რეფლექსი

რეფლექსი

რეფლექსი – ნერვული სისტემა

განარჩევენ 4 ტიპის ნერვულ სისტემას : დიფუზური, ღერძული, კვანძოვანი, მილისებური.
დიფუზური ნერვული სისტემა აქვს ჰირდრას. მისი უჯრედები ექტოდერმაშა გაფანტული და ერთმანეთს მორჩებით უკავშირდება. საკმარისია ჰიდრას ნებისმიერ ადგილას შეეხო, რომ ის მთელი სხულით უპასუხებს გაღიზიანებადობას.

რეფლექსი

რეფლექსი

ღერძოვანი ნერვული სისტემა გააჩნია პლანარიას. მას ნერვული უჯრედებისგან შემდგარი 2 ნერვული ღერძი აქვს, რომელიც სხეულის წინა ნაწლიში ერთდება. მარჯვენა და მარცხენა სიმეტრიული ღეძები ერთმანეთს განივი ნერვებით უკავშირდება და კიბისებრ სტრუქტურას წარმოქმნის. თუ პლლანარეას სინათლე თვალაკებს მოხვდება, ისინი ინფორმაციას თავის უბანში გადასცემენ, საიდანაც ინფორმაცია მთელს ნერვულ კიბეში ვრცელდება.

რეფლექსი

რეფლექსი

კვანძოვანი ნერვული სისტემა გააჩნია ჭიაყელას. მას მუცლის მხარეზე გრძელი ნერვული ძეწკვი აქვს,რომელიც კვანძების გაერთიანებით წარმოიქმნება. განსაკუთრებით მსხვილი კვანძები ჭიაყელას სახის ზემოთ და სახის ქვემოთ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჭიაყელას თვალები არ აქვს, ის სინათლეს ძალიან კარგად გრძნობს. ჭიაყელას მსგავსი კვანძოვანი სისტემა ფეხსახსრიანებსაც გააჩნიათ.

რეფლექსი

რეფლექსი

მილისებური ნერვული სისტემა გააჩნია ყველა ხერხემლიან ცხოველს. ნერვული სისტემა იყოფა ცენტრალური და პერიფერიული ნერვ. სისტემა. ცენტრალური ნერვული სისტემა შედგება თავისა და ზურგის ტვინისგან.
პერიფერიული ნერვული სისტემა შედგება მათგან გამომავალი ნერვებისა და ნერვული კვანძებისგან.
პერიფერიული სისტემის იმ ნაწილს, რომელიც ჩონჩხის კუნთების მუშაობას არეგულირებს სომატურია (ნება-სურვილს ექვემდებარება)
პერიფერიული ნერვული სისტემის იმ ნაწილს, რომელიც შინაგანი ორგანოების მუშაობას აწესრიგებს ავტონომიური, ანუ ვეგეტატიური ნერვული სისტემა. (ნება-სურვილს არ ექვემდებარება).
ავტონიმიური ნერვული სისტემიდან გამოყოფენ:
სიმფატიკური – აძლიერებს და აჩქარებს ორგანოთა მუშაობას
პარასიმფატიკური – ასუსტებს და ანელებს ორგანოთა მუშაობას.
მათ ანტაგონისტურ ნერვებსაც უწოდებენ, რადგან საწინააღმდეგო ფუნქციებს ასრულებენ.

რეფლექსი

უმაღლეს ნერვულ სისტემაში გამოყოფენ ორი ტიპის რეფლექსს: უპირობო და პირობითი.

უპირობო რეფლექსები შთამომავლობას მშობლებისგან გადაცემა, სიცოცხლის განმავლობაში იგი არ იცვლება. უპირობო რეფლექსების რეფლექსური რკალი გადის თავის ტვინის ღეროში ან ზურგის ტვნინში. დიდი ნახევარსფეროების მონაწილეობა აუცილებელი არ არის.
არსებობს 4 ტიპის უპირობო რეფლექსი: კვებითი, თავდაცვითი, სქესობრივი, საორიენტაციო.
კვებითია ნერწყვის გამოყოფა საკვების პირში მოხვედრისას. ყლაპვა, წოვის რეგულაცია…
თავდაცვითია ცხელ საგანზე შეხებისას ხელის გაცევა, ჩხვლეტა, ცემინება, ხველება…
სქესობრივ რეფლექსებთან დაკავშირებულია გამრავლების, რეპროდუქციის, პროცესი.
საორიენტაციო რეფლექსი უზრუნველყოფს უცნობი გამღიზიანებლის აღქმა: ადამიანი ყურს უგდებს, ჩაფიქრდება, თავს აბრუნებს… პავლოვმა მას რა არის? რეფლექსი უწოდა.

პირობით რეფლექსებს ორგანიზმი იძენს სიცოცხლის განმავლობაში, ის ცვალებადია და შეიძლება შეკავდეს და გაქრეს. პირობითი რეფლექსების შენარჩუნებისთვის საჭიროა იგი უპირობო რეფლექსებით. პირობითი რეფლექსების წარმოქმნა და შეკავება აუცილებელია გარემოს კონკრეტულ პირობებთან შესანარჩუნებლად. პირობითი რეფლექსების რკალები გადის თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროების ქერქში. პირობითი რეფლექსებია ჩვენი ყოველდღიური ჩვევები, მაჯის საათის მოხსნის შემდეგ ისევ დავიხედავთ მაჯაზე და ა.შ.

წყარო: ცუზმერი ანნა გამომცემლობა “თბილისი: განათლება 1982”, ლ.ბურდილაძე “დიოგენე”,  ნ.ზაალიშვილი გამომცემლობა “ტრიასი”

მოგვაწოდა რომეო ქებულაძემ

თქვენი online რეპეტიტორი