ნუკლეინის მჟავები

ნუკლეინის მჟავები

ნუკლეინის მჟავები

ნუკლეინის მჟავები

ნუკლეინის მჟავები

ნუკლეინის მჟავები ორგვარია: დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (დნმ) და რიბონუკლეინის მჟავა (რნმ). ისინი ბირთვში არიან აღმოჩენილნი და სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი სახელი (ნუკლეოს – ბირთვი).

დნმ-ს მოლეკულა პოლიმერია, რომლის მონომერები ნუკლეოტიდია. ნუკლეოტიდებს რთული აგებულება აქვს და 3 კომპონენტისგან შედგება: აზოტოვანი ფუძე, ხუთნახშირბადიანი მონოსაქარიდი დეზოქსირიბოზა და ფოსფორმჟავას ნაშთი. დნმ შეიცავს ოთხი სახის ნუკლეოტიდს, ისინი მხოლოდ აზოტოვანი ფუძეებით განსხვავდება, რომელიც 4 სახისაა: ადენინი, გუანინი, ციტოზინი და თიმინი.
ადენინი და გუანინი დიდი ზომის მოლეკულები არიან და ერთნაირი აგებულება აქვთ. ისინი
პურინების ჯგუფს მიეკუთვნებიან.
თიმინი და ციტოზინი მცირე ზომის მოლეკულები არიან და ერთნაირი აგებულება აქვთ. ისინი
პირიმიდინების ჯგუფს მიეკუთვნებიან.

 

ნუკლეინის მჟავები

დნმ

დნმ-ს უმნიშვნელოვანესი კანონზომიერებებია:

  • დნმ-ს ნუკლეოტიდების რაოდენობრივი შემცველობა სხვადასხვა ორგანიზმში განსხვავებულია
  • ადენინის რაოდენობა თიმინის რაოდენობის ტოლია (ა=თ), ხოლო გუანინის რაოდენობა ციტოზინის რაოდენობისა (გ=ც), რადგან ისინი კომპლემენტარული წყვილები არიან. ამასთან, პურინების ფუძეების რაოდენობა პირიმიდინების ფუძეების რაოდენობის ტოლია (ა+გ=თ+ც)
  • დნმ-ის მოლეკულა შედგება სპირალურად დახვეული ორი პოლინუკლეოტიდური ჯაჭვისგან
  • მოლეკულის სიგანე არ იცვლება და 2 ნანომეტრის ტოლია.
  • სიგრძეზე დნმ-ის ნუკლეოტიდები ერთმანეთს კოვალენტური ბმით უკავშირდებიან, იგი წარმოიქმნება მეზობელი ნუკლეოტიდების ფოსფორმჟავასა და ნახშირწყალს შორის.
  • მოპირდაპირე ჯაჭვები ერთმანეთთან სუსტი წყალბადური ბმებით არიან დაკვაშირებული, იგი აზოტოვან ფუძეებს შორის წარმოიქმნება.

 

ნუკლეინის მჟავები

რნმ

 

 

რიბონუკლეინის მჟავა 3 სახისაა: სატრანსპორტო რნმ (ტ-რნმ, პატარაა), ინფორმაციული რნმ (ი-რნმ, ერთი გენის ტოლია) და რობოსომული რნმ (რ-რნმ, დიდია). რნმ დნმ-სგან იმით განსხვავდება, რომ:

  • აზოტოვანი ფუძის, თიმინის, ნაცვლად ურაცილს შეიცავს.
  • რნმ მხოლოდ ერთჯაჭვიანია (დნმ ორი სპირალური ჯაჭვი)
  • ნახშირწყალ დეზოქსირიბოზას ნაცვლად რიბოზას შეიცავს)
  • რნმ ნუკლეოტიდების გაცილებით მცირე რაოდენობას შეიცავს

 

გამოყენებული ლიტერატურა: ნ.ზაალიშვილი. გამომცემლობა “ტრიასი”.

მოგვაწოდა რომეო ქებულაძემ

თქვენი online რეპეტიტორი