ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარება, ემბრიოგენეზი

ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარება, ემბრიოგენეზი

  • ორგანიზმის ინდივიდუალური

    განვითარების პროცესს ზიგოტის წარმოქმნის მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე ონტოგენეზი  ეწოდება. ის ორ ეტაპად იყოფა: ემბრიონული და პოსტემბრიონული ეტაპები. ონტოგენეზი ორგანიზმის დაბერებითა და სიკვდილით მთავრდება.

  • ემბრიონული პერიოდი გრძელდება ზიგოტის წარმოქმნიდან ორგანიზმის დაბადებამდე ან კვერცხის გარსებიდან გამოსვლამდე.

დაყოფის სტადია: 

  1. წარმოიქმნება ბლასტომერები.
  2. რაც უფრო იზრდება ბლასტომერების რიცხვი მით უფრო მცირდება უჯრედის ზომა.
  3. წარმოიქმნება ერთშრიანი ჩანასახი – ბლასტულა.
  4. შემდეგი არის გასტრულაციის ეტაპი. გასტრულის წარმოქმნისას უჯრედები ძალიან სწრაფად იყოფა მიტოზურად და მათი რიცხვი მკვეთრად იზრდება. წარმოიქმნება ორშრიანი ჩანასახი, რომელსაც აქვს გარეთა შრე – ექტოდერმა, შიგნითა შრე – ენტოდერმა და პირველადი ნაწლავის ღრუ. 
  5. შემდეგ უჯრედები გადანაწილდება და წარმოიქმნება გასტრულა სამი ჩანასახოვანი ფურცლით: ექტოდერმა, მეზოდერმა და ენტოდერმა.
  • ექტოდერმიდან ვითარდება : ნერვული სისტემა, კანის ეპითელიუმი, ჯირკვლები, რქოვანი წარმონაქმნები, მხედველობისა და სმენის ორგანოები.
  • ენტოდერმიდან ვითარდება : საჭმლის მომნელებელი  და სუნთქვის ორგანოები.
  • მეზოდერმიდან ვითარდება : კუნთები, ხრტილოვანი და ძვლოვანი ჩონჩხი, სისხლძარღვები, გამომყოფი და გამრავლების ორგანოების სისტემები.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]