ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ხმა იდუმალის" ანალიზი

ნიკოლოზ ბარათაშვილის ,,ხმა იდუმალის” ანალიზი

ლექსის თემა არის ბედის ძიება. იდეა არის საკუთარი ადგილის პოვნა ამ ცხოვრებაში.

ლექსი,  ლირიკული მონოლოგია,რომელიც რიტორიკულ კითხვებს – არ შემდგარ ნაშთს შეიცავს..
ლექსის მთავარი სახე მისი ლირიკული გმირია, გრძნობადი სახე აქვს იდუმალი ხმის გამომცემ არსებას  –  იგი ანგელოზი ან ეშმაკია..
მხატვრულად მოცემულია სამივე დრო : წარსული (სწორთა,თანზრდილთა მეგობართ შორის), აწმყო (რად აქვს გულს ესე ჩუმმი ნაღველი) და მომავალი (რასს მომისწავებ,სიცოცხლეს ჩემსას რას განუმზადებ).
არსებობს იდუმალი,საკვირველი ხმა,რომელიც ჩუმი ნაღველით შეპყრობილ კაცს ჩაესმის.
“ხმის” კონკრეტული შინაარსი კი უცნობია…
მიუხედავად ამისა,ხმის “ბიოგრაფიის” გაცნობას ვიწყებთ :  შევიტყობთ რომ იგი ბავშვობასთან გამოთხოვებისას,  დიდი ცხოვრების გზაზე დადგომისთანავე გაჩენილა და მოჰყვება, არც არასდროს მოშორებია.
იდუმალი ხმა ზრახვასა და საწადელს ახლავს,,ანუ ჯანმრთელი სულის თვისებაა.
იგი ინტესიურია დროსთან მიმართებაში(ცხადად და სიზმრად-ყოველთვის არსებობს)
სინდისის მოტივი რამდენადმე მოულლოდნელად შემოდის,გაუგებარია რატომ უნდა მოუწოდოს ჭაბუკს სინდისმა,  რომ მან თავისი ხვედრი ეძიოს.
ლექსის ფოკუსი მისი ფინალია:დილემის სახით იკვეთება იდუმალი ხმის წარმომავლობა, ისმება კითხვა, რაც კი შეიძლებოდა ამ ხმის გამო დასმულიყო..

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]