პოსტემბრიონული განვითარება ცხოველებში

პოსტემბრიონული განვითარება ცხოველებში

პოსტემბრიონული განვითარება იწყება ორგანიზმის დაბადების ან კვერცხის გარსებიდან გამოსვლის მომენტიდან და სიკვდილამდე გრძელდება.  არსებობს პოსტემბრიონული განვითარების ორი ტიპი : პირდაპირი განვითარება და არაპირდაპირი  ანუ მეტამორფოზული განვითარება.

  • პირდაპირი განვითარებისას ახლად დაბადებული ან კვერცხის გარსებიდან ახალ გამოსული ორგანიზმი ძირითადი ნიშნებით – აგებულებითა და ცხოვრების ნირით, ზრდასრული ორგანიზმისგან თითქმის არ განსხვავდება. იგი მხოლოდ მცირე ზომისაა და სქესობრივად მოუმწიფებელი.
  • არაპირდაპირი (მეტამორფოზით) განვითარებისას კვერცხის გარსებიდან ახალგამოსული ორგანიზმი –  ლარვა, მთელი რიგი ნიშან-თვისებებით არ გავს ზრდასრულ ორგანიზმს. 
პოსტემბრიონული განვითარება ცხოველებში

პოსტემბრიონული განვითარება ცხოველებში

  • მწერებისთვის დამახასიათებელია სრული და არასრული მეტამორფოზი.
  • სრული მეტამორფოზის მწერები გაივლიან კვერცხის, მატლის, ჭუპრისა და ზრდასრული მწერის სტადიებს.
  • არასრული მეტამორფოზის მწერებისათვის დამახასიათებელია კვერცხის, ლარვისა და ზრდასრული მწერის სტადიები.
  • ლარვა ცოცხალი ორგანიზმების განვითარების ერთ-ერთი სტადიაა.

თქვენი online რეპეტიტორი