ნიკო ლორთქიფანიძის “სანახავათ“ - ანალიზი!!!

ნიკო ლორთქიფანიძის “სანახავათ“ – ანალიზი!!!

მოთხრობის განსაკუთრებულ ემოციურ უშუალობას და შთამბეწდაობას ანიჭებს ის, რომ მასში პირქუში ადამიანური ტრაგედია დანახულია ბავშვის თვალთახედვით, რომელიც ძალიან ცოცხლად და დამაჯერებლად არის აღბეჭდილი. ეს ამ ტრაგედიის, ერთი მხრივ, თითქოს ანელებს, არბილებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მის საშინელებას უფრო მწვავედ საგრძნობს ხდის – ბავშვის მიამიტობაასთან, უცოდველობასთან და ბუნებრივ სიკეთესთან შეპირისპირება უფრო რელიეფურად აჩენს უფროსების ცხოვრების დისჰარმონიას, მის მძიმე, დამთრგუნველ მხარეებს.
მაგრამ საბოლოოდ ნაწარმოებში მაინც ბავშური სისუფთავე და გულითადობა ძლევს უფროსების ერთმანეთისადმი უნდობლობას, ბოღმას, გამწარებას. სახარებაში ნათქვამია, რომ თუ ადამიანები ბავშვებს არ დაემსგავსებიან, სასუფეველს ვერ მოიპოვებენ. მოთხრობის პატარა გმირი ბუნებითი ქრისტიანია, რომელიც თითქოს სასუფეველს სულით ატარებს და მას უფროსებსაც აზიარებს, თითქოს მათაც ბავშურ უმანკოებას უბრუნებს. მისი წრფელი სიყვარული, სიწმინდე და სითბო, რომელსაც იგი მამას ჩიტის სახით უძღვნის, ამ გაბოროტებულ კაცს გულს ულბობს. ამავე დროს ბავშვის სისუფთავე და სიკეთე აგრძნობინებს მას, რომ ცოდვის ჩამდენია და ეს შემწყნარებელს ხდის, შეაძლებინებს ცოლს მიუტევოს ძნელად მისატევებელი რამ – ის, რომ ქალს სხვა უყვარდა.

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]