადეს გრიგოლ ბატონიშვილი – ერეკლე მეორის შვილიშვილის იოანე ბატონიშვილის ვაჟი, რომელიც ქართლ-კახეთის დიდ ნაწილს აკონტროლებდა; მისი სახელი ეკლესიებშიც მოიხსენიებოდა ქართლ-კახეთის მეფედ. გიორგი ბატონიშვილის დატყვევებისა და რუსეთში გადასახლების შემდეგ აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ალექსანდრე ბატონიშვილი).

1815 წელი – სოლომონ მეორის – რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ უკომპრომისო მებრძოლი ქართველი გვირგვინოსნის – გარდაცვალება ტრაპიზონში.

1819-1820 წლები – გურია-იმერეთის აჯანყება: ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება რუსეთის იმპერიასთან სოლომონ მეორის შვილიშვილის – ივანე აბაშიძის – ხელმძღვანელობით ქართული ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის მიზნით.

1828-1829 წლები – რუსეთ-თურქეთის ომი. ადრიანოპოლის ზავით რუსეთის იმპერიის მიერ სამცხე-ჯავახეთის შემოერთება თბილისის გუბერნიასთან და სამცხე-ჯავახეთიდან განდევნილი ქართველი მაჰმადიანების ნაცვლად მთავარმართებელ ი. პასკევიჩის მიერ ოსმალეთიდან დევნილი სომხების ჩამოსახლება.

1829 წელი – იმპერიის მიერ გურიის სამთავროს გაუქმება. სოფიო გურიელის გაქცევა ოსმალეთში.

1832 წელი – რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ქართული არისტოკრატიის შეარაღებული აჯანყების მცდელობა კონსტიტუციური მონარქიის ფორმით ეროვნული სახელმწიფოს აღდგენის მიზნით (მეფედ ივარაუდებოდა ალექსანდრე ბატონიშვილი).

1834 წელი – რუსეთი იმპერიის მიერ სვანეთის სამთავროს დაქვემდებარება.

1837 წელი – რუსული მმართველობის დამყარება წებელდაში.

1840 წელი – რუსული მმართველობის დამყარება სამურზაყანოში.

1857 წელი – სამეგრელოს სამთავროს ფაქტობრივი გაუქმება (იურიდიულად გაფორმდა 1867 წლის 4 იანვარს). მთავრის ოჯახის გადასახლება რუსეთში.

1857-1859 წლები – რუსეთის მიერ დადეშქელიანების სამთავრო სახლის ორ შტოს შორის არსებული დაპირისპირების გამოყენება, რუსეთის სამხედრო ექსპედიცია სვანეთში (პ. უსლარის მეთაურობით), კონსტანტინე დადეშქელიანის დახვრეტა, სვანეთის სამთავროს გაუქმება და რუსული საბოქაულოს შექმნა.

1864 წელი – რუსეთის იმპერიის მიერ აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მთავარ მიხეილ შარვაშიძის გადასახლება რუსეთში.

1864 წლის 21 მაისი – რუსეთ-კავკასიის ომის დასრულების მანიფესტის გამოცხადება რუსეთის იმპერატორის მიერ.
1865-1917 წლები – რუსეთის იმპერიის ენათმეცნიერულ-ეთნოლოგიური დივერსიები ქართველთა ერთიანი ეროვნული ცნობიერებისა და ენობრივ-ეთნიკური ერთიანობის მოსაშლელად.

1866-1867 წლები – აფხაზთა აჯანყება რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ და მთავრად გიორგი მიხეილი ძე შარვაშიძის გამოცხადება. აჯანყების სისხლში ჩახშობა იმპერიის მიერ და აფხაზთა გადასახლება თურქეთში (მუჰაჯირობა).

1880 წელი – იმპერატორ ალექსანდრე მეორის მიერ აფხაზთა გამოცხადება “დამნაშავე ხალხად”.
1991 წლის 7 იანვარი – სსრ კავშირის პრეზიდენტის მ. გორბაჩოვის ბრძანებულება საქართველოს რესპუბლიკაში 1990 წლის დეკემბერში მიღებული ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის შესახებ (იმპერიულმა ცენტრმა მოითხოვა “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ” საქართველოს უზენაესი საბჭოს კანონის გაუქმება).

1991 წლის 9 იანვარი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება სსრ კავშირის პრეზიდენტის 1991 წლის 7 იანვრის ბრძანებულების შესახებ (ამ დადგენილებით არაკანონიერად იქნა მიჩნეული მ. გორბაჩოვის ბრძანებულების მოთხოვნები).

1991 წლის 20 თებერვალი – სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დადგენილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული მდგომარეობისა და რეგიონში ვითარების სტაბილიზაციის შესახებ (ამ დადგენილებით იმპერიული ცენტრი შეეცადა სრული კონტროლი დაემყარებინა საქართველოს ამ ნაწილზე მაინც).

1991 წლის 23 მარტი – ყაზბეგის ოქმი. რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბ. ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია შეთანხმდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სიტუაციის სტაბილიზაციის ღონისძიებების შესახებ.

1991 წელის 31 მარტი – საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი საქართველოში (31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმი კითხვით: “თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?”. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს რესპუბლიკის ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა რომლის 88 პროცენტმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ამომრჩეველთა საერთო რიცხვი – 3 657 477; რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი – 3. 302. 572; სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის “დიახ” მომხრეთა რიცხვი – 3. 295. 493; სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, “არა” მომხრეთა რიცხვი – 17.400). აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175; რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61, 27%-მა; კენჭისყრაში – 61, 23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97, 73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას – 1, 42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს. გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა სოფ. ახალსოფელში. ტყვარჩელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11376 იყო. გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10180 ამომრჩეველმა. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს “ეროვნულ კონგრესში” გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომელთაც მოგვიანებით სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებაში მიიღეს აქტიური მონაწილეობა.

1991 წლის 1 აპრილი – სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დადგენილება (პირველი პუნქტით საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს ეძლეოდა რეკომენდაცია, შინაგანი ჯარების გამოყენებით შემოეღო საგანგებო მდგომარეობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში).

1991 წლის 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

1991 წლის 9 აპრილი – ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სპეციალური რეზოლუცია (№ 94) “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და დემოკრატიული ეროვნული ხელისუფლების მხარდაჭერის შესახებ”.

1991 წლის 14 აპრილი – საქართველოს პირველ პრეზიდენტად ზვიად გამსახურდიას არჩევა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ.

1991 წლის 15 აპრილი – საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება იმპერიული ცენტრალური ხელისუფლებისადმი საყოველთაო ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ (1991 წლის 7 დეკემბრამდე, ბელოვეჟის შეთანხმებამდე, იურიდიულად არსებობს საბჭოთა კავშირი).

1991 წლის 26 მაისი – პლურალისტული და დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში (დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ).

1991 წლის აგვისტო – მოსკოვის პუტჩი და სამხედრო გადატრიალების მცდელობა საქართველოში.

1991 წლის 2 სექტემბერი – იმპერიული ცენტრისგან ინსპირირებული პროვოკაცია თბილისში: მცირერიცხოვანი პროვოკაციული მიტინგის დარბევა გ. ლანჩავას (შემდგომში აქტიური პუტჩისტის) დაქვემდებარებული პოლიციელების მიერ.

1991 წლის 15 სექტემბერი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სსრკ ჯარებისათვის “საოკუპაციო ჯარების სტატუსის” მინიჭების შესახებ.

1991 წლის 29 სექტემბერი – აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები (ე.წ. ეთნიკური კვოტების სისტემით). 65 დეპუტატიდან 28 – ეთნიკური აფხაზი, 26 – ენიკური ქართველი, 11 – სხვა ეთნიკურ ჯგუფთა წარმომადგენელი (შდრ.: აფხაზები მთელი მოსახლეობის 17 %, ქართველები – 47,5 %; 25,5 % – სხვები).

1991 წლის ნოემბერი – რუსეთის პრეზიდენტის – ბ. ელცინის ადმინისტრაციაში სპეციალური საიდუმლო კომიტეტის შექმნა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების კოორდინაციის მიზნით (ხელმძღვანელი: სახელმწიფო მდივანი გ. ბურბულისი; წყარო – გ. ბურბულისის 1996 წლის ოფიციალური აღიარება).

1991 წლის ოქტომბერი-ნოემბერი – იმპერიული ცენტრის ორგანიზებით სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობები საქართველოში.

1991 წლის 8 დეკემბერი – ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია) ხელი მოაწერეს სსრკ-ს დაშლას (ბელოვეჟის შეთანხმება). რუსეთის იმპერიის რეანიმაციის შემდგომ ეტაპად განიხილებოდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანება და დსთ-ს შექმნა, რომლის შემადგენლობაში შესვლაზე საქართველომ იმთავითვე უარი განაცხადა.

1991 წლის 21 დეკემბერი – ალმა-ათის დეკლარაცია. ალმა-ათაში ახალი სახელით გაფორმდა რუსეთის იმპერია: სსრ კავშირის მემკვიდრე გახდა ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომლის შემადგენლობაში არ შევიდნენ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და საქართველო.

1991 წლის 22 დეკემბერი – 1992 წლის 6 იანვარი – იმპერიული ცენტრის მიერ ორგანიზებული კრინიმალური სამხედრო გადატრიალების პირველი ეტაპი – რუსეთის სამხედრო შენაერთების (ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, ძერჟინსკის დივიზიის 345-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის, როსტოვის სპეცნაზის ქვედანაყოფთა), რენეგატი ქართველებისა და ქართველი კრიმინალების მიერ საქართველოს ხელისუფლების ადმინისტრაციული შენობებისა და ტელევიზიის დაკავება. დედაქალაქიდან საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი საბჭოს, საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების განდევნა. რუსეთ-საქართველოს ომის ახალი ეტაპის დასაწყისი.
1921 წლის 28 მარტი – რუსეთის კპ ცკ კავბიუროს, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტისა და აფხაზეთის ე.წ. რევკომის გაერთიანებულ თათბირზე ბათუმში საქართველოს (resp. აფხაზეთის) მოსახლეობის ნების გაუთვალისწინებლად გამოცხადდა “აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის” შექმნა (ს. ორჯონიკიძე, გ. ელიავა, მ. ტოროშელიძე, ე. ეშბა, ნ. ლაკობა).

1921 წლის 21 მაისი – საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის – საქართველოს ე.წ. რევკომის – ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი დეკლარაცია ე.წ. “აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის” დამოუკიდებლობის შესახებ.

1921 წლის 13 ოქტომბერი – ყარსის ხელშეკრულება ქემალისტურ თურქეთსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკების მარიონეტულ ბოლშევიკურ რეჟიმებს შორის, რომელმაც დაადასტურა 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულებების პირობები.

1921 წლის 16 ნოემბერი – რუსეთის კპ ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს პრეზიდიუმის დადგენილება. საოკუპაციო ადმინისტრაციის ამ დადგენილებით მიზანშეუწონლად ჩაითვალა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და გადაწყდა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შესვლა საქართველოს ფედერაციის შემადგენლობაში (საქართველოსა და და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმებს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა 1921 წლის 16 დეკემბერს).

1921 წლის 17 ნოემბერი – საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის – რუსეთის კპ ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს პრეზიდიუმის – დადგენილებით ქალაქი ცხინვალი შევიდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური მხარის შემადგენლობაში, როგორც მისი ადმინისტრაციული ცენტრი. სამხრეთ-ოსეთის ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ დეკრეტი გამოიცა 1922 წლის 20 აპრილს (ამ დროს ცხინვალში მხოლოდ რამდენიმე ოსი ცხოვრობდა).

1921-1922 წლები – საქართველოს პატრიოტული ძალების მიერ ორგანიზებული აჯანყებები საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ (აჯანყებები სვანეთსა და ფშავ-ხევსურეთში).

1922 წლის 30 დეკემბერი – “საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის” შექმნა და ოკუპირებული საქართველოს შეყვანა მის შემადგენლობაში (რუსეთის საბჭოთა იმპერიის სახელდება ე.წ. “საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირად”).

1922 წელი – საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის – ანტისაბჭოთა-ანტისაოკუპაციო მოძრაობის – ხელმძღვანელი სტრუქტურების: პარიტეტული კომიტეტის და სამხედრო ცენტრის შექმნა.

1923 წლის 19 მაისი – საქართველოს “სამხედრო ცენტრის” წევრებისა და ეროვნული მოძრაობის სხვა მესვეურების (15 კაცი, მათ შორის გენერლები: სპირიდონ ჭავჭავაძე, კოტე აფხაზი, ვარდენ წულუკიძე და სხვ.) დახვრეტა რუსული საოკუპაციო ჯარის მიერ.

1924 წელი – საქართველოს მოსახლეობის საერთო-სახალო აჯანყება რუსეთის საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის მიზნით.

1924 წლის დეკემბერი – პოლიტიკურ ემიგრაციაში ანტიიმპერიული ბრძოლის ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაციის: “თეთრი გიორგის” შექმნა (ხელმძღვანელი: გენერალი ლ. კერესელიძე).

1926 წლის შემოდგომა – თბილისში “თეთრი გიორგის” კონსპირაციული ფილიალის შექმნა (ხელმძღვანელი: ევგენი ღვალაძე; დახვრიტეს 1937 წელს).

1928 წლის აპრილი – თბილისში “თეთრი გიორგის” მეორე კონსპირაციული ფილიალის შექმნა (ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ალექსანდრე ჭავჭავაძე; დახვრიტეს 1930 წელს).

1937-1938 წლები – იმპერიული ცენტრის მიერ ორგანიზებული სისხლიანი რეპრესიები. ქართული არისტოკრატიის, ინტელიგენციის, სამღვდელოებისა და მოსახლეობის სხვა ფენების მასოვრივი განდაგურება და გადასახლება რუსეთში.

1941 წელი – ანტისაბჭოთა ეროვნული პოლიტუკური ორგანიზაციის” “სამანის” შექმნა (ხელმძღვანელი ადამ ბობღიაშვილი); ჯგუფის წევრები დახვრიტეს 1942 წლის შემოდგომაზე.

1951 წლის 25 დეკემბერი – იმპერიული ცენტრის მიერ 11 000-ზე მეტი ქართველის გადასახლება შუა აზიაში.

1956 წლის 9 მარტი – საბჭოთა იმპერიის დამსჯელი სამხედრო ოპერაცია თბილისში – საპროტესტო მანიფესტაციის დახვრეტა.

1956 წლის 10 მარტი – ეროვნული პატრიოტული ორგანიზაციის – “სიღნაღის ახალგაზრდა გვარდიის” შექმნა.

1956 წლის შემოდგომა – ანტისაბჭოთა დისიდენტური ორგანიზაციის – “გორგასლიანის” (ზ.გამსახურდია, მ.კოსტავა…) შექმნა.

1957 წელი – საქართველოსგან აფხაზეთის გამოყოფისა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში მისი შეყვანის მიზნით იმპერიული ცენტრის მიერ ინსპირირებული ანტიქართული გამოსვლები აფხაზეთში.

1961-1964 წლები – ეროვნული პატრიოტული ორგანიზაციის – “სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი კავშირის” შექმნა და საქმიანობა.

1964 წელი – აფხაზეთის შეყვანის მცდელობა რსფსრ-ს კრასნოდარის მხარის შემადგენლობაში (ნ. ხრუშჩოვის გეგმა).

1967 წელი – საქართველოსგან აფხაზეთის გამოყოფისა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში მისი შეყვანის მიზნით იმპერიული ცენტრის მიერ ინსპირირებული მორიგი ანტიქართული გამოსვლები აფხაზეთში.

1974-1976 წლები -საქართველოში პირველი ანტისაბჭოთა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის – “ადამიანის უფლებათა საინიციატივო ჯგუფის”, შემდგომში – “საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის” შექმნა (1989 წელს ჯგუფს ეწოდა “საქართველოს ჰელსინკის კავშირი”).

1978 წლის 14 აპრილი – ფართომასშტაბიანი პოლიტიკური მანიფესტაცია თბილისში ქართული ენის, როგორც საქართველოს სახელმწიფო ენის, სტატუსის დასაცავად.

1985-1988 – წლები – ანტიიმპერიული, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა საქართველოში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ხელმძღვანელობით.

1989 წლის 9 აპრილი – საქართველოს მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ანტიიმპერიული (ანტისაბჭოთა) გამოსვლა თბილისში: მიტინგებისა და შიმშილობის აქცია მთავრობის სასახლის წინ. კრემლის (გორბაჩოვ-შევარდნაძე-იაზოვის რეჟიმის) სისხლიანი ანგარიშსწორება: მოშიმშილეთა და მომიტინგეთა აქციის იარაღის ძალით დაშლა (დაიღუპა მშვიდობიან მოშიმშილეთა და მომიტინგეთა ერთი ნაწილი; ბევრი მომიტინგე მოიწამლა იმპერიის დამსჯელი რაზმის მიერ გამოყენებული მომწამლავი გაზით).

1989 წლის 10 ნოემბერი – სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს საგანგებო სესიის გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის სტატუსის ამაღლების შესახებ (ამ არალეგიტიმური გადაწყვეტილებით ავტონომიური ოლქი “გარდაიქმნა” ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად).

1989 წლის 16 ნოემბერი – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსის ამაღლების შესახებ” სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს საგანგებო სესიის გადაწყვეტილებათა გაუქმების შესახებ.

1990 წლის 9 მარტი – ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზეწოლით (ხელმძღვანელი ზვიად გამსახურდია) საბჭოთა იმპერიის საოკუპაციო ადმინისტრაციის – საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ 1921 წლის ოკუპაციისა და ანექსიის ფაქტის აღიარება. საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით (“საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ”) სამართლებრივად იქნა დადასტურებული 1921 წელს საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის ფაქტი. ძალადაკარგულად ჩაითვალა საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს შეყვანასთან დაკავშირებული ყველა იურიდიული აქტი.

1990 წლის 20 ივნისი – საქართველოს ეროვნული მოძრაობის ზეწოლით იმპერიული ცენტრის საოკუპაციო ადმინისტრაციის – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს – მიერ არასაბჭოთა, მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნების დანიშვნა 28 ოქტომბერს (ეროვნული ძალების ზეწოლითვე არჩევნებს ეწოდა “საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს“ არჩევნები, ნაცვლად “საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა“).

1990 წლის 25 აგვისტო – დეკლარაცია აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ. საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის საპასუხოდ, იმპერიული ცენტრი ცდილობს სეცესიური მოძრაობების გაძლიერებას აფხაზეთსა და ცხინვალის მხარეში; სწორედ ამ მიზნით კრემლმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მარიონეტული ხელისუფლების პრორუსულ ნაწილს ცალმხრივად გამოაცხადებინა “სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი” და აფხაზეთის კონსტიტუციის უზენაესობა აფხაზეთის ტერიტორიაზე.

1990 წლის 26 აგვისტო – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს 1990 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილების “ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ” გამოცხადების შესახებ.

1990 წლის 31 აგვისტო – სოხუმში შეიკრიბა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროქართული ნაწილი, რომელმაც ლეგიტიმური ქვორუმით მიიღო გადაწყვეტილება 1990 წლის 25 აგვისტოს “დეკლარაციის” გაუქმების შესახებ.

1990 წლის 20 სექტემბერი – სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს “გადაწყვეტილება ავტონომიური ოლქის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ” და “დეკლარაცია სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესახებ”.

1990 წლის 21 სექტემბერი -საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება – სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს 1990 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებების “ბათილად და იურიდიული ძალის არმქონედ” გამოცხადების შესახებ.

1990 წლის 28 ოქტომბერი – პირველი მრავალპარტიული, არასაბჭოთა, დემოკრატიული არჩევნები საქართველოში. ანტიიმპერიული, ეროვნული და დემოკრატიული ძალების (პოლიტიკური ბლოკი: “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”) მოსვლა საქართველოს ხელისუფლებაში.

1990 წლის 14 ნოემბერი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ ზვიად გამსახურდიას არჩევა. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ “გარდამავალი პერიოდის გამოცხადების კანონის” მიღება.

1990 წლის 9 დეკემბერი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მიზნით იმპერიული ცენტრის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არალეგიტიმური “არჩევნების” ჩატარება.

1990 წლის 11 დეკემბერი – საქართველოს რესპუბლიკის კანონი “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ”.

1990 წლის 13 დეკემბერი – ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბჭოთა რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სსრ კავშირის კონსტიტუციის მოქმედების შესახებ (ამ არალეგიტიმური დადგენილებით გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოქმედების შეჩერება).
1991 წლის 7 იანვარი – სსრ კავშირის პრეზიდენტის მ. გორბაჩოვის ბრძანებულება საქართველოს რესპუბლიკაში 1990 წლის დეკემბერში მიღებული ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის შესახებ (იმპერიულმა ცენტრმა მოითხოვა “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ” საქართველოს უზენაესი საბჭოს კანონის გაუქმება).

1991 წლის 9 იანვარი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება სსრ კავშირის პრეზიდენტის 1991 წლის 7 იანვრის ბრძანებულების შესახებ (ამ დადგენილებით არაკანონიერად იქნა მიჩნეული მ. გორბაჩოვის ბრძანებულების მოთხოვნები).

1991 წლის 20 თებერვალი – სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დადგენილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული მდგომარეობისა და რეგიონში ვითარების სტაბილიზაციის შესახებ (ამ დადგენილებით იმპერიული ცენტრი შეეცადა სრული კონტროლი დაემყარებინა საქართველოს ამ ნაწილზე მაინც).

1991 წლის 23 მარტი – ყაზბეგის ოქმი. რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბ. ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია შეთანხმდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სიტუაციის სტაბილიზაციის ღონისძიებების შესახებ.

1991 წელის 31 მარტი – საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი საქართველოში (31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმი კითხვით: “თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?”. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს რესპუბლიკის ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა რომლის 88 პროცენტმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ამომრჩეველთა საერთო რიცხვი – 3 657 477; რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი – 3. 302. 572; სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის “დიახ” მომხრეთა რიცხვი – 3. 295. 493; სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, “არა” მომხრეთა რიცხვი – 17.400). აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175; რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61, 27%-მა; კენჭისყრაში – 61, 23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97, 73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას – 1, 42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს. გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა სოფ. ახალსოფელში. ტყვარჩელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11376 იყო. გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10180 ამომრჩეველმა. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს “ეროვნულ კონგრესში” გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომელთაც მოგვიანებით სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებაში მიიღეს აქტიური მონაწილეობა.

1991 წლის 1 აპრილი – სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დადგენილება (პირველი პუნქტით საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს ეძლეოდა რეკომენდაცია, შინაგანი ჯარების გამოყენებით შემოეღო საგანგებო მდგომარეობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში).

1991 წლის 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

1991 წლის 9 აპრილი – ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სპეციალური რეზოლუცია (№ 94) “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და დემოკრატიული ეროვნული ხელისუფლების მხარდაჭერის შესახებ”.

1991 წლის 14 აპრილი – საქართველოს პირველ პრეზიდენტად ზვიად გამსახურდიას არჩევა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ.

1991 წლის 15 აპრილი – საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება იმპერიული ცენტრალური ხელისუფლებისადმი საყოველთაო ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ (1991 წლის 7 დეკემბრამდე, ბელოვეჟის შეთანხმებამდე, იურიდიულად არსებობს საბჭოთა კავშირი).

1991 წლის 26 მაისი – პლურალისტული და დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში (დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ).

1991 წლის აგვისტო – მოსკოვის პუტჩი და სამხედრო გადატრიალების მცდელობა საქართველოში.

1991 წლის 2 სექტემბერი – იმპერიული ცენტრისგან ინსპირირებული პროვოკაცია თბილისში: მცირერიცხოვანი პროვოკაციული მიტინგის დარბევა გ. ლანჩავას (შემდგომში აქტიური პუტჩისტის) დაქვემდებარებული პოლიციელების მიერ.

1991 წლის 15 სექტემბერი – საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სსრკ ჯარებისათვის “საოკუპაციო ჯარების სტატუსის” მინიჭების შესახებ.

1991 წლის 29 სექტემბერი – აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები (ე.წ. ეთნიკური კვოტების სისტემით). 65 დეპუტატიდან 28 – ეთნიკური აფხაზი, 26 – ენიკური ქართველი, 11 – სხვა ეთნიკურ ჯგუფთა წარმომადგენელი (შდრ.: აფხაზები მთელი მოსახლეობის 17 %, ქართველები – 47,5 %; 25,5 % – სხვები).

1991 წლის ნოემბერი – რუსეთის პრეზიდენტის – ბ. ელცინის ადმინისტრაციაში სპეციალური საიდუმლო კომიტეტის შექმნა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების კოორდინაციის მიზნით (ხელმძღვანელი: სახელმწიფო მდივანი გ. ბურბულისი; წყარო – გ. ბურბულისის 1996 წლის ოფიციალური აღიარება).

1991 წლის ოქტომბერი-ნოემბერი – იმპერიული ცენტრის ორგანიზებით სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობები საქართველოში.

1991 წლის 8 დეკემბერი – ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია) ხელი მოაწერეს სსრკ-ს დაშლას (ბელოვეჟის შეთანხმება). რუსეთის იმპერიის რეანიმაციის შემდგომ ეტაპად განიხილებოდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანება და დსთ-ს შექმნა, რომლის შემადგენლობაში შესვლაზე საქართველომ იმთავითვე უარი განაცხადა.

1991 წლის 21 დეკემბერი – ალმა-ათის დეკლარაცია. ალმა-ათაში ახალი სახელით გაფორმდა რუსეთის იმპერია: სსრ კავშირის მემკვიდრე გახდა ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომლის შემადგენლობაში არ შევიდნენ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და საქართველო.

1991 წლის 22 დეკემბერი – 1992 წლის 6 იანვარი – იმპერიული ცენტრის მიერ ორგანიზებული კრინიმალური სამხედრო გადატრიალების პირველი ეტაპი – რუსეთის სამხედრო შენაერთების (ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, ძერჟინსკის დივიზიის 345-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის, როსტოვის სპეცნაზის ქვედანაყოფთა), რენეგატი ქართველებისა და ქართველი კრიმინალების მიერ საქართველოს ხელისუფლების ადმინისტრაციული შენობებისა და ტელევიზიის დაკავება. დედაქალაქიდან საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი საბჭოს, საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების განდევნა. რუსეთ-საქართველოს ომის ახალი ეტაპის დასაწყისი.
1992 წლის 2 იანვარი – საქართველოში არალეგიტიმური ორგანოს – “საქართველოს სამხედრო საბჭოს” შექმნა.

1992 წლის 3 იანვარი – საქართველოს სამხედრო საბჭოს მიერ მრავალათასიანი მანიფესტაციების სისხლიანი დარბევა თბილისში (დიდუბის მეტროსთან და დელისთან).

1992 წლის 29 იანვარი – ნახევარმილიონიანი მანიფესტაცია თბილისში არალეგიტიმური “სამხედრო საბჭოს” წინააღმდეგ და კანონიერი ხელისუფლების მხარდასაჭერად.

1992 წლის 2 თებერვალი – საქართველოს სამხედრო საბჭოს მიერ ნახევარმილიონიანი მანიფესტაციის სისხლიანი დარბევა თბილისში.

1992 წლის 21 თებერვალი – საქართველოს სამხედრო საბჭოს, სამხედრო საბჭოსთან არსებული ე.წ. საკონსულტაციო საბჭოსა და “ეროვნული კონგრესის” მიერ 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის აღდგენის გამოცხადება.

1992 წლის 7-10 მარტი – საქართველოში ე. შევარდნაძის მოსკოვიდან ჩამოსვლა და “სამხედრო საბჭოს” გარდაქმნა “საქართველოს სახელმწიფო საბჭოდ”.

1992 წლის თებერვალი-ივლისი – სახელმწიფო საბჭოს დამსჯელი ექსპედიციები დასავლეთ საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ფუნქციონირებას განაგრძობდნენ საქართველოს კანონიერი ხელისუფლების ორგანოები.

1992 წლის 24 ივნისი – “დაგომისის შეთანხმება” (ე.შევარდნაძემ და ბ.ელცინმა დაგომისში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს საოკუპაციო ადმინისტრაციამ რუსეთის ფედერაციის სამხედრო შენაერთებს ოფიციალურად მისცა “სამშვიდობო ძალების სტატუსი” ცხინვალის რეგიონში).

1992 წლის 11 აგვისტო – სამხრეთ კავკასიის რკინიგზის დასავლეთ საქართველოს მონაკვეთზე შექმნილი მძიმე ვითარების მოგვარების საბაბით საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება “რკინიგზის ტრანსპორტზე საგანგებო წესების შემოღების შესახებ” (რუსეთის იმპერიის რეალური მიზანი იყო დასავლეთ საქართველოში მოქმედი კანონიერი ხელისუფლების სრული ლიკვიდაცია და აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება. საამისოდ მან გამოიყენა თავისი საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლები – ვ. არძინბასა და ე. შევარდნაძის რეჟიმები).

1992 წლის 14 აგვისტო – საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სამხედრო შენაერთების გადაადგილება საქართველოს ტერიტორიის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მონაკვეთში აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით; ე.წ. აფხაზური გვარდიის მიერ ცეცხლის გახსნა და რუსეთ-საქართველო ომის აფხაზეთის ეპიზოდის დასაწყისი.

1992 წლის 3 სექტემბერი – “მოსკოვის შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტი”. აფხაზეთის კონფლიქტის ინსპირატორი ქვეყნის ინიციატივით მოსკოვში დაიდო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს ბ. ელცინმა და ე.შევარდნაძემ. ამ ხელშეკრულებით რუსეთის სამხედრო შენაერთებს მიენიჭათ “შუამავლის როლი” აფხაზეთის ტერიტორიაზე. მიღებული დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნა “კონტროლისა და ინსპექციის კომისია”, რომელსაც უნდა განეხორციელებინა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღება და დაშლა. დოკუმენტით აღიარებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ხელშეუხებლობა.

1992 წლის 1-3 ოქტომბერი – გაგრის დაცემა. მიუხედავად მოსკოვში მიღწეული შეთანხმებისა, ვ.არძინბას ადმინისტრაციის შეიარაღებულმა ფორმირებამ და რუსეთის სამხედრო შენაერთებმა ქალაქ გაგრაში განახორციელეს ქართულენოვანი მშვიდობიანი მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და მასობრივი დახვრეტები, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის იძულებითი განდევნა და მათი საცხოვრებელი სახლების განადგურება მოჰყვა (ეთნიკური წმენდის I ეტაპი: გაგრა დაახლოებით – 27 ათასი დევნილი, გუდაუთა – დაახლოებით 8 ათასი დევნილი. სულ დაახლოებით 35 ათასი დევნილი).

1992 წლის ნოემბერი – 1993 წლის მაისი – ვ.არძინბას ადმინისტრაციის შეიარაღებულმა ფორმირებამ და რუსეთის სამხედრო შენაერთებმა გაგრის აღების შემდგომ განახორციელეს რამდენიმე უშედეგო შეტევა ქალაქ სოხუმზე (მათ შორის ყველაზე ფართომასშტაბიანი – 1993 წლის 5 იანვარს და 1993 წლის 15-16 მარტს).

1993 წლის 14 მაისი – მოსკოვის შეთანხმება. ე.შევარდნაძემ და ბ.ელცინმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ცეცხლის განუახლებლობის შესახებ (1993 წლის 2 ივლისს ტამიშზე, 5-6 ივლისს გუმისთასა და 7-9 ივლისს შრომა-კამანზე დავდასხმით ვ.არძინბას შეიარაღებულმა ფორმირებამ და რუსეთის სამხედრო შენაერთებმა დაარღვიეს ეს ხელშეკრულებაც).

1993 წლის 27 ივლისი – რუსეთის გარანტიებით მორიგი “ხელშეკრულების” დადება ქალაქ სოჭში “აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მისი დაცვის კონტროლის მექანიზმის შესახებ”. ამ ხელშეკრულებით “საქართველოს სახელმწიფო საბჭომ” თავისი შენაერთები გამოიყვანა აფხაზეთის ტერიტორიიდან და ადგილობრივი მოსახლეობისაგან შემდგარ 23-ე და 24-ე ბრიგადებს ჩამოართვა მძიმე ტექნიკა (ამ ხელშეკრულებით მოხდა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ყოფნის მომხრე აფხაზეთის მკვიდრთა განიარაღება).

1993 წლის ივლისი-აგვისტო – გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები (S/849/1993/, S/854/1993/, S/858/1993/) – საქართველოზე გაეროს სამხედრო მეთვალყურეთა მანდატის დაწესება და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში 88 სამხედრო დამკვირვებლის გამოგზავნა.

1993 წლის აგვისტო-დეკემბერი – დასავლეთ საქართველოს რაიონებში საქართველოს დევნილი კანონიერი ხელისუფლების სტრუქტურების (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს, საქართველოს მთავრობისა და 1991 წელს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების) ამოქმედება, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დაბრუნება. რუსეთ-საქართველოს ომი სამეგრელოს ტერიტორიაზე. რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სადესანტო შენაერთების მიერ (ბალტინის მეთაურობით) კანონიერი ხელისუფლების სამხედრო ძალებისა და კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელთა განდევნა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა (საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ და მთავრობამ დევნილობაში გააგრძელა ფუნქციონირება).

1993 წლის 16-27 სექტემბერი – სოხუმის დაცემა. ვ.არძინბას ადმინისტრაციის შეიარაღებულმა ფორმირებამ და რუსეთის სამხედრო შენაერთებმა უხეშად დაარღვიეს სოჭის 1993 წლის 27 ივლისს შეთანხმება აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა და მისი დაცვის კონტროლის მექანიზმის შესახებ და 1993 წლის 16 სექტემბერს შეუტიეს ქ.სოხუმის მშვიდობიან მოსახლეობას. ქ.სოხუმის ორკვირიანი შტურმის შედეგად ვ.არძინბას შეიარაღებულმა ფორმირებამ და რუსეთის სამხედრო შენაერთებმა განდევნეს დაახლეობით 107 ათასი ადგილობრივი მცხოვრები (ეთნიკური წმენდის II ეტაპი: ქ.სოხუმი – დაახლოებით 50 ათასი დევნილი, გულრიფშის რაიონი – დაახლოებით 35 ათასი დევნილი, ქ.სოხუმის რაიონი – 22 ათასი დევნილი). მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად დახვრიტეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და სოხუმის მერიის ხელმძღვანელები, სხვა თანამდებობის და სამოქალაქო პირები და მათი დაცვა. სოხუმის ალყის გამო მოსახლეობა იძულებული გახდა უგზოობისა და უამინდობის პირობებში ჭუბერის უღელტეხილით ფეხით გადასულიყო საქართველოს სხვა რეგიონებში. მოსახლეობის ნაწილი გზაში დაიღუპა.

1993 წლის 28-30 სექტემბერი – ვ.არძინბას შეიარაღებული ფორმირებისა და რუსეთის სამხედრო შენაერთების მიერ ოჩამჩირისა და გალის რაიონების დაპყრობა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლების პროქართული ნაწილის გადასვლა საქართველოს დედაქალაქში (სოხუმში დანერჩინილმა პრორუსულმა ნაწილმა – ვ. არძინბას დაჯგუფებამ – ქვორუმის არარსებიბის გამო დაკარგა ლეგიტიმურობა და იქცა რუსეთის ნების შემსრულებელ საოკუპაციო ადმინისტრაციად).

1993 წლის დეკემბერი, 1994 წლის მარტი – ე. შევარდნაძის რეჟიმის მიერ მიღებული უკანონო აქტები რუსეთის ნეოიმპერიაში (“დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში”) საქართველოს შეყვანასთან დაკავშირებით.

1994 წლის 14 მაისი – მოსკოვის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ. საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთსა და ზუგდიდის რაიონში) “სამშვიდობო ძალების” სტატუსით რუსეთის საოკუპაციო ჯარის განლაგება.

1994-2003 წლები – რუსეთის მიერ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში გარანტირებული მოუწესრიგებლობის და პერმანენტული ესკალაციის სტრატეგიის განხორციელება.

1996 წელი 2-3 დეკემბერი – ლისაბონის სამიტი. ეუთოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე მიიღეს დეკლარაცია, სადაც გამოითქვა შეშფოთება აფხაზეთში ქართული მოსახლეობის მიმართ განხორციელებული ეთნიკური წმენდის გამო.

1998 წლის 19-26 მაისი – გალის მოსახლეობის გენოციდი და ეთნოწმენდა. ვ. არძინბას ადმინისტრაციის შეიარაღებულმა ფორმირებამ და რუსეთის სამხედრო შენაერთებმა გალის რაიონში მუდმივად მცხოვრები დაახლოებით 50 000 ქართველის მიმართ განახორციელეს ფართომასშტაბიანი სამხედრო აქცია. ერთი კვირის განმავლობაში გალსა და გალის რაიონში გადაწვეს 600-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. მოსახლეობამ დროებით თავი შეაფარა გალის რაიონის ტყეებს, ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონების განაპირა სოფლებს.

1999 წელი – ხელშეკრულება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის საექსპორტო ნავთობსადენის გაყვანისა და შესაბამისი საერთაშორისო კონსორციუმის შექმნის შესახებ.

1999 წლის 17 ნოემბერი – სტამბულის სამიტი. ეუთოს ამ სამიტზე გადაწყდა საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ბაზების ნაწილის (გუდაუთისა და ვაზიანის რუსული სამხედრო ბაზების) დაშლა და გაყვანა.

2000 წლის დეკემბერი – რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღების შესახებ. Gგამარტივებული წესებისა და პრეფერენციების დადგენა სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისათვის.

2001 წლის ივლისი – საქართველოს ტერიტორიიდან ვაზიანისა და ნაწილობრივ გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა.
2003 წლის 23 ნოემბერი – “ვარდების რევოლუცით” შევარდნაძის რეჟიმის შეცვლა. ხელისუფლებაში მოსულმა მ. სააკაშვილის ხელისუფლებამ ოფიციალურად უარი თქვა პრორუსული პოლიტიკის გატარებაზე და პროდასავლური კურსი აირჩია(რის გამოც 2008 წლის აგვისტოში რუსეთის იმპერია შეეცადა დაესაჯა საქართველო).

2004 წლის აგვისტო -კონფლიქტის ესკალაცია და სამშვიდობო ფორმატის კრიზისი ცხინვალის რეგიონში.

2006 წლის მარტი – რუსეთის მიერ ფაქტობრივი ეკონომიკური ემბარგოს შემოღება საქართველოს აგრარულ პროდუქციაზე.

2006 წლის მარტი – რუსეთის მიერ საქართველოს სატრანსპორტო ბლოკადის დაწესება.

2006 წლის ივლისი – საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებების შეთანხმება საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების (ახალქალაქისა და ბათუმის სამხედრო ბაზების) დაშლისა და გაყვანის შესახებ არაუგვიანეს 2007 წლის დეკემბრისა.

2006 წლის 24 ივლისი – კოდორის ოპერაცია. საქართველოს მთავრობამ განახორციელა საპოლიციო ოპერაცია კოდორის ხეობის ზედა ნაწილში (დალის ხეობაში) – ზემო აფხაზეთში. ზემო აფხაზეთში განთავსდა აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების საპარლამენტო და ადმინისტრაციული სტრუქტურების ნაწილი. აჟარაში აღდგა გაერო-ს სამხედრო დამკვირვებელთა პუნქტი.

2006 წლის სექტემბერ-ოქტომბერი – საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურის დაკავება და ექსტრადიცია.

2007 წლის იანვარი – გაზსადენის გათიშვა რუსეთის მხრიდან.

2007 წლის დეკემბერი – საქართველოს ტერიტორიიდან ბათუმისა და ახალქალაქის რუსული სამხედრო ბაზების გაყვანა.

2008 წლის 16 აპრილი – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვ. პუტინის ბრძანებულება აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” რესპუბლიკებთან პირდაპირი ურთიერთობების დამყარების შესახებ.

2008 წლის 31 მაისი – საქართველოს ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში) რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სარკინგზო ჯარების ვოლგოგრადის 76-ე პოლკის შემოყვანა (სამხედრო ტექნიკის გადაადგილებისათვის სარკინიგზო პლატფორმების რეაბილიტაციის მიზნით).

2008 წლის 15 ივლისი – 2 აგვისტო – ჩრდილოეთ კავკასიაში საქართველოს საზღვრებთან რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიანი წვრთნები “კავკასია – 2008”, როგორც საქართველოსთან ახალი ომის მზადების ბოლო ეტაპი.

2008 წლის 7-12 აგვისტო – რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესიის განხორციელება (სისხლისმღვრელი ბრძოლებით რუსეთის სამხედრო შენაერთებმა მოახდინეს საქართველოს ტერიტორიის მესამედის ოკუპაცია.

2008 წლის 26 აგვისტო – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დ. მედვედევის დეკრეტები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ (ამ დოკუმენტებით რუსეთის იმპერიამ საქართველოს ტერიტორიის 18,5 %-ის ფაქტობრივი ანექსია მოახდინა).

2008 წლის 28 აგვისტო – საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის სამხედრო შენაერთებისთვის საოკუპაციო ჯარის სტატუსის აღდგენა და რუსეთთან დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა.