როგორ შევარჩიოთ

როგორ შევარჩიოთ პროფესია სწორად

როგორ შევარჩიოთ პროფესია სწორად?

ალბათ ყველა თანხმდება, რომ პროფესიის შერჩევისას მიღებული გადაწყვეტილება მთელი ცხოვრება თან სდევს ადამიანს, დადებით ან უარყოფით ფონად. ყველას გსმენიათ ალბათ ფრაზა – „შეარჩიე სამუშაო რომელიც გიყვარს და არც ერთი დღე არ მოგიწევს მუშაობა“. მე კი გეტყვით რომ პირველ რიგში შეარჩიეთ პროფესია, რომელიც ამ ფრაზის ამაყად თქმის საფუძველს მოგცემთ. პირდაპირ გეტყვით რომ სისულელეა ეძიო აქტუალური, მოთხოვნადი პროფესია და საერთოდ არ გაითვალისწინო საკუთარი სურვილები, შეხედულებები და რაც ყველაზე მთავარია შესაძლებლობები. ტიპური სურათია, როცა აბიტურიენტი მომავალ პროფესიას არა მისი შესაძლებლობებით, არამედ მისი აქტუალობით არჩევს . ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც დიდი ალბათობით სულ თავს შეგახსენებს. მთელი ცხოვრება მოგიწევს არგუმენტებით თავის მართლება „ აი ის პროფესია, რომ ამერჩია და მესწავლა დღეს მეც იციით სად ვიქნებოდიი?! „ ( გსმენიათ ალბათ მსგავს ფრაზები უფროსებისაგან).

უნდა შევთანხმდეთ, რომ თუ შესანიშნავად წერ, სიამოვნებას განიჭებს ლიტერატურა, პოეზია და მთელი არსებით გძულს პითაგორას თეორემა … არ უნდა ადგე და ბიზნესზე არ უნდა ჩააბარო, მხოლოდ იმიტომ რომ მშობლებს უნდა ბანკში იმუშაოს თავისმა შვილმა, ან შენ ფიქრებ რომ „ბიზნეს-ვუმენობა„ ძალიან მაგარია. გარწმუნებ და მთელი პასუხისმგებლობით გეუბნები, რომ შენი ყველა სემესტრი უნივერსიტეტში იმაზე ოცნებით დაიწყება, რომ ამ სემესტრში მაინც აღარ ისწავლი მათემატიკას ( მაგრამ ერთი კვირის შემდეგ გაგახსენდება, რომ ოცნებას კაცი არ მოუკლავს :დ ).

დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სამუშაოსაგან მიღებული მატერიალური ანაზღაურება, რაც არ უნდა სახარბიელო იყოს ის, ვერ გადაწონის იმ საქმის კეთებისგან მიღებულ სიამოვნებას, რომელიც გიყვარს. ზუსტად ასევეა საგანზე და სფეროზე (მაგალითად მათემატიკა და ლიტერატურა). მუშაობის და სწავლის პროცესში ადამინი იყალიბებს საკუთარ როლს ცხოვრებაში. თუ თქვეენ ისწავლით ქიმიას, რომელიც გძულთ, ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას ამ სფეროში და ჩამოგიყალიბდებათ აზრი, რომ ცხოვრებაში „არ გამოდექით“, საერთოდ უნიჭო ხართ და არაფრის გაკეთების უნარი არ შეგწევთ. მაგრამ იცოდეთ რომ ეს მტკნარი სიცრუეა. არ არსებობს უნიჭო ადამიანი. ადამიანები უმოქმედობით კლავენ ნიჭს საკუთარ თავში, ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სწორად შერჩეული პროფესია, არის საკუთარი თავისა და ნიჭის რეალიზაციის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.

იდეა, რომ ამ თემაზე დამეწერა ბლოგი, განაპირობა ჩემს ირგვლივ მყოფმა უამრავმა სტუდენტმა, რომელებიც სამწუხაროდ მწარედ შეცდნენ პროფესიის არჩევაში. ამის მიზეზი აბიტურიენტობის დროს გადადგმული გაუაზრებელი არჩევანია, რაც ხშირად საფუძველი ხდება მომავალში წარმოქმნილი სირთულეების, პროფესიული წარუმატებლობის, არკვალიფიციური კადრების, დიპლომით ხელში, რომელთაც პროფესიული განათლების ძალიან დაბალი დონე აქვთ და რომლებიც ბუნებრივია ვერ მიაღწევენ კარიერულ წარმატებას.

იმისათვის რომ სამომავლოდ არ მიიღოთ მსგავსი სურათი თქვენს პროფესიულ საქმიანობაში, აუცილებლად გაითვალისწინეთ:

  1. აირჩიე სამომავლო საქმინობა, რომელიც გაინტერესებს
  2. აირჩიე ის საქმე, რაც განიჭებს სიამოვნებას
  3. დაფიქრდი შეძლებ თუ არა იმ საქმინობის რეალურად გაკეთებას, რაც გინდა, რომ აკეთო. (მაგალითად ძალინ მინდა ვხატავდე, მაგრამ არ მაქვს ამის ნიჭი)
  4. გაიაზრეთ თქვენთვის რამდენად პერსპექტიული იქნება ეს სამუშაო და აკმაყოფილებს თუ არა ის თქვენს ამბიციებს.

და ბოლოს, რაც ყველაზე მთავარია, ამ ყველაფერთან თქვენი მომავალი პროფესია იმდენად უნდა მოგწონდეთ, რომ მზად იყოთ მთელი ცხოვრება ემსახუროთ მას, ნუ შეეცდებით სხვა ასიამოვნოთ და საკუთარი სურვილები უკანა ფლანგზე მიაგდოთ. არ ჩააბაროთ სამედიცინოში თუ მთელი გულით არ გსურს ხალხის სამსახური, რომელი ფაკულტეტის სტუდენტიც არ უნდა გახდე ბებოს მაინც ეყვარები, გააკეთე ის რაც ყველაზე მეტად მოგწონს!!!

სოფო თაბაგარი
27.03.2016

გაუზიარეთ მეგობრებს: “როგორ შევარჩიოთ პროფესია სწორად?”
თქვენი online რეპეტიტორი