ნიკო ლორთქიფანიძე - „ტრაგედია უგმიროთ“ - განხილვა

ნიკო ლორთქიფანიძე – „ტრაგედია უგმიროთ“ – განხილვა

ჟანრობრივად ეს ნაწარმოები მინიატურაა, ფორმითაც, ხერხებიც გამოხატვისა შესაფერისია მინიატურისა, რა თქმა უნდა, ოღონდ წარმოსდგება სახე მონუმენტური, ტრაგიკული სახე წარმოსდგება შიმშილისაგან გაწამებული ადამიანისა, შვილებიც რომ გადაავიწყდება, ან თუ უფრო მკვეთრად რომ ითქვას, შვილებიც რომ მეტოქეებად მიუჩნევია, სიცოცხლისათვის, თავის გადარჩენისათვის გამწარებულ ბრძოლაში.
ჭეშმარიტად ტრაგიკული ვითარებაა და სახეც მონუმენტურია ჭეშმარიტადა;
ტრაგიკული შეიძლება გამოითქვას მინიატურაშიცა, აზრობრივად გამოითქვას, მაგრამ მონუმენტური სახე მაინც უჩვეულოა ესოდენ მცირე ფორმის ნაწარმოებისათვის, – უჩვეულოა ჩვეულებისამებრ, ოღონდ ჩვეულებრივი გამხდარა ნიკო ლორთქიფანიძისათვის და წინაღმდეგობრივიც აქ უნდა იყოს ნიკო ლორთქიფანიძის შემოქმედებაში, – თითქოს წინააღმდეგობრივი, – ანთუ უფრო ნათლადა და უფრო მკაფიოდ თუ გამოითქმის, მხატვრული თავისებურებაც ეს უნდა იყოს ლორთქიფანიძის შემოქმედებისა, ეს გამოარჩევს და დაუმკვიდრებს თავის ადგილსა, განსაკუთრებულ ადგილსა, ჩვენს ლიტერატურის ისტორიაში, მრავალფეროვანსა და ჭეშმარიტად დიდებულ ლიტერატურის ისტორიაში, გაუზვიადებლად რომ ითქვას
ოთარ ჩხეიძე, 1982 წ.
***
…როცა შიმშილი მძვინვარებს, ადამიანებს არ აინტერესებთ არაფერი, რაც აზროვნებასთან, სულიერებასთან არის დაკავშირებული, მათი გაღიზიანებული და აფორიაქებული გონება მთლიანად მოუცავს ერთადერთ საზრუნავს, იმას, რაზეც ფიქრობდა ხშირად ლუარსაბი – ჭამაზე ფიქრს.
თათქარიძეობის ერთ-ერთი ნიშანი გახლავთ ფანტაზიის სიღარიბე. ლუარსაბის ოცნება შემწვარ-მოხრაკულის წარმოდგენაზე შორს ვერ მიდის. ეს სენი, ფანტაზიის სიღარიბე, შიმშილით მისავათებულ ადამიანებსაც ემართებათ. აქედან გამომდინარე ზედმეტად მაძღარ-გაფიჟვინებული და შიმშილით მისავათებული საზზოგადოება ერთნაირად საშიშია.
როგორც პირველს, ისე მეორეს ავიწყდება ყველა და ყველაფერი, გარდა საკუთარი თავისა და ადამიანურ საწყისს სძლევს ცხოველური.
იშვიათია მხატვრული ნაწარმოები, რომელშიც ეს პროცესი – ადამიანში ცხოველური საწყისის გამარჯვება, ისე მაღალმხატვრულად იყო მოტივირებული, როგორც ამას ნიკო ლორთქიფანიძე აღწევს ნოველაში „ტრაგედია უგმიროთ“.
თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]