პოპულაცია მიკროევოლუციის ფაქტორები

პოპულაცია მიკროევოლუციის ფაქტორები

  • ერთი სახეობის თავისუფლად შეჯვარებად ინდივიდთა ერთობლიობას, რომელიც ხანგრძლივად არსებობს გარკვეულ ტერიტორიაზე და შედარებით გამოცალკევებულია ამავე სახეობის სხვა ერთობლიობისგან, პოპულაცია ეწოდება.
  • პოპულაცია ევოლუციის ელემენტარული ერთეულია.
  • მუტაციური პროცესი ზრდის პოპულაციის გენეტიკურ ჰეტეროგენურობას ჰეტეროზიგოტებში რეცესიული მუტაციების დაგროვების შედეგად.
  • გენთა დრეიფი წარმოადგენს თაობათა მანძილზე შემთხვევითი პროცესებით გამოწვეულ ალელთა სიხშირის ცვლილებას პოპულაციაში.
  • პოპულაციური ტალღები ეწოდება საარსებო გარემოს ცვლილების შედეგად პოპულაციების რაოდენობის მკვეთრ ცვლილებას.
  • გენთა ნაკადს პოპულაციათა შორის გენთა მიმოცვლას უწოდებენ.
  • იზოლაცია განპირობებულია სხვადასხვა ზღუდეების წარმოქმნით, რომელიც ხელს უშლის თავისუფალ შეჯვარებას.
  • სივრცობრივი (გეოგრაფიული) იზოლაცია გულისხმობს პოპულაციების გამიჯვნას გეოგრაფიული ზღუდეებით.
  • ბიოლოგიური იზოლაციის დროს შეუძლებელი ხდება თავისუფალი შეჯვარება – პანმიქსია და წყდება გენთა ნაკადი.
  • პოპულაციის უმნიშვნელოვანეს მახასიათებლად ალელების და გენოტიპების სიხშირე ითვლება.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]