პოეტისა და პოეზიის დანიშნულება ილიასა და აკაკის შემოქმედებაში

პოეტისა და პოეზიის დანიშნულება ილიასა და აკაკის შემოქმედებაში

პოეტისა და პოეზიის დანიშნულება ილიასა და აკაკის შემოქმედებაში

რა არის პოეტისა და პოეზიის დანიშნულება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საყურადღებოა ი.ჭავჭავაძის ლექსები “პოეტი” , “ჩემო კალამო” და აკაკის წერეთლის “პოეტი” . ისინი XIX საუკუნის გამოჩენილი რეალისტები არიან, რომლებიც ნათლად საუბრობენ პოეტისა და პოეზიის დანიშნულებაზე.
ილია ჭავჭავაძის ,,პოეტი” და ,,ჩემო კალამო”. ილია უდიდეს პასუხისმგებლობას გრძნობს თავისი დაჩაგრული ქვეყნის წინაშე. მისთვის პოეზია არა მხოლოდ ლამაზი და ტკბილი გალობაა,არამედ ერის წინაშე უდიდესი პატივისა და სიყვარულის გამოხატულება. მისი აზრით ჭეშმარიტი პოეტის მთავარი დანიშნულება კაცთათვის ღვთის უზენაესი მცნების გადაცემაა და სიტყვით ხალხის გულის ანთება. პოეტი ერთგვარი შუამავალია მიწასა და ზეცას შორის. ამგვარი შედარებით ისინი ანგელოზებად მოიაზრებიან. მხოლოდ საზოგადო ცხოვრების წინამძღოლობა გაამართლებს პოეტის არსებობას. ილია სამშობლოს გულანთებული შვილი იყო და სწორედ ამიტომ მოკლეს იგი წიწამურთან. მწერალს ლექსში ,,ჩემო კალამო”, მხოლოდ ეს ამბიცია აქვს- შემინახე დედაო მიწავ. მას არ უნდოდა წასულიყო ამ ქვეყნიდან,ისე რომ ხალხისთვის თავისი სათქმელი არ ეთქვა. ილია ერისგან ტაშს, აღიარებას არ მოითხოვდა, რადგან უფალი დაუფასებდა იმ შრომას რასაც ქართველებისათვის გაიღებდა.
აკაკი წერეთლის ,,პოეტი”-აქ ავტორი ძალიან თავმდაბალია, რადგან საკუთარ თავს უგუნურს უწოდებს. პოეტის მთავარი დანიშნულებაა ემსახუროს სიმართლეს, იმას რასაც სარკე აირეკლავს, დაგვანახებს და შეუფარავდ გადმოგვცემს. ის გარემოების საყვირია, არც მიწისაა და არც ცისა. მწერალი უფალს ემსახურება და მისგან ბოძებულ ცნებას ასრულებს, ამბობს მხოლოდ იმას, რასაც ისმენს და ხედავს.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ პოეტისა და პოეზიის მთავარი დანიშნულებაა ხალხში უშიშრად მოფინოს სიმართლე და მხოლოდ სიმართლე, იყოს პატიოსანი, რადგან იგი უფლისგან მოვლენილია მიწაზე ერის საზრუნავად.

ავტორი: ლამარა აფციაური

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]