ენერვული ქსოვილი

ნერვული ქსოვილი

ნერვული ქსოვილი

ნერვული სისტემა უზრუნველყოფს უჯრედების, ქსოვილების, ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების შეთანხმებულ მუშაობას. მისი საშუალებით უკავშირდებო ორგანიზმი გარემოს. ასევე, მეტყველებას, აზროვნებას, დასწავლას, მეხსიერებასა და მგრძნობელობას.

ნერვულ სისტემას წარმოქმნის ნერვული ქსოვილი, რომელიც შედგება ნეირონებისა და თანამგზავრი უჯრედებისგან.
ნეირონები ნერვული სისტემის მთავარი უჯრედებია, რომლებიც უზრუნველყოფს ნერვული სისტემის ფუნქციებს. ნეირონი შედგება სხეულისა და მორჩებისაგან, ხოლო მორჩი არსებობს 2 სახის: აქსონები და დენდრიტები.
დენდრიტი: მოკლე, ხშირად დატოტვილი მორჩია არის. ერთ ნეირონს შეიძლება რამდენიმე დენდრიტი ჰქონდეს. მათ ნერვული იმპულსები შეაქვთ ნერული უჯრედის სხეულში. დენდრიტის გროვები ც.ნ.ს-ში ქმნის რუხ ნივთიერებას.
აქსონი: გრძელი, მცირედ დატოტვილი მორჩებია, რომლებსაც ნერვული იმპულსები გამოაქცთ ნერვული სისტემის უჯრედიდან. ერთ ნეირონს შეიძლება ქონდეს მხოლოდ 1 აქსონი. მათი სიგრძე შეიძლება იყოს ათეული სანტიმეტრი, რაც უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების გადატანას დიდ მანძლზე. ხშირად აქსონებს გარს აკრავს თეთრი ფერის ცხიმისებური ნიბთიერება, რომელსაც მიელინის გარსი ეწოდება. აქსონების გროვები ც.ნ.ს-ში წარმოქმნის თეთრ ნივთიერებას.

ნერვული ქსოვილი

ნერვული ქსოვილი

სინაფსი ნერვული უჯრედების ერთმანეთთან ან ქსოვილებთან კონტაქტის ადგილია. იგი მემბრანთშორისი კონტაქტის განსაკუთრებულ სახეს წარმოქადგენს. შედგება პრესინაფსური და პოსტსინაფსური მებრანებისა და მათ შორის არსებული სინაპსური ნაპლალისგან.
აქსონის დაბოლოებაზე არის ვეზიკულები, რომელშიც მოთავსებულია ნეირომედიატორები. სწორედ მათი მეშვეობით ხდება ნერვული იმპულსის გადაცემა. როდესაც ის მიაღწევს საზღვარს, ბუშტუკები შეერწყმება პრესინაფსურ მემბრანას, მედიატორები ჩაიღვრება სინაფსურ ნაპრალში ჩაიღვრება. პოსტსინაფსურ მემბრანას აქვს მედიატორის ფორმის რეცეპტორები, როდესაც ნეირომედიატორი რეცეპტორს დაუკავშირდება, ეს გამოიწვევს მეორე ნეირონის აგზნებას. P.S ნეირომედიატორები ყოველთვის აგზნებას არ იწვევს, არსებობს შემაკავებელი რეცეპტორებიც.

ნერვული ქსოვილი

ნერვული ქსოვილი

გლიური უჯრედები ნეირონებთან შედარებით პატარაა, თუმცა რიცხობრივად 10-ჯერ არის მეტი. ნეიროგლიას თანამგზავრ უჯრედებსაც უწოდებენ. ისინი უქმნიან ყველა პირობას ნეირონს ფუნქციონირებისათვის. ფუნქციებია:

  • აწვდის მას საკვებსა და ჟანგბადს (კვებითი).
  • შთანთქავს მიკრობებს (დაცვითი).
  • წარმოადგენს ნეირონის საყრდენს (საყრდენი).
  • ეხმარება ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში.
  • ინელებს მკვდარ ნეირონებს.
  • წარმოქმნის მიელინის გარსს.
  • უზრუნველყოფს ქსოვილური სითხის მოძრაობას ნეირონების გარშემო.

ნეირონები ფორმითა და ფუნქციით განსხვავდებიან. არსებობს სამი სახის ნეირონი.
მგრძნობიარეა ნეირონი, რომელსაც ნერვული იმპულსი გამოაქვთ გრძნობათა ორგანოებიდან და მიაქვს თავისა და ზურგის ტვინამდე.
მამოძრავებელია ნეირონი, რომელსაც ნერვული იმპულსები გამოაქვს თავისა და ზურგის ტვინიდან და მიაქვს გრძნობათა ორგანოებისკენ.
ჩართულია ნეირონი, რომელიც აერთებს მგრძნობიარე და მამოძრავებელ ნეირონებს. მათი სხეულები და მორჩები ცენრტალური ნერვულის სისტემის გარეთ არ გვხვდება.
ნერვული კვანძები ნერვული უჯრედების სხეულების გროვებია, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის გარეთ გვხვდება.

ნერვები ნერვული უჯრედების გრძელი მორჩების გარსით (მიელინის გარსით) დაფარული გროვებია, ნერვებიც სამი სახისაა: მგრძნობიარე, მამოძრავებელი და შერეული.
მგრძნობიარე ნერვები მგრძნობიარე ნეირონების დენდრიტებია.
მამოძრავებელი ნერვები მამოძრავებელი ნეირონის აქსონები.
შერეულია ნერვები, რომლების დენდრიტებსაც შეიცავს და აქსონებსაც და ნერვულ იმპულსს ორივე მიმართულებით ატარებს. ც.ნ.ს-დან გრძნობა ორგანოებისკენ და პირიქით.

ორგანიზმის საპასუხო რეაქციას გაღიზიანებაზე, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემა ახორციელებს და აკონტროლებს რეფლექსი ეწოდება, ხოლო გზას, რომელსაც ნერვული იმპულსი რეფლექსის შესრულებისას გაივლის რეფლექსური რკალი. იგი 5 ნაწილისგან შედგება: რეცეპტორი მგრძნობიარე გზა ცენტრალური ნერვული სისტემა მამოძრავებელი გზა შემსრულებელი ორგანო.
რეცეპტორი აღიქვამს გამღიზიანებელს: სინათლე, ბგერა, სუნი ა.შ და მას ნერვული სისტემის სიგნალებად,
ნერვულ იმპულსად გარდაქმნის. მას მგრძნობიარე გზას გადასცემს, რომელსაც იგი ცენტრალურ ნერვულ სისტემამდე მიაქვს, ხოლო იქედან მამოძრავებელი ნეირონით

წყარო: ცუზმერი ანნა გამომცემლობა “თბილისი: განათლება 1982”, ლ.ბურდილაძე “დიოგენე”,  ნ.ზაალიშვილი გამომცემლობა “ტრიასი”

მოგვაწოდა რომეო ქებულაძემ

თქვენი online რეპეტიტორი

[adblockingdetector id="59e92bb7c3879"]