ნესტან-დარეჯანის წერილი მიჯნურთან. ტარიელის უგონოდ გახდომა. საპასუხო წერილი - განხილვა

ნესტან-დარეჯანის წერილი მიჯნურთან. ტარიელის უგონოდ გახდომა. საპასუხო წერილი – განხილვა

– ფარეში შემოვიდა და მომახსენა, პირმობურული ქალი გკითხულობსო. მაშინვე გამოვიცან, ვინც უნდა ყოფილიყო, და გულმა ბაგა-ბუგი დამიწყო.
წამოვვარდი და წინ მივეგებე. ვისთვისაც ვკვდები და ვიტანჯები, “მე ვისთვის ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად”. თაყვანისცემა აღარ დავაცადე და ვეამბორე, მერე ხელი მოვკიდე, ჩემი საჯდომის ახლოს დავისვი და ვუთხარი: გამაგებინე, `მორჩი ალვისა ხე” თავის სამყოფელში, ნეტავ, თუ დაბრუნდა, მისი ამბავი მიამბე, სხვა არა მინდა რა-მეთქი.
მოგახსენებ, უკვე აღარ გერიდებიო, მომიგო და სიამით დასძინა: დღეს ერთმანეთი გინახავთ და მეტად მოგწონებიათ, ახლაც შენი ამბის შესატყობად გამოვუგზავნივარო. ეს თქვა და

“წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა,
ეწერა: `ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა,
ომ-გარდახდილი ჰშვენოდი, შენატევები ცხენისა,
არ-ავი მიმიჩს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.

ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა,
შენთვის მკვდარი აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა;
მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღჩას ბაღად უშენოსა;
შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა!

თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო,
ამას იქით ნუღარ იდენ, ჭირსა თავი არიდენო;
შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო;
რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.”

ეგ მოსახვევი მე მაჩუქე და, შენეულით დამშვენებულს რომ მნახავ, თვითონაც გეამება, თავად კი სამხრეს გიგზავნი და, თუ ჩემი ხათრი გქონდეს, შენ ეს შეიბიო. იცოცხლე და გაიხარე, ურვა-ვაება ამის მეტად აღარ გენახოსო.

რა სამხრე გაიხსენა, ტარიელი საშინლად გაშმაგდა, კვალვ ტირილი მოერია, ვარამი უზომოდ დაუმძიმდა. სამხრე შეიხსნა, ისეთი იყო, ფასი არ დაედებოდა. მერე ძლივსღა თქვა: აი, ეს ახლა მე მაქვს, უწინ რომ მას ება მკლავზე. სახესთან სათუთად მიიტანა, მიუალერსა და… გონდაკარგული ძირს დაეცა, სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ ეტყობოდა.

“ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა,
ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა.”

მისი შემყურე ავთანდილი მწარედ ქვითინებდა. ასმათის გულსაკლავ მოთქმა-ვაებას იქაურობა აეკლო, ცრემლის ნაკადით ქვას ხვრეტდა, დაკაწრულ ღაწვთაგან სისხლი ღვარად სდიოდა. ქალი გულწასულს წყალს ასხამდა, შველას ლამობდა. როგორც იქნა, მოასულიერა, “ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა”.
ტარიელი წამოჯდა და აქეთ-იქით რეტდასხმული იცქირებოდა, ფერი წასვლოდა, “ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად”. რად გადავრჩიო, მეტისმეტად უმძიმდა. ვაი, რომ ისევ ცოცხალი ვარ და წუთისოფელი ახლა ჩემს სისხლს კვლავ ხარბად დაეწაფება, კლვავ გამაწამებსო, დაიჩივლა. სასაუბროდ სადღა სცალოდა, დიდხანს არც კი შეუხედავს მათთვის. მერე ავთანდილს მიუბრუნდა:
– თუმცა გონება გიჟივით ამრევია, მისმინე და მაინც გიამბობ ჩემსა და ჩემი ცოცხლად დამმარხველის ამბავს. წახვალ, სატრფოს ამ ამბის შეტყობით აამებ და გაბედნიერდები, მეც ეგ მახარებს, “ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა”. აბა, თავად რაღა დამრჩენია სასიხარულო, ისიც საკვირველია, სული რომ მიდგას!
მერე აღარ დააყოვნა და თხრობა განაგრძო:
– დისაებრ ტკბილი და მისანდო ასმათის ნახვა დიდად მეამა. წერილი წავიკითხე თუ არა, ეს სამხრე მომართვა და მაშინვე მკლავზე შევიბი, ხოლო უცხო და უებრო შავი მოსახვევი მოვიხსენი, საკვირველი კაბაც გამოვიღე, ამ მოსახვევთან ერთად ხატაეთს რომ მომეხელთებინა, და ორივე სიხარულით გავუგზავნე.

– მზეო, შენგან მონაფენმა შუქმა დამატყვევა, შიგ გულში მეცა და სიჩაუქე-სიმამაცე რაღასმიშველიდა-მეთქი, – ვსწერდი პასუხად.
– ესოდენ ტურფა და ნატიფი რომ გაშმაგებულმა კვლავ გნახე, თავგზა სულმთლადამებნა.
სიცოცხლე ხომ შენგან მაქვს ნაბოძები და, არ ვიცი, სანაცვლოდ რა უნდა შემოგზღო. აი,მაშინ რომ არ გამწირე და სული შემარჩინე, ახლაც ისევე მხსნელად გამომჩენიხარ: “აწჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე”.
– შენეული სამხრე მომივიდა თუ არა, მაშინვე მკლავზე შემოვიბი და ერთობ გავიხარე,თუმცა, მე რომ მმართებს, იმდენ სიხარულს რა გული დაიტევს?!

“დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე;
სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!”

მოსახვევი რომ მთხოვე, აჰა, მომირთმევია, მასთან ერთ კაბასაც გაახლებ, მისი მსგავსირომ ვერსად ვერა ვპოვე რა. გევედრები, გონდაკარგულს უნუგეშოდ ნუ დამტოვებ,მიშველე რამე, შენ გარდა ხომ ქვეყნად სხვა არავინ მყავს-მეთქი შვების მომნიჭებელი!
რა ასმათი გავისტუმრე, დავწექი და ტკბილად დავიძინე, მაგრამ სატრფო მეზმანა და შევკრთი: “გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგულობა მომეწყინა”. ღამე ისე გავათენე, მეტად არც მომჩვენებია.

წყარო: http://www.aura.ge/103-sabavshvo/1691-shota-rustaveli–vefxistkaosani-shinaarsi.html

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]