პაგუოშის მოძრაობა

პაგუოშის მოძრაობა

პაგუოშის მოძრაობა მეცნიერთა საერთაშორისო მოძრაობაა მშვიდობის, განიარაღების, საერთაშორისო უშიშროებისა და სამეცნიერო თანამშრომლობისათვის , მსოფლიოს თერმობირთვული ომის თავიდან ასაცილებლად. კონფერენციის მოწვევის ინიციატივა მსოფლიოში საყოველტაოდ ცნობილ მეცნიერთა ჯგუფს ( ა. აინშტაინი, ფ. ჟოლიოკიური, ბ. რასელი და სხვები) ეკუთვნის. 1955 წელს მათ მოწოდებით მიმართეს ყველა ქვეყნის მეცნიერებს, ხმა აემაღლებინათ ატომური ენერგიის სამხედრო მიზნით გამოყენების წინააღმდეგ.

1957 წლის ივლისში აშშ-ის საზოგადო მოღვაწისა და მრეწველის ს. იტონის აქტიური მხარდაჭერით მის სამშობლოში პაგუოშში (Pagwash, კანადა) პაგუოშის პირველი კონფერენცია შედგა და პაგუოშის მუდმივი კომიტეტი შეიქმნა ( ქ. ლონდონი)

თქვენი online რეპეტიტორი