რელიეფის ტიპები

რელიეფის ტიპები

წარმოშობის მიხედვით, საქართველოში გავრცელებულია რელიეფის შემდეგი ტიპები: ტექტოგენური, ვულკანური, მყინვარული, კარსტული, ეროზიული, გრავიტაციული, ანთროპოგენური და პეტროგენური.

ტექტოგენური რელიეფი დაკავშირებულია დედამიწის ზედაპირის ვერტიკალურ მოძრაობასთან. საქართველოში ქედებისა და მთათაშორისი ქვაბულების არსებობა და მათი ჰიფსომეტრიული მდებარეობა სწორედ ტექტონიკური პროცესებითაა გამოწვეული.

ვულკანური რელიეფი ძირითადად გვხვდება სამხრეთ საქართველოში (არსიანის ქედი, ერუშეთის მთიანეთი, სამსარისა და ჯავახეთის ქედები, ახალქალაქისა და წალკის ვულკანური პლატოები) და კავკასიონზე (ყელის ვულკანური მთიანეთი და ყაზბეგის ვულკანური მასივი). რელიეფის ვულკანურ ფორმებს მიეკუთვნება ვულკანური კონუსები, ლავური ნაკადები და ვულკანური პლატოები.

მყინვარული რელიეფი ამჟამად მხოლოდ კავკასიონზე გვხვდება. აქვე შემორჩენილია ძველი გამყინვარების კვალიც, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია ტროგული ხეობებით, მყინვარული ცირკებით, კარებითა და სხვა.

საქართველოში  ტროგული ფორმები გავრცელებულია კავკასიონის მტავარი ქედის მაღალმთიან ქედებზე: გაგრის, ბზიფის, კოდორის, ლეჩხუმის, ბერმუხის, ქართლისა და სხვა. ასევე ფართოდაა გავრცელებული მყინვარული ცირკი და კარი, რომლებიც ხშირად მყინვარული ტბებითაა დაკავებული.

ეროზიულ რელიეფს საქართველოს მთასა და ბარში ვრცელი ფართობები უკავია. განასხვავებენ ძველ და ახალგაზრდა ეროზიულ წარმონაქმნებს. ძველი ეროზიული ფორმები შემორჩენილია ძირულისა და ლოქის კრისტალურ მასივებზე. ახალგაზრდა ეროზიული ფორმებია ხეობები, ხევები, ტერასები და სხვა.

გრავიტაციული რელიეფის განვითარებას ხელს უწყობს ღრმად დანაწევრებული დამნიშვნელოვნად დახრილი ფერდობები. მათ მიეკუთვნება მეწყერები და კლდეზვავები.

კარსტული რელიეფისათვის დამახასიათებელი რელიეფის უარყოფითი ფორთებია: ძაბრები, ქვაბულები, მღვიმეები, უფსკრულები  და ა.შ. საქართველოში კარსტული რელიეფი ძირითადად დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი, აფხაზეთში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთშია გავრცელებული.

პეტროგენური რელიეფის  ფორმებია: 40 მ სიმაღლის კაცხის კირქვული სვეტი, მოქანავე ლოდი „ქუაცანცალა“, კანიონები, კლოვანი თხემები და სხვა.

ანთროპოგენური რელიეფი მრავლად და მრავალფეროვნადაა წარმოდგენილი. მათ მიეკუთვნება უძველესი პერიოდის ანთროპოგენური ფორმები – კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი, ხელოვნური ტერასები, სარწყავი არხები და სხვ.

თქვენი online რეპეტიტორი