ნიკო ლორთქიფანიძე - „გული“ (ანალიზი)

ნიკო ლორთქიფანიძე – „გული“ (ანალიზი)

იმ შემთხვევაშიც, როცა იგი ზოგადფილოსოფიურ თემებს ეხებოდა ან წმინდა ფსიქოლოგიურ ნოველებს ქმნიდა, ცდილობდა, რაიმე ხალხური სხარტი გამოთქმა, ქართული ზღაპარი ან ლეგენდა შეეტანა ნაწარმოებში და გაექარტულებინა იგი. ნიკო ლორთქიფანიძე ცდილობდა, ზოგადი შინაარსის მატარებელი ნაწარმოებიც ქართულ სამოსელში გაეხვია. ასეთია მისი ადრინდელი მინიატურა ,,გული”.
ამ მინიატურაში ზოგადფილოსოფიური თემაა გაშუქებული და თითქოს წმინდა ეროვნული არაფერია. მაგრამ, როცა მიცვალებულის ოთახში მოხუცი დედა გამოეცხადება და ქვითინით ეუბნება მიცვალებულ შვილს: ,,ასე გამომიმეტე ქვრივი-ოხერი, სადაა შენი კეთილი გული, ამდენი ვაით და უით რომ ჩაგიდეგი საგულეში”, მაშინვე სურათს ქართული იერი ენიჭება და ეს თითქოს განყენებული ,,გული” ეროვნული სულის და ხასიათის მატარებელ ნაწარმოებად წარმოგვიდგება.

სიმონ ჩიქოვანი

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]